x
image
მანჩო 777
ათი ყველაზე მოულოდნელი საგანი, რომლებიც მეცნიერებმა კოსმოსში აღმოაჩინეს
მიუხედავად აქტიური შესწავლისა და ათვისებისა, კოსმოსი კაცობრიობისათვის ჯერ კიდევ იდუმალია და შეუცნობელი. სულ ცოტაოდენი ხნის წინ გრავიტაციული ტალღები მხოლოდ თეორიად ითვლებოდა, დღეს კი მათი არსებობა უკვე მეცნიერულადაა დადასტურებული. ვინ იცის, კიდევ რა საიდუმლოს ინახავს სამყაროს ნისლისფერი სიღრმეები. საინტერესოა, რომ იმ მოვლენებს და საგნებს შორის, რაც უკვე იპოვეს მეცნიერებმა, უამრავია ისეთი რამ, რაც ადამიანის განცვიფრებას იწვევს.


image





ალკოჰოლი


image

ეს აღმოჩენა სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა სწავლულების ჯგუფმა, რომლებიც სიერა-ნევადას მთებში მუშაობდნენ 30-მეტრიანი ტელესკოპით. მათ დაადგინეს, რომ პლანეტა ლავჯოიას (კოდური სახელწოდება C/2011 W3) შემადგენლობაში იმყოფება ორგანული მოლეკულების 20 ტიპზე მეტი, მათ შორის შაქრისა და სპირტის მოლეკულები. ეს პერიოდული კომეტა აღმოჩენილი იქნა 2012 წელს. წინასწარი გაანგარიშებით, მისი დიამეტრი 500 მეტრს აღემატება, გარდა ამისა, ის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა კომეტაა დღემდე ცნობილ ამ ტიპის ციურ სხეულებს შორის. ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუ საიდან იღებს ამდენ ენერგეტიკას ალისფრად მოციმციმე კომეტის ცეცხლოვანი კუდი, სავარაუდოდ, მან ის "იპოვა" კოსმოსში მოგზაურობის დროს. სხვა ვერსიის მიხედვით, ეს ენერგია წარმოიშვა მზის სისტემაში ფორმირებული უზარმაზარი ვარსკვლავთშორისი მოლეკულური ღრუბლისაგან.


ალმასების პლანეტა


image

2009 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა მეტად რთული სახელწოდებით PSR J1719–1438 b. ის მდებარებს გველის თანავარსკვლავედში მზის სისტემიდან 3900 სინათლის წლის დაშორებით. პლანეტამ მეცნიერების ყურადღება დაიმსახურა იმით, რომ თითქმის მთლიანად კრისტალური ნახშირწყლის, ანუ ალმასისაგან შედგება. PSR J1719–1438 b გახდა ყველაზე ძვირფასი პირველი პლანეტა, თუმცა ის ერთადერთი როდია. დღესდღეობით სწავლულებისათვის ცნობილია სუფთა ალმასისაგან შედგენილი ხუთი ასეთივე პლანეტის არსებობა, როგორც წესი, ამ ციურ სხეულებს აქვს რკინის ბირთვი, ხოლო ზედაპირი შედგება კრემნიუმის და ტიტანის კარბიდისაგან, ასევე სუფთა ნახშირბადისაგან. ვარაუდობენ, რომ ამ პლანეტებზე შეიძლება არსებობდეს კილომეტრობით ფართობები, დაფარული სუფთა ალმასით.


უზარმაზარი საწვიმარი ღრუბელი


image

ყოველგვარი მეტაფორის გარეშე-ეს არის ტენის უზარმაზარი გროვა, რომელსაც პირობითად შეიძლება ღრუბელი ვუწოდოთ. ეს "ღრუბელი" დედამიწიდან 10 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული და ვარაუდობენ, რომ მის შიგნით მდებარეობს უზარმაზარი შავი ხვრელი. უნდა ვიცოდეთ, რომ როცა საუბარია კოსმოსზე, სიტყვებს "უზარმაზარი და "გიგანტური" სულ სხვა დატვირთვა აქვს, ვიდრე დედამიწაზე. თქვენ გგონიათ, ეს ღრუბელი რომელიმე კონტინენტის, ვთქვათ, ევრაზიის ან აფრიკის ფართობის ტოლია?- სულაც არა, ჩემო კარგებო. მისი ფართობი 100 ათასჯერ მეტია მზის ფართობზე.


ცივი ვარსკვლავები


image

როცა ვამბობთ სიტყვას "ვარსკვლავი'', თვალწინ წარმოგვიდგება უზარმაზარი გავარვარებული ბირთვი, რომელიც თერმობირთვული ენერგიის წყალობით გამოიმუშავებს კოლოსალური რაოდენობის სითბოსა და სინათლეს. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ასეთი ვარსკვლავია ჩვენი მშობლიური მნათობი-მზე, მაგრამ თურმე არსებობენ ვარსკვლავები, რომლებიც სრულებითაც არ ამართლებენ ამ სახელწოდებას. ასეთებს მიეკუთვნებიან ეგრეთწოდებული ''მომაკვდავი ვარსკვლავები'', რომლებმაც მთლიანად ამოწურეს ბირთვული მარაგი. თერმობირთვული რეაქციები მათში ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ არა ისეთი ინტენსივობით და ძალით, როგორც მანათობელ ვარსკვლავებში. მაგალითად WISE 1828+2650 ცნობილია, როგორც ყველაზე ცივი ვარსკვლავი. მისი ზედაპირის ტემპერატურა სულ რაღაც 25 გრადუსია ცელსიუსით. ვერაფერს იტყვი.. სავსებით კომფორტული ტემპერატურაა ვარსკვლავის ზედაპირზე შორტებითა და მაისურით გასასეირნებლად.


სიცოცხლის შესაძლო ოკეანე


image

ტიტანი-სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრი-წარმოადგენს არამიწიერი სიცოცხლის არსებობის ყველაზე რეალურ კანდიდატს. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ NASA-ს ასტრონავტები. კლიმატური პირობები ამ ციური სხეულის ზედაპირის ატმოსფეროში უკიდურესად მკაცრია. საშუალო ტემპერატურაა -170 გრადუსი, აქ მიედინება ეთან-მეთანის მდინარეები და ისინი მომწამვლელ ტბებსაც კი წარმოქმნიან, ხოლო თანამგზავრის ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია ყინულით. მიუხედავად ამისა, ტიტანის კვლევის დროს მეცნიერები მას ხშირად ადარებენ დედამიწას მისი წარმოქმნის ადრეულ სტადიაზე. გამორიცხული არაა, რომ ტიტანზე არსებობდეს სიცოცხლის უმარტივესი ფორმები. ისინი შეიძლება გამოვლენილი იქნას მიწისქვეშა წყალსაცავებში, სადაც ბუნებრივი პირობები შესაძლებელია გაცილებით კომფორტული იყოს, ვიდრე პლანეტის ზედაპირზე.


ელვა


image

თანამედროვე მეცნიერებისათვის კარგადაა ცნობილი, რომ ჭექა-ქუხილი-ეს მხოლოდ დედამიწური მოვლენა სულაც არაა. ელექტრული განმუხტვის ფაქტები დაფიქსირებულია ვენერას, მარსის, იუპიტერის და სატურნის ზედაპირებზე, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ყველაზე ძლიერი ელვა ხდება არა პლანეტებზე, არამედ შავი ხვრელების ირგვლივ. ენერგიის ის კოლოსალური ნაკადი, რომელიც დროდადრო ამოიტყორცნება შავი ხვრელებიდან და რადიოგალაქტიკებიდან, თავისუფლად შეიძლება საოცრად ძლიერ ელვის ნაკადად ჩავთვალოთ. მათი ბუნება ჯერ კიდევ არაა შესწავლილი, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთი განმუხტვა წარმოიქმნება შავი ხვრელების და ნეიტრონული ვარსკვლავების დისკების გარშემო არსებული მაგნიტური ველის ზეგავლენით.


ნამდვილი ჯოჯოხეთი


image

თუკი ჯოჯოხეთი ნამდვილად არსებიობს, მაშინ ის პლანეტა CoRoT-7 b-ზე მდებარეობს. ეს პლანეტა ბრუნავს ვარსკვლავ COROT-7-ის გარშემო და მდებარეობს დედამიწიდან 489 სინათლის წლით დაშორებულ მარტორქის თანავარსკვლავედში. პლანეტის მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ის თავის მზესთან ძალზე ახლოს მდებარეობს და მისკენ მუდამ ერთი მხრითაა მიქცეული. ასეთი პირობების გამო ამ პლანეტის განათებულ ნახევარზე წარმოქმნილია გამდნარი ლავის ნამდვილი ოკეანე. მისი ტემპერატურა 2600 გრადუსია ცელსიუსით, რაც ბევრი მინერალის დნობის ტემპერატურას აღემატება. ამიტომ პლანეტის ცხელ მხარეს თითქმის ყველაფერი გამდნარია. გარდა ამისა, COROT-7-ის მთელი ატმოსფერო სწორედ ამ აბობოქრებული ლავისაგან შედგება, რომლისგანაც ნასროლი შხეფები ( გიგანტური ზომის) შემდეგ პლანეტის ბნელ მხარეს ეცემა და უზარმაზარ ლოდებად ქვავდება. ვარაუდობენ, რომ ეს პლანეტა წინათ უზარმაზარ, პლანეტა სატურნის ზომის აიროვან ბურთს წარმოადგენდა, მაგრამ ვარსკვლავმა, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ''ააორთქლა'' მისი ბირთვი. ამჟამად ის ოდნავ მეტია დედამიწაზე.


მაგნეტარები


image

ჩვენი მზე თავისი ღერძის გარშემო ერთ ბრუნს დაახლოებით 25 დღის განმავლობაში აკეთებს, თანდათანობით ამრუდებს რა მაგნიტურ ველს მის გარშემო. ახლა კი წარმოიდგინეთ მომაკვდავი ვარსკვლავი, რომელიც სიკვდილისწინა აგონიის დროს კოლაფსირდება და იკუმშება, გადაიქცევა რა მატერიის პაწაწინა ნაგლეჯად. უზარმაზარი, გიგანტური, მზის ტოლი ვარსკვლავი რამოდენიმე კილომეტრი დიამეტრის ბურთად იქცევა ხოლმე. ამ დროს ის სულ უფრო და უფრო სწრაფად იწყებს ბრუნვას. ისევე, როგრც მობზრიალე ბალერინა შლის და კრავს ხელებს, ვარსკვლავიც ზუსტად ასე ტრიალებს თავის მაგნიტურ ველთან ერთად. მეცნიერების გაანგარიშებით, ზოგჯერ მაგნეტარის მაგნიტური ველი შეიძლება მილიონჯერ მეტი იყოს, ვიდრე დედამიწის მაგნიტური ველი. შედარებისათვის: ასეთი ძალის მაგნიტურ ველს შეუძლია წყობილებიდან გამოიყვანოს თქვენი მობილური ტელეფონი ასი ათასი კილომეტრის მანძილიდანაც კი. ერთი შეხედვთ აქ საშიში არაფერია, თუკი მაგნეტარს ელექტრო ხელსაწყოებს მოვარიდებთ, მაგრამ საქმე გაცილებით რთულადაა: ეს მაგნიტური ველი იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია ატომებიც კი დაშალოს.


ობოლი პლანეტები


image

ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან ვიცით, რომ არსებობენ ვარსკვლავები, რომელთა გარშემო ბრუნავენ პლანეტები, ხოლო თავის მხრივ არსებობენ თანამგზავრები, რომლებიც ამ პლანეტების გარშემო ბრუნავენ, მაგრამ კოსმოსში ყოველთვის ყველაფერი როდი ემორჩილება ამ კანონზომიერებას. წარმოიდგინეთ, რომ უკიდეგანო კოსმოსურ სივრცეში არის პლანეტები, რომლებსაც არც საკუთარი მზე გააჩნიათ და არც თანამგზავრები, მათ ობოლ პლანეტებს ან მოგზაურ პლანეტებს უწოდებენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუ ობოლი პლანეტა გალაქტიკაში იმყოფება, მიუხედავად იმისა, ეკუთვნის თუ არა რომელიმე მზის სისტემას, ის მაინც ბრუნავს გალაქტიკის ბირთვის გარშემო, მაგრამ ისეც ხდება, რომ პლანეტა იმყოფება აბსოლუტურად ცარიელ გალაქტიკათაშორის სივრცეში და მაშინ ის არაფრის გარშემო არ ბრუნავს.



დროის მანქანა


image

საერთოდ, მთელი კოსმოსი და მთელი სამყარო წარმოადგენს ერთ დიდ დროის მანქანას, სადაც მანძილიც კი წლებში იზომება.. ნუ, რა თქმა უნდა, სინათლის წლებში. ამასთან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი გალაქტიკის ზომა 100 000 სინათლის წელიწადია, ნებისმიერი მოვლენა, რაც მის ერთ მხარეს მოხდება, მეორე მხარეზე მხოლოდ 100 000 წლის მერე მიაღწევს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე კოსმოსში მხოლოდ სინათლის სიჩქარით განისაზღვრება. თუ კოსმოსს ინფრაწითელი დიაპაზონით დავაკვირდებით, მაშინ შეიძლება დავინახოთ ის, რაც ჩვენთვის ჯერ კიდევ არ მომხდარა. მაგალითად, ცნობილი " შემოქმედი სვეტები" მდებარეობს არწივის ნისლეულში, ინფრაწითელი ტელესკოპის Spitzer-ის მონაცემებით, ეს სვეტები განადგურებული იქნა ვარსკვლავური აფეთქებით ჯერ კიდევ 6000 წლის წინ, მაგრამ იმის გამო, რომ თავად ეს ნისლეული დედამიწიდან 7000 სინათლის წლითაა დაშორებული, ჩვენ ამ სვეტებს კიდევ 1000 წელი დავინახავთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კარგა ხანია აღარ არსებობენ. საოცარია, არა? - მართლაც რომ შეუცნობელია ეს სამყარო!!!

6
1591
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1591
  
2016, 19 თებერვალი, 16:30
:D tu ukve ar daitries :D
2016, 18 თებერვალი, 23:10
ნასაში ალბათ უკვე გეგმებს აწყობენ მაგ პლანეტის "დასათრევად" :D
2016, 18 თებერვალი, 22:52
რამდენი ადამიანი მოინდომენსსუფთა ალმასების ხელში ჩაგდებას :D რომ შეეძლოთ
2016, 18 თებერვალი, 11:02
მართლაც შთამბეჭდავია..რა უსუსურები ვართ ადამიანები ამ უკიდეგანო კოსმოსში :(
2016, 18 თებერვალი, 10:59
საოცარი ფაქტებია
0 1 6