სხვა დასახელდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში 2016, 21 თებერვალი, 9:27 Global Peace Index-მა(გლობალური მშვიდობის ინდექსი) გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი.
რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია 23 ძირითადი სტატისტიკური ფაქტორი. მათ შორის:მკვლელობათა რაოდენობა, ტეროროზმის დონე, ქვეყანაში მღელვარება, ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი, ომიანობა და ა.შ. პირველად გლობალური მშვიდობის ინდექსის რეიტინგი 2008 წელს გამოქვეყნდა.მას შემდეგ ყოველწლიურად ქვეყნდება შედეგები. აი უკვე რამდენიმე წელია რეიტინგს ლიდერობს ისლანდია, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყნაში აღინიშნება დაბალი მილიტარიზაციის დონე, არ არსებობს შიდა კონფლიქტები და არც გარე კონფლიქტებშია ჩართული ქვეყანა, ამასთანავე ისლანდიაში მაღალია უსაფრთხოების დონე და სოციალური სტაბილურობა. პირველ ათეულში მოხვდა კიდევ 5 ევროპული ქვეყანა, რომლებიც ცენტრალურ და ჩრდილო ევროპაში არიან განთავსებულები და ტერიტორიულად მცირე მოცულობის არიან. (დანია #2, ავსტრია#3, შვეიცარია#5, ფინეთი#6 და ჩეხეთი#10) ახალ ზელანდიამ #4 დაიკავა, კანადამ#7, იაპონიამ #8, ხოლო ავსტრალიამ #9. საქართველო ამ სიაში #79 ადგილს დასჯერდა.რაც შეეხება ყველაზე სახიფათო ქვეყნებს, ტოპ სამეული ასე გამოიყურება:სირია, ერაყი და ავღანეთი.(შესაბამისად-162, 161 და 160 პოზიცია)საკმაოდ მცირე ინდექსი აქვთ და ერთ-ერთი ბოლო ადგილები უკავიათ ჩვენს მეზობლებს:რუსეთს(#155) და თურქეთს(#135). 317 8-ს მოსწონს 1-ს არა |
ზოგადად ვამბობ