x
image
ციცი
Mediator image
„მომხსნეს როლიდან... ამიერიდან, ვორონცოველ კაი ბიჭ „ჩაქუჩას“ ეს ........... ითამაშებს...“
image
გორის ერთ-ერთი ტელეკომპანიის "დიას" ეთერში, ახალი გადაცემის წამყვანმა, პოლიტიკური იუმორის დიდოსტატმა, ნატო ხუციშვილმა პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი პერსონაჟის, ძველ ბიჭ "ჩაქუჩას" შესახებ, რომელსაც მსახიობი, წარმოშობით კარალელი ლევან სუხიტაშვილი ასრულებს, ასეთი რამ თქვა გადაცემაში:

"რომელიღაცა ტელესერიალი, ახლა რომელიც ძალიან მოდაშია "ჩემი ცოლის დაქალები", იმაში ვორანცოველი "კაი ბიჭის" როლს, ჩვენებური კარალელი ლევან სუხიტაშვილი ასრულებს. რავა ვერ მოძებნეთ თბილისში ვერავინ, რომ კაი ბიჭის როლი შეესრულებინა. თურმე კარალელები, გორელები, ქართლელები კაი ბიჭებიც არიან, ჩემო ბატონო და ვორანცოველებიც არიან. ასე ხელგასმით სოფლელობაზე ლაპარაკი ნამეტენი ზედმეტია, მეტისმეტად, მე გირჩევთ, რომ თავი შეიკავოთ..."

ამ ვიდეომ მთელი ინტერნეტ სივრცე დაიპყრო და დიდი გამოხმაურებაც მოყვა:


"ძალიან ნიჭიერი რომ ხარ, იმიტომ გყავს მტრები! შევახსენოთ ერთ-ერთი სერია მაგ ქალბატონს, რომელიც ძალიან გონება გახნილია... კარგი იყო შენთან ერთად გადაღებები, ძალიან კარგი ადამიანი ხარ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ძალიან ნიჭიერი!"

"მსგავსი სიმარაზმე და სისულელე დიდი ხანია არ მომისმენია! ამ ხალხმა სულ გააფრინა! 2 ვარიანტია ეს ქალი ან იუმორს აწვალებს და მეორე, ტვინის ნატამალი არ აქვს!"


მსახიობი ლევან სუხიტაშვილიც გამოეხმაურა ამ ვიდეოს და სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ატვირთა ვარსკვლავებიან სამოსში გამოწყობილი ფოტო. "ვარსკვლავ ბიჭუნა გორიდან"-ასე შეამკეს მეგობრებმა მსახიობი.

image

"ვსოოო.... მომხსნეს როლიდან.... ამიერიდან, ვორონცოველ კაი ბიჭ ჩაქუჩას ეს სი****** ითამაშებს........"

0
325
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0