x
image
Casper
26 წლის შემდეგ რუსეთის დაკარგული მოქალაქე საქართველოში იპოვეს
image

image

















რთულად დასაჯერებელია, რომ ეს ქალბატონი 46 წლის არის. მას დაკარგული აქვს მეტყველების უნარი და მეხსიერება. 26 წლის წინ მან დატოვა რუსეთი და წავიდა სამოგზაუროდ, რის შემდეგ ის არავის უნახავს.


რამდენიმე კვირის წინ, რუსეთის პირველი არხის გადაცემას მიმართა ვალენტინას დედამ: "26 წლის წინ ვალენტინა წავიდა სახლიდან და თქვა, რომ სამოგზაუროდ მიდის. მალევე დაბრუნდა ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად, რომელსაც დათო ერქვა. გვითხრა, რომ მათ უყვართ ერთმანეთი და გადაწყვიტეს ერთად ცხოვრება. შემდეგ მათ დატოვეს რუსეთი და იმის მერე ვალენტინა არ გვინახავს. ყველანაირად ვეცადეთ გვეპოვა, მაგრამ უშედეგოდ. უკვე 26 წელია ვეძებ შვილს".



imageimage














გადაცემის რედაქციამ იპოვა ერთი ქალბატონი საქართველოში, რომელიც იმყოფებოდა ჰოსპისში. ისინი არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ეს სწორედ ის ქალბატონია, ვინაიდან ის ვერ მეტყველებდა და არ ჰგავდა სურათებზე გამოსახულ ადამიანს.

image











ჰოსპისში მას უვლიდა მარია ბოშუკოვა.

"ვალენტინა უკვე 5 წელია ცხოვრობს ჩვენთან. როდესაც ის მოიყვანეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო - ძლივს სუნთქავდა, ვერ დადიოდა, ვერ მეტყველებდა. მას რამდენიმეჯერ გაუჩერდა გული და ამიტომ მორგშიც იწვა. მორგში სტუდენტებმა შეამჩნიეს რომ ცოცხალია და შემდეგ ჩვენთან მოიყვანეს. მას თან არ ჰქონდა არანაირი დოკუმენტი, არავინ არ იცოდა მისი გვარი. ჩვენ დავიწყეთ მისი მოვლა და ახლა გაცილებით უკეთ გრძნობს თავს. უკვე ცდილობს თავისით მიიღოს საკვები და ნელ-ნელა იწყებს სიარულს”-ყვება მარია.


როგორც გაირკვა, ეს სწორედ ის ქალბატონია, რომელსაც ამდენი წელი ეძებდა თავისი ოჯახი. 26 წლის წინ ის ჩამოვიდა საქართველოში და ცოლად გაყვა ქართველს, რომელსაც დათო ერქვა. მათ ერთად გაატარეს 10 წელი. შემდეგ მისი მეუღლე დაიჭირეს და ვალენტინა მეორეჯერ გათხოვდა. რამდენიმე თვეში გაშორდა თავის მეორე მეუღლეს და დაიწყო მაღაზიაში მუშაობა დამლაგებლად. ნერვიულ ფონზე ვალენტინამ დაიწყო სმა და დარჩა უსახლკაროდ.


გადაცემის მსვლელობის დროს ვალენტინამ ნელ-ნელა იცნო თავისი ოჯახის წევრები. სტუდიაში მყოფმა სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს: “რუსეთში ვალენტინას ოჯახს როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად ძალიან გაუჭირდებოდა ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მოვლა და ალბათ ყველაფერი ასე კარგად არ დამთავრდებოდა. მარია ბუშაკოვამ ვალენტინაზე მზრუნველობით გაცილებით უფრო დიდი წვლილი შეიტანა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის დარეგულირებაში, ვიდრე ნებისმიერმა პოლიტიკოსმა”.



image

0
567
შეფასება არ არის
ავტორი:Casper
Casper
567
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0