სხვა მოწევას თავს თუ დავანებებ... ოპტიმისტი, პესიმისტი და... 2016, 25 თებერვალი, 10:17 ის რომ სიგარეტი, მწეველის ყველა ორგანოს აზიანებს, შემდეგ კი კლავს, ამის შესახებ, ყველამ იცის. და მიუხედავად ამისა, სტატისტიკის თანახმად, დღეს, მსოფლიოში, სიგარეტს ქალების 12 და მამაკაცების 47% ეწევა. რა მოხდება, ადამიანი სიგარეტის მოწევას თავს თუ დაანებებს? როგორც წესი, მწეველები ორ შედეგს წინასწარმეტყველებენ – პესიმისტურს და ოპტიმისტურს. ოპტიმისტების თეორიის თანახმად, ადამიანი თუ სიგარეტის მოწევას თავს დაანებებს, მისი ცხოვრება უკეთესობისკე შეიცვლება: სუფთა ფილტვები, სუნთქვა თანაბარი. მაგრამ ეს ვერსია, მთლად სწორე არ არის. რა თქმა უნდა, ცვლილებები უკეთესობისკე იქნება, მაგრამ მაშინვე არა. თავიდან, შეიძლება, შეგრძნება გაჩნდეს, რომ არაფერი შეიცვალა, მაგრამ სინამდვილეში ცვლილებების პროცესი უკვე დაწყებულია, მთავარი ამ შემთხვევაში – მოთმინებაა. პესიმისტების თეორიის მიხედვით, მოწევაზე უარის თქმა, დიდ უსიამოვნებებთან და პრობლემებთან არის დაკავშირებული, როგორც ფიზიკურთან ის ფსიქოლოგიურთან (ჩნდება ზედმეტი წონა, მწეველებისთვის განკუთვნილ ადგილებში საუბრები აღარ იქნება და ა. შ.) და საერთოდ თვლიან რომ “ისე არა წვიმს, როგორც ქუხს" ანუ სიგარეტის მოწევა, ისეთ საშიში არ არის, როგორც ამბობენ. ზედმეტი წონის გაჩენა, ასეთ სიტუაციაში, ნორმალურია, რადგან ორგანიზმში ცვლილებები მიდის, მაგრამ ზედმეტი კილოგრამების მოშორება ისევე სწრაფად შეიძლება, როგორც ჩნდება. რაც შეეხება საუბრებს, ვინა თქვა რომ მწეველებთან ურთიერთობის გაგრძელება არ შეიძლება? როგორც სტივენ კინგი ამბობდა ალკოჰოლთან დაკავშირებით, «თუ არ გინდა დალევა – ნუ დალევ. რა უნდა აკეთოთ სუფრასთან? დალიეთ კოკა-კოლა». რა თქმა უნდა, თუ თქვენთვის რამეს სიამოვნება მოაქვს, უარი არ უნდა თქვათ მასზე, უბრალოდ ნუ მოსწევთ და მორჩა. მოწევისთვის თავის დანებება არც ისე რთულია, ხოლო დადებითი ცვლილებები დიდხანს არ გალოდინებთ: - 20 წუთის შემდეგ, არტერიული წნევის ნორმალიზება ხდება. გააკეთეთ სწორე არჩევანი. იყავით ჯანმრთელები. 396 12-ს მოსწონს
|