x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უდანაშაულო ადამიანები,რომლებიც სასამართლომ სიკვდილით დასაჯა
სხვათა შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სხვა არგუმენტებთან ერთად, რომ სიკვდილით დასჯა გაუქმებულიყო, სასამართლო შეცდომა იყო.დღესაც გრძელდება დამნაშავის სიკვდილით დასჯა არ დასჯაზე დისკუსიები.


აშშ-ს რამდენიმე შტატში სიკვდილით დასჯა დღესაც ძალაშია.ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ(მაგ.გერმანია)ისევ დასვა საკითხი აღადგინოს სიკვდილით დასჯა.არგუმენტი ასეთია:თანამედროვე კრიმინალურმა ექსპერტიზამ არნახულ პროგრესს მიაღწია, დანერგილია მრავალი ახალი ტექნოლოგიები, რომელსაც შეცდომის დაშვების ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს.


მარტო 1987 წელს აშშ-ში გამოვლინდა სიკვდილით დასჯის არასწორად გამოტანილი განაჩენის 349 შემთხვევა, აქედან 23 შესრულებული იქნა.1987-2007 წლებში 126 პატიმარს გამოუტანეს გამამართლებელი განაჩენი, რომლებსაც მანამდე სიკვდილი ჰქონდათ მისჯილი.



ბელგია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, იაპონია, მალაიზია, ჩინეთი, პაკისტანი, უკრაინა.აი არასრული ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა, სადაც პატიმრები სიკვდილით დასაჯეს და მხოლოდ 10 წლის შემდეგ გამოუტანეს გამამართლებელი განაჩენი.


მარტო 1998 წელს რუსეთში 11-ჯერ გააუქმეს სიკვდილით დასჯის განაჩენი იმის გამო, რომ დარღვეული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები.


დნმ-ს ანალიზის დანერგვის შემდეგ 1992 წელს აშშ-ში 17 პატიმარი იქნა რეაბილიტირებული, რომლებიც მანამდე უდანაშაულოდ სიკვდილით დასაჯეს.


მოდით გადავხედოთ მხოლოდ იმ მცირე ნაწილს ბრალდებულებისა, რომლებიც უდანაშაულოები იყვნენ და სიკვდილით დასაჯეს.


1-ტიმოთი ევანსი-1950 წელს ბრიტანეთში ჩამოახრჩეს ტიმოთი ევანსი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ფეხმძიმე ცოლის და 2 წლის ქალიშვილის მკვლელობაში.მხოლოდ 4 წლის შემდეგ დააკავეს ნამდვილი მკვლელი ჯონ კრისტი, რომელმაც სხვათა შორის ჩვენება მისცა სასამართლოზე ევანსის წინააღმდეგ.თვითონ ევანსი სასამართლოზე ამბობდა, რომ ცოლ-შვილი მის ქვემოთ მცხოვრებმა მეზობელმა ჯონ კრისტმა დაუხოცა, თუმცა არავინ დაუჯერა.


მნხოლოდ 4 წლის შემდეგ გაირკვა, რომ კრისტი სერიული მკვლელი იყო და ევანსის ცოლ-შვილის გარდა იმავე სახლში კიდევ რამდენიმე ქალი ჰყავდა მოკლული.

image

2-მაჰმუდ ჰუსეინ მატანი-სომალელი მეზღვაური რომელიც დასაჯეს სიკვდილით 1952 წლის 6 მარტს განხორციელებული ლომბარდის თანამშრომლის ლილი ვოპერტის მკვლელობის გამო.

მის საქმეს მრავალი საეჭვო გარემოებების გამო რამდენჯერმე გადახედეს.კომისიამ მაჰმუდ ჰუსეინ მატანი მხოლოდ 45 წლის შემდეგ გაამართლა, ხოლო მის ოჯახს კონპესაციის სახით 725, 000£ გადასცეს.

ლილი ვოლპერტის საქმე დღესაც გაუხსნელია.

image


3-ნიე შუბინი-1995 წელს ჩინელი 21 წლის ახალგაზრდა სიკვდილით დასაჯეს 30 წლის ქალის კანგ ჯუჰუას გაუპატიურებისა და მკვლელობის გამო.შიცზინჩუაის სახალხო სასამართლომ განაჩენი 1995 წლის 27 აპრილს აღასრულა....თუმცა მხოლოდ 10 წლის შემდეგ გაირკვა, რომ ნამდვილი მკვლელი ვანგ ჩიუჟინი იყო.

image


3-ცზიან გუოკინგი-ტაივანის სამხედო საჰაერო ძალების მებრძოლი სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა და განაჩენი- სიკვდილით დასჯა გამოუტანა 1997 წლის 13 აგვიტოს 5 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის გამო.


მხოლოდ 13 წლის შემდეგ დააკავეს ნამდვილი მკვლელი, სერიული მანიაკი სიუ რონგჟოუ.


2011 წლის სექტემბერში გუოკინგი სიკვდილის შემდეგ გაამართლა სამხედრო სასამართლომ.ოჯახს პირადად ბოდიში მოუხადა პრეზიდენტმა მა-ინც-ცზიუმ.როგორც მოგვიანებით გაირკვა გუოკინგს აღიარება წამებით გამოძალეს.

image


4-ალექსანდრე კრავჩენკო-1978 წლის 22 დეკემბერს შახტაში სახლი № 26 -ის მახლობდად ხიდის ქვეშ აღმოაჩინეს 9 წლის ელენა ზაკოტნოვას გვამი, ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ გოგონა გაუპატიურებულიც იყო.დააკავეს იქვე მეზობლად მცხოვრები ადრე ნასამართლევი ალექსანდრე კრავჩენკო, მიუხედავად იმისა, რომ კრავჩენკოს დანაშაულის დღეს მყარი ალიბი ჰქონდა, სამართალდამცავებმა ცოლზე განხორციელებული მუქარით აიძულეს გადაეთქვა უწინდელი ჩვენება.

თავიდან კრავჩენკოს 15 წელი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა დაღუპული გოგონას ოჯახის ზეწოლის შემდეგ კრავჩენკო სიკვდილით დასაჯეს.


ელენა ზაკოტნოვას ნამდვილი მკვლელი, მხოლოდ სერიული მანიაკის ანდრეი ჩიკატილოს დაკავების შემდეგ გაირკვა.

image


5-ჯესი ტაფერო-ელექტროსკამზე დასვეს 1990 წელს ფლორიდაში ორი საგაზო პატრულის მკვლელობის გამო, რომელიც 1976 წლის 20 თებერვალს მოხდა.


მხოლოდ 1992 წელს გაირკვა ნამდვილი მკვლელის ვინაობა, ეს იყო სამგზის ნასამართლევი ვალტერ როდოსი, რომლესაც იმ პერიოდში უკვე სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

image


მოამზადა არაჩანდამ.

1
1261
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1261
  
2016, 17 თებერვალი, 12:53
საქართველოშიც მოხდა მსგავსი რამ, დახვრიტეს უდანაშაულო ადამიანი რომელსაც საცოლის მოკვლის ბრალდება წაუყენეს, მოგვიანებით კი გამოირკვა და დადასტურდა, რომ გოგოს მოსამართლე მამაზე გამწარებულმა კრიმინალმა მოკლა ის გოგო...
0 1 1