x
image
მოზამბიკელი
როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება, ცხოვრების ჯანმრთელი წესით?
ადამიანებს ხშირად ღალატობთ მეხსიერება, ხანდახან აუცილებელ და გადამწყვეტ

მომენტშიც.

როცა სახლიდან გავდივართ მაღაზიაში, კინოში თუ კაფეში გვავიწყდება რისთვის

გამოვედით შინიდან.


ამ დროს საჭიროა ვიფიქროთ, როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება.

როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?

პირველ რიგში გონება უნდა მოვამზადოთ სპეციალური ვარჯიშებისთვის.

თუ ამ ვარჯიშებს რეგულარულად გავაკეთებთ, ჩვენს ტვინს მნიშვნლოვნად დავეხმარებით.

ფსიგოლოგები თვლიან, რომ ადამიანები ხშირად ქვეცნობიერად გარესამყორსგან

მოწყვეტილები არიან. მხოლოდ ნეგატიურ მოვლენებს ამჩნევენ და არასასურველი

ინფორმაციებით გონებას ტვირთავენ.

ასეთ ადამიანებს ხშირად ახასიათებთ, გულმავიწობა, უყურადღებობა და დაბნეულობა.

ნეგატიური ველებისგან გასათავისუფლებლად, საჭიროა ადამიანმა ბევრი ისეირნოს,

ბუნებასთან დაამყაროს აქტიური ურთიერთობა, კარგ ამინდში სეირნოისას ადამიანი

სრულად შეიგრძნობს სამყაროს სილამაზეს, უფრო მეტად აღიქვამს პოზიტიურ ფერებს

და გარემოს.

ეს ყველაფერი კი მეხსიერების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

image



ნებისმიერი ადამიანის მეხსიერება უდიდეს შესაძლებლობასა და პოტენციალს ფლობს.

ჩვენ მეხსიერება იმდენ ინფორმაციას იტევს, რომ შესაძლოა ერთმა ნოუთბუქმა ვერ

დაიტიოს.

მეხსიერებაში ღრმა ბავშობიდანაც კი შემორჩენილია ფრაგმენტები, ან შორეული

წარსულიდან ფაქტები და მოვლენები, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩვენს

გონებაში ილექება.

მეხსიერების გაუმჯობესება სრულფასოვანი ძილის გარეშე შეუძლებელია.

ცნობილია, რომ ადამიანს ნორმალური ცხოვრებისთვის 8 საათიანი ძილი სჭირდება,

თუმცა თანამედროვეობაში, ეს ხშირად დაუძლველი პრობლემაა.

ტვინის უჯრედების აღდგენა სწორედ ძილის დროს ხდება.

გარდა ნორმალური ძილისა, აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესიც.

ყოველდღე თუ არა, ადამიანმა კვირაში ორჯერ მაინც უნდა გაისეირნოს პარკში, ტბაზე,

ირბინოს დილით, დაკავდეს სპორტით მიიღოს, ჯანსაღი საკვები.

საკვებ პროდუუქტები დიდ გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონირებაზე.

image


რაც შეეხება, მეხსიერების გასაუმჯობესებელ ვარჯიშებს, არსებოს ასეთი ვარჯიშების

რამდენიმე მეთოდი.

მაგ :პირველ რიგში ვჯდებით სკამზე "მეეტლის პოზაში", ანუ ხელები მუხლებზე გვაქვს

და თავი ჩაწეული ჩაძინებული მეეტლესავით. ხელები ერთმანეთზე ჩაკიდებულია

და სხეული მოდუნებული. სხეული მშვიდდება, ტვინი კი კონცენტრირებული ხდება.

ამ მდგომარეობაში დავყობთ 15 წუთს.

ეს მეთოდი შესაძლოა იოგას ვარჯიშებითაც ჩავანაცვლოთ.

იოგას დროს სხეულიც და ტვინიც ერთნაირად მშვიდდება და ადამიანის ორგანიზმს

სწორად ფუნქციონირებაში ეხმარება.



არ ვიცი, ეს მეთოდები რამდენად ამართლებს, მაგრამ ცდის შემთხვევაში გვერდითი

მოვლენები გამორიცხულია.


ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს გისურვებთ!



5
230
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
230
  
2016, 19 თებერვალი, 16:08
ჰოო
2016, 19 თებერვალი, 16:08
აა ხო :D არაფრის
2016, 19 თებერვალი, 16:05
ჯანმრთელობას და სიმშვიდეს რომ მისურვებ
2016, 19 თებერვალი, 16:02
რატომ იხდი მადლობას ? :D
2016, 19 თებერვალი, 12:30
მადლობთ:-D
0 1 5