x
image
Guns N Roses
Mediator image
ნინა სუბლატი - ისტორია და ფოტოები

ნინა სუბლატი დაიბადა მოსკოვში, თუმცა მისი ოჯახი სამშობლოში მალევე დაბრუნდა. მშობლები ადრეულ ასაკში დაშორდნენ და ნინა დედასთან და ბებიასთან იზრდებოდა. ნინა სუბლატი 2010-2011 წლებში მოღვაწეობდა სხვადასხვა ჯგუფთან ერთად და საქართველოს მასშტაბით ატარებდა კონცერტებს. 2011 წელს დაიწყო თანამშრომლობა Georgian Dream Studio-სთან, სადაც მუშაობდა როგორც მომღერალ ბერასთან, ასევე ნიუ-იორკიდან, ლოს-ანჯელესიდან და ლონდონიდან სპეციალურად მოწვეულ ვოკალის პედაგოგებსა დაქორეოგრაფებთან. აქ იგი უფრო საფუძვლიანად ეუფლებოდა მუსიკის ისტორიას, თეორიას, ვოკალის ტექნიკას, ქორეოგრაფიას, ფსიქოლოგიას და ა.შ.
2008 წელს დაამთავრა მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს სპეციალობით. დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინტერიერისა და დიზაინის ფაკულტეტზე.ფართო აუდიტორიის წინაშე 2013 წელს წარსდგა, მუსიკალურ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“. პოპულარობა მალე მოიპოვა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მთავარი ჯილდოს სახით მიიღო მოწვევა ლონდონის მუსიკალური ინსტიტუტიდან - ვოკალის კურსზე. 2014 წელს სწავლა განაგრძო მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
პროექტის დასრულებისთანავე, მომღერალმა სადებიუტო ალბომზე დაიწყო მუშაობა. 2014 წელს გამოუშვა ალბომი სახელწოდებით Dare to be Nina Sublatti, რომელიც Bravo Records-ში ჩაიწერა. ალბომში შესულია პოპულარული სიმღერების ხუთი ქავერ-ვერსია და ნინას საკუთარი, ხუთი ახალი სიმღერა. პირველი სოლო ალბომის გამოშვებისთანავე, მომღერალმა საკუთარი სტუდია შექმნა და მუშაობა მეორე ალბომზე დაიწყო.
2015 წელს ნინა სუბლატი საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამოვიდა სიმღერით „Warrior“, სადაც ორი ნახეარფინალი გადალახა და ფინალში მოხვდა.






image imageimageimage

0
158
4-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0