x
image
alex999
ისტორიის ყველაზე ხანმოკლე 10 ომი!
მსოფლიოს ისტორიას ახსოვს ძალიან ბევრი ომი, რომლებსაც ძალიან ბევრი

მებრძოლი შეეწირა. ქრისტეს შობამდე, ქრისტეს შობიდან დღემდე

დედამიწაზე ისევ ომიანობაა. XX-საუკუნის ომებმა განსაკუთრებით იმოქმედა

მსოფლიო სამხედრო ისტორიაზე. ორი მსოფლიო ომი, რომელსაც


მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა....


image



გადავიდეთ სტატიის თემაზე დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ 10 ომს,

რომლებიც ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა....



1. ფოლკლენდის ომი (42 დღე)

წელი: 1982

მხარეები: არგენტინა - ინგლისი

შედეგი: ინგლისის გამარჯვება


image


ომი დაიწყო 1982 წელს, ფოლკლენდის კუნძულებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის არმია თავს დაესხა ფოლკლენდის კუნძულებს და თავიდან მცირე სამხედრო წარმატებას მიაღწია, საბოლოოდ ომიდან გამარჯვებული დიდი ბრიტანეთი გამოვიდა. ეს გამარჯვება კუნძულების მოსახლეობის სურვილსაც შეესაბამებოდა. ომში დამარცხებამ არგენტინაში სამხედრო ხუნტის დამხობას და დემოკრატიული რეჟიმს აღდგენას მოუმზადა საფუძველი.




2. პოლონეთი - ლიტვის ომი (37 დღე)

წელი: 1920

მხარეები: მეორე პოლონეთის რესპუბლიკა და ლიტვა

შედეგი: მეორე პოლონეთის რესპუბლიკის გამარჯვება


image


მეორე პოლონეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბებასთან ერთად, ქვეყანამ 26 წლით

აირიდა ფაშისტური და ბოლშევიკური წყობა. ამასთანავე პოლონელები

შეიჭრენენ ლიტვაში და დაიპყრეს ქალაქები: ვილნიუსი და კაუნასი. ომი

37 დღე გრძელდებოდა, ომს დიდი მსხვერპლი არ მოჰყვა.




3. ბალკანეთის მეორე ომი (32 დღე)

წელი: 1913

მხარეები: ბულგარეთი, საბერძნეთი, სერბეთი,

ჩერნოგორია(მონტენეგრო), რუმინეთი და ოსმალეთის იმპერია

შედეგი: ბულგარეთის დამარცხება


image


ბალკანეთის მეორე ომი დაიწყო 1913 წლის 23 ივნისს, ხოლო დასრულდა

1913 წლის 10 აგვისტოს. ბულგარეთის ომი სერბიასთან, რუმინეთთან, საბერძნეთთან, ჩერნოგორიასთან და ოსმალეთთან, რომლის მიზეზი იყო მოკავშირეთა ბანაკში არსებული წინააღმდეგობანი. კონფლიქტის ძირითად საბაბად მაკედონიის ტერიტორია იქცა. სერბეთის და საბერძნეთის ჯარებმა მოახერხეს ბულგარეთის დამარცხება,

მათ შეურთდა რუმინეთიც და მოგვიანებით ოსმალეთის იმპერიაც, რომლებმაც

ბულგარეთისგან დაკარგული მიწების მცირედი რაოდენობა დაიბრუნა. ბალკანეთის ომებმა კიდევ უფრო დაძავა ურთიერთობა ანტანტას დასამთა კავშირს შორის და ამით დააჩქარა I მსოფლიო ომის დაწყება.




4. თურქულ - ბერძნული ომი (30 დღე)

წელი: 1897

მხარეები: საბერძნეთი, ოსმალეთის იმპერია

შედეგი: ოსმალების გამარჯვება


image


1897 წლის აჯანყების დროს. 2 თებერვალს საბერძნეთის არმია გადასხდა კრეტაზე აჯანყებულებისათვის მხარდაჭერის მიზნით, რამაც გამოიწვია 30-დღიანი ომი საბერძნეთსა და თურქეთს შორის. ბრძოლები მიმდინარეობდა თესალიასა და ეპირში.

თესალიაში ოსმალებმა გაიმარჯვეს და დაიკავეს ვრცელი ტერიტორიები. საბერძნეთმა მოუწოდა დიდ სახელმწიფოებს ჩარეულიყვნენ კონფლიქტში და მისთვის დაებრუნებინა ომის დროს დაკარგული ტერიტორიები. სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო 21 ოქტომბერს და ხელშეკრულება დაიდო 4 დეკემბერს. კონსტანტინოპილის ზავის

შედეგად, დასრულდა საბერძნეთ-ოსმალეთის ომი, რომელიც მიმიდნარეობდა

30 დღის განმავლობაში.




5. ჩინეთი - ვიეტნამის ომი (27 დღე)

წელი: 1979

მხარეები: ჩინეთი, ვიეტნამი

შედეგი: ორივე მხარეს გამარჯვება


image


1979 წელს ჩინეთი შეიჭრა ვიეტნამში და დაიწყო ქვეყნის ოკუპირება,

ვიეტნამს ომში დახმარება გაუწია აშშ-მ. საბოლოოდ ომი 27 დღეში დასრულდა.

ორივე მხარემ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.




6. საქართველო - სომხეთი ომი (24 დღე)

წელი: 1918

მხარეები: საქართველო, სომხეთი

შედეგი: გაუგებრობის შედეგად ტერიტორიის გაყოფა


image


1918 წლის დეკემბერში ომი დაიწყო სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას

და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. სომხეთმა მოულოდნელი

თავდასხმები მოახდინა ლორესა და ჯავახეთის რეგიონებზე.საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სომხეთი უკმაყოფილო იყო თბილისის დედაქალაქად გამოცხადებით. მათ თბილისი სომხურ ქალაქად მიაჩნდათ. საბოლოოდ 1918 წლის 31 დეკემბერს ომი დასრულდა.

მომდევნო წელს ლორე გამოცხადდა ნიტრალურ ტერიტორიად, სადაც მორიგეობით

უნდა მდგარიყვნენ ქართველი და სომეხი ჯარისკაცები.




7. სერბეთ - ბულგარეთის ომი (14 დღე)

წელი: 1885

მხარეები: სერბეთის სამეფო, ბულგარეთის სამეფო

შედეგი: ბულგარეთის სამეფოს გამარჯვება


image


ომი დაიწყო 1885 წლის 14 ნოემბერს და დასრულდა იმავე წლის 28 ნოემბერს, ბულგარეთის სრული გამარჯვებით. ამ ომში ბულგარეთის გამარჯვების შემდეგ ევროპის სახელმწიფოებმა აღიარეს ბულგარეთის გაერთიანება.




8. ინდოეთი - პაკისტანის ომი (13 დღე)

წელი: 1971

მხარეები: ინდოეთი, პაკისტანი

შედეგი: ბანგლადეშის დამოუკიდებლობა


image


ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომი მიმდინარეობდა წლების განავლობაში.

ორივე ქვეყანა დამოუკიდებლობის მიღებიდან სულ იბრძოდა, კონფლიქტის

პერიოდში სულ 3 სისხლიანი ომი გაიმართა: 1947-1949; 1965; 1971.

ბოლო ომში რომელიც გაიმართა 1971 წელს, ბანგლადეშმა დამოუკიდებლობა

მოიპოვა. დღესდღეობით პაკისტანს იარაღით აშშ ამარაგებს, ხოლო ინდოეთს

რუსეთი.




9. ექვსდღიანი ომი (6 დღე)

წელი: 1967

მხარეები: ისრაელი, ეგვიპტე, სირია, იორდანია, ერაყი

შედეგი: ისრაელის გამარჯვება


image


ომი დაიწყო ისრაელმა, ეგვიპტიის, სირიის და იორდანიის წინააღმდეგ. გრძელდებოდა 1967 წლის 5 ივნისიდან 10 ივნისამდე. ომის მთავარი მიზეზი იყო დაძაბულობა არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის. არაბულ ქვეყნებს სურდათ ისრაელი განადგურება. ომი დაიწყო 5 ივნიის ისრაელმა, მათ პირველი შეტევა განახორციელეს

ეგვიპტეში. 10 ივნისს ომი ისრაელის გამრჯვებით დამთავრდა. ებრაელებმა

დამოუკიდებლად მოახდინეს 4 არაბულ ქვეყანასთან ომში გამარჯვება.




10. ინგლისი - ზანზიბარის ომი (38 წუთი)

წელი: 1896

მხარეები: ინგლისი, ზანზიბარი

შედეგი: ინგლისის გამარჯვება


image


ინგლის-ზანზიბარის ომი სახმელეთო-საზღვაო დაპირისპირება, რომელიც ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ომის სახელით შევიდა. ომი 38 წუთი მიმდინარეობდა.ინგლისის იმპერიამ დაამარცა ზანზიბარის სასულთნო. ომის მთავარ მიზეზად სახელდება

ზანზიბარის სულთანის მოკავშირეობა გერმანიასთან.














მადლობა ყურადრებისთვის





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი













5
513
14-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
513
  
2019, 24 აპრილი, 1:45
დიდგორიც არ ითვლება?
2016, 18 თებერვალი, 19:23
მსგავსი ბევრი ომია, მაგრამ ეგ არ ითვლება..ოფიციალური ომის სახელწოდებით ისტორიაში არ შესულა..გადაამოწმე ნებისმიერი წყარო
2016, 18 თებერვალი, 19:04
რუსეთ-საქართველოს ხუთ დღიანი ომი არ ითვლება ? :D
2016, 18 თებერვალი, 13:34
მადლობა..ვიცი რომ გიყვარს :D
2016, 18 თებერვალი, 13:34
ასეთი თემები მიყვარს :) გავაზიარე რა თქმა უნდა .
0 1 5