x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კანონიერი ქურდები სამარცხვინო მოვლენაა და მათ ბოლო უნდა მოეღოთ

imageმოსკოვის პოლიციის უფროსმა ანატოლი იაკუნინმა Интерфакс-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქი ერთი წლის განმავლობაში საბოლოოდ გაიწმინდება ე.წ. „კანონიერი ქურდებისაგან“.


-ეს ხალხი აგრძელებს თავიანთი კრიმინალური იდეოლოგიის გავრცელებას და ფორმირებას. -განაცხადა იაკუნინმა, - მათ კონტროლქვეშაა რამდენიმე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებათა ქურდობით, ნარკობიზნესით, პროსტიტუცით და თაღლითობით არიან დაკავებულები.კოლეგებთან ერთად დავისახეთ მიზნად წელსვე, პირველსავე ეტაპზე, მათ ეკონომიკური საფუძველი გამოვაცალოთ.ეს არის სამარცხვინო მოვლენა და მათ ბოლო უნდა მოეღოთ".


იაკუნინის განცხადებით, 2015 მოსკოვში დააკავეს და ციხეში მოათავსეს 10 კანონიერი ქურდი. რამდენიმე მათგანი დაკავებულია 2016-შიც.როგორც მოსკოვის მთავარმა პოლიციელმა განაცხადა "მოსკოვში დროდადრო კიდევ 15-მდე ქურდი ჩამოდის და უკან მიდის".


imageთუმცა როგორც გამოცემა "преступная россия" სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, დედაქალაქში არა 15, არამედ 200-მდე "კანონიერი ქურდი" ცხოვრობს.

4
815
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
815
  
2016, 19 თებერვალი, 14:18
კანონიერ ქურდებთან ბრძოლა ქვეყნის პირველი პირის პრეროგატივაა,უამრავი ღონისძიებები არის გასატარებელი,თუნდაც საკანონმდებლო დონეზე და არა ქალაქის პოლიციის უფროსის ბაქიაობა
2016, 19 თებერვალი, 9:12
რა თქმა უნდა გეთანხმები და სწორიცაა კრიმინალთან ბრძოლა, უბრალოდ რამდენად შესძლებს გამკლავებას ეგაა საკითხავი .
2016, 19 თებერვალი, 9:10
ყველაფერს აქვს თავის დასაწყისი და დასასრული..მართლა წარსულის გადმონაშთია რა...
2016, 19 თებერვალი, 9:08
ეჭვი მაქვს დიდი სიცოცხლე არ დარჩენია. მიზანი კი მართლაც კარგია.
0 1 4