x
image
მთვრალი12
10 შემაფერხებელი ფაქტორი,რომლებიც ხელს გვიშლის წარმატების მიღწევაში
imageწარმატება სუბიექტური მცნებაა, თუმცა ნებისმიერმა ადამიანმა იცის თვლის თუ არა თავს წარმატებულად.თუ თქვენ არ ხართ ისეთი წარმატებული, როგორსაც გეგმავდით ან თვლით რომ იმსახურებთ, მაგრამ იცით რა არის ამის მიზეზი?
ქვემოთ მოყვანილია 10 შემაფერხებელი ფაქტორი, რომლებიც ხელს გიშლით სასურველი წარმატების მიღწევაში.მე არ ვაპირებ მხოლოდ შემაფერხებელი ფაქტორების ჩამოთვლას, არამედ მათი გამოსწორების სწორ და მარავალგზის გამოცდილ რჩევებს მოგცემთ.დავიწყოთ ჩვენი შინაგანი თუ გარე პირობების გაუმჯობესება დღესვე.


10)თქვენ გსურთ სარგებლის მიღება სხვების გაღარიბების ხარჯზე - რატომღაც ადამიანთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ამ ცხოვრებაში უნდა იყოს ზვიგენი რათა მეტი მიიღოს.არა მეგობრებო ეს ასე სრულებითაც არაა.ნდობისა და მხარდაჭერის მოსაპოვებლად ყველაზე მარტივი გზაა, ხალხს დაეხმაროთ მიიღონ ის რაც სურთ და არ უნდა ვიფიქროთ ჩვენს "სარგებელზე" მიცემული კონკრეტული რჩევითა თუ მოქმედებით.სწორედ ეს არის მიზეზი თუ რატომ აქვთ სასიამოვნო ადამიანებს მეტი ფული და შესაძლებლობები.არ იბრძოლოთ სხვისი დანაკარგის ხარჯზე სარგებლის მიღება, რადგან ამ შემთხვევაში საბოლოოდ სწორედ თქვენ დარჩებით "წაგებული"


9)არღვევთ პირობას და არ აგრძელებთ დაწყებულ საქმეს - ყველაზე ღირებული, რაც ადამიანებს გაგვაჩნია ეს რეპუტაციაა და მისი დაკარგვა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი.თუ ერთხელ იტყვით, რომ აპირებთ რაღაცის გაკეთებას, აუცილებლად მიყევით ბოლომდე, მაშინაც კი თუ ამ სფეროში რაიმე ცვლილება მოხდა.როდესაც დადებულ პირობას ან დაწყებულ საქმეს არ ვაგრძელებთ 2 რამ ხდება. პირველი : უფრო და უფრო ნაკლებ ხალხს სურს შენთან მუშაობა და შენი მხარში დგომა, რაც სამომავლო პერსპექტივას ამსხვრევს.მეორე : როდესაც დაიმე დაბრკოლების შეხვედრისთანავე უკან იხევთ და საქმე ბოლომდე არ მიგყავთ, ამ შემთხვევაში მოქმედებს შინაგანი ფსიქოლოგია და ყოველ შემდგომ დაწყებულ საქმეში შეხვედრილ დაბრკოლებისას, იფიქრებთ უკან დახევაზე და არა მის მოგვარებაზე.რადგან წარმატების მიღწევა მრავალი დაბრკოლების გადალახვას მოითხოვს, ასეთი ქმედებით ვერასდროს მიიღებთ სასურველ შედეგს


8)არ ფიქრობთ მომავალზე - ადამიანთა უმეტესობა თვლის, რომ მომავალზე საათობით ფიქრი მეოცნებეებს ახასიათებთ და ეს დაკარგული დროა.ეს რა თქმა უნდა ასე არაა.ჩვენი მომავალი პირდაპირ კავშირშია ჩვენს აწმყოსთან და მიღებულ გადაწყვეტილებებთან.დაგეგმეთ თუ რისი გაკეთება გინდათ მომავალში, როგორი პიროვნება გინდათ რომ იყოთ და სწორედ ასე მიიღეთ გადაწყვეტილებები აწმყოშიც.მოუსმინე შენს იდეებს და მიღევი მათ



7)არასწორ საქმეს ემსახურებით - ნუ აირჩევთ ისეთ სამსახურს, რომელსაც მომავალი არ გააღნია ან არ გინდა ცხოვრების ბოლომდე ამ საქმეს ემსახუროთ.შეიძლება მოკლე პერიოდში საკმაოდ ადვილად გადასაჭრელი პრობლემა ჩანს, თუმცა როდესაც რამოდენიმე წელში კარიერული კურსის შეცვლას მოინდომებთ, ეს გაცილებით რთული და ზოგ შემთხვევებში შეუძლებელიც კია.წარმოიდგინეთ სად იქნებით 20 წლის შემდეგ ამ ტემპით, თუ ეს ის სურათია რომელშიც არ გინდათ ყოფნა, დროა სამსახურის შეცვლაზე იფიქროთ.


6)არასწორად შერცეული მეორე ნახევარი - როდესაც თქვენ მეორე ნახევარი თქვენგან სრულებით განსხვავებულია ფინანსური ღირებულებებით, წარმატების მიღწევის შანსი მინიმალურია, რადგან ძირითად დროს და ენერგიას პრიორიტეტების გადანაწილებაზე დახარჯავთ.დაპირისპირებისას უფრო მეტი აქცენტი ფინანსების ხარჯვაზეა მიმართული და არა შეგროვებაზე, ასეთი ცხოვრების რიტმით კი საოცნებო შედეგის მიღება შეუძლებელია.ამის თავიდან ასაცილებლად, შეეცადეთ შეაგროვოთ საკმარისი ფული ოჯახის შექმნამდე, ხოლო თუ თქვენ უკვე გყავთ ოჯახი პირველ რიგში კონსესუსის მიღწევაზე იზრუნეთ.ურთიერთგაგებას და გუნდურ მუშაობას გადამწყვეტი როლი უკავია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.


5)ოჯახის დანგრევა - ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების თავიდან ასაცილებლად უარესს ვარიანტებს შორის შესაძლოა განქორწინება ნაკლებად მტკივნეული აღმოჩნდეს.თუმცა ეს საკმაოდ ძვირადღირებული გადაწყვეტილებაა, როგორც ფინანსურად ასევე მორალურად.დღევანდელ რეალობაში უამრავი ადამიანი შეგხვდებოდათ ამ გადაწყვეტილებით უფრო მეტად დაზარალებული, ვიდრე ნებისმიერი სხვა ნაბიჯით.ეს შემთხვევა რეაბილიტაციის განსაკუთრებით რთულ ეტაბს გულისხმობს.


4)დაგყავთ შვილები ძვირადღირებულ სასწავლებლებში - რა თქმა უნდა, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს დღევალდელ რეალობაში, თუმცა შვილების იმ სასწავლებელში შეყვანა, რომლის საფასურის გადახდაც ჩვენს ძალებს აღემატება, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა.საზოგადოების გარკვეული ნაწილი ასეთი ხარჯების დაფარვის მიზნით იდებს უამრავ ვალს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შვილი ძვირიან სასწავლებელში მიიღეს ან თუნდაც "სახელის" გამო, რაც ხშირ შემთხვევაში დამღუპველია.ნუ დაიდებთ ცხოვრების ბოლომდე ვალს სახელის გამო, თუ არ გსურთ დარჩენილი ცხოვრება დეპრესიაში გაატაროთ.


3)გეგმის არ ქონა - არსებობს ასეთი გამთქმა "ის ვინც ცუდად გეგმავს, საერთოდ ვერ გეგმავს" და ეს სრულებით შეესაბამება რეალობას.დაგეგმეთ თქვენი ყოველი საათი და მიზნობრივად გამოიყენეთ.ყოველთვის იქონიეთ ეგრეთწოდებული გეგმა B, ასევე გჭირდებათ ფინანსური გეგმის შედგენაც.ამ შემთხვევაში არაა ლაპარაკი პროფესიონალ ფინანსისტზე, ეს თქვენ ცხოვრებას უფრო გაამარტივებს და ზედმეტ პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.გეგმის ქონა ყოველთვის ჯობია სტრესისგან გამოწვეულ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას.


2)არ გაქვთ ფინანსური დღიური - აღწერეთ თქვენი ყველა ფინანსური ხარჯი, რათა გამორიცხოთ გაკოტრების შანსი.აღწერეთ შემოსავალი, დანაზოგი და დანახარჯი.ჩაინიშნეთ თითოეული თეთრი.ვერ გეტყვით რატომ, თუმცა გპირდებით რომ ასე მოქცევის შემთხვევაში თქვენი დანახარჯი შემცირდება, ხოლო დანაზოგი მოიმატებს რაც მრავალგზის დამოწმებული ფაქტია.ასევე, ისწავლით ცხოვრების ფასს, ანუ იმას თუ რა გიჯდებათ ცხოვრება.ეს რაციონალური ადამიანების ერთ-ერთი მომგებიანი ჩვევაა


1) არ იცავთ ბალანსს - ადამიანთა წარუმატებლობისა და გაკოტრების მთავარი მიზეზი შემოსავლებს, აქტივებსა და დანარხარჯს შორის ბალანსის არცოდნაა.ჩაინიშნეთ რაზე ხარჯავთ ყველაზე მეტ დროსა და ფინანსებს, დააბანდეთ ფინანსები შემოსავლის მომტან აქტივებში.მიაქციეთ ყურადღება თქვენს ახლანდელ მდგომარეობას, იხარჯება თუ იზრდება თქვენი აქტივები და ხარჯვის შემთხვევაში როგორ აპირებთ ცხოვრების გაგრძელებას დასახული კურსით?!



ახლა თქვენ უკვე იცით ეგრეთწოდებული "ოქროს 10 წესი" წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შემხვედრი დამაბრკოლებელი სიტუაციების ოპტიმალური გადაჭრა.ერთად შევიცვალოთ ცხოვრების სტილი წარმატებისკენ და შევცვალოთ მსოფლიო.

0
77
5-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0