სიახლეები 5 შეცდომა, რომელსაც თავის დაბანის დროს ვუშვებთ - ეს უნდა ვიცოდეთ! 2016, 17 თებერვალი, 12:05 ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ქალი უამრავ ფულს ხარჯავს თმის მოვლის ძვირადღირებული საშუალებების შეძენისთვის, მაგრამ ამასთან არასწორად იბანენ და ივარცხნიან თმას. საკმარისია, უბრალოდ გამოვასწოროთ ის შეცდომები, რომლებსაც თავის დაბანის დროს ხშირად ჩადივართ და ამით ფულსაც დავზოგავთ, დროსაც და, რაც მთავარია, შევინარჩუნებთ თმის სილამაზესა და სიჯანსაღეს. შეცდომა 1: არ ვივარცხნით თმას დაბანის წინ სანამ თავის დაბანას შეუდგებით, აუცილებელია თმის დავარცხნა. ამით, ჯერ ერთი წინასწარ მოიშორებთ ჩამოცვენილ და დამტყდარ თმას, შესაბამისად, დაიცავთ საკანალიზაციო არხს გაჭედვისგან. მეორე, და მთავარი კი ის არის, რომ ამ პროდეცურით თავიდან აიცილებთ მეორე შეცდომას. შეცდომა 2: ვივარცხნით სველ თმას დასველებული თმის დავარცხნით თმას საკმაოდ ძლიერ ტრავმას ვაყენებთ: თმის ღერები უფრო ადვილად იმტვრევა და სუსტდება. შეცდომა 3: ბალზამს, კონდიციონერსა და სპრეის თმის ძირებზე ვიტანთ ყველა ეს საშუალება, რომლებიც თმას ბრწყინვალებას ანიჭებს და დავარცხნას აადვილებს, უნდა დავიტანოთ თმის შუა ადგილიდან წვერებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში თმა დამძიმდება და მოცულობაც არ ექნება. ამასთან, თმის ძირებზე დატანილი ბალზამი, კონდიციონერი თუ სპრეი, ხელს უწყობს თმის ადვილად დაბინძურებას. შეცდომა 4: თავს ცხელი წყლით ვიბანთ წყლის ტემპერატურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცხელი წყალი ზრდის ცხიმოვანი უჯრედების აქტივობას და, შესაბამისად, თმა მალე ცხიმიანდება. ამას გარდა, ცხელი წყლის ზემოქმედებით თმის ქერქი იხსნება და თმა კარგავს სიგლუვეს. ამიტომ, უმჯობესია თბილი წყლით დავიბანოთ, პროცედურის ბოლოს კი, სასურველია, თმაზე გრილი წყალი გადავივლოთ. შეცდომა 5: არ ვიყენებთ თმისა და თავის კანის ნიღბებს სახლში დამზადებული ან ნაყიდი ნიღბის დატანა თმაზე აუცილებელია კვირაში ერთხელ მაინც. განსაკუთრებით აქტუალურია ასეთი პროცედურები გარდამავალი სეზონის დროს, როცა თავის კანი და თმა განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. 4541 10-ს მოსწონს
|