x
image
ნინო ნინო
ძალადობის ენა და ქართული მედია

ერთი შეხედვით უწყინარი, ფრთიანი ფრაზები, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად მოკრავთ ყურს, ღრმად რომ ჩავუკვირდეთ ხელს უწყობს სიძულვილის ენის ჩამოყალიბებას, გაძლიერებას ან იმგვარ სტერეოტიპიზაციას, რომელიც ადვილად გადადის ქსენოფობიასა თუ გენდერულ ბალანსთან წინააღმდეგობაში.

თუკი საკითხით დავინტერესდებით, აღმოვაჩენთ, რომ ძალადობის ენა, მხოლოდ საზოგადოების პრობლემა არ არის. ამ მიმართულებით ხარვეზები ქართულ მასმედიაშიც გვხვდება. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა პრესა, რომელიც ხსირად უშვებს შეცდომებს ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას. ალბათ ყველამ იცის, რომ არსებობს ქართული გამოცემა სახელად: “ასავალ-დასავალი", რომელიც აშკარად გამოირჩევა, ზოგადად, უმცირესობების მიმართ არაკორექტული და ქსენოფობიური დამოკიდებულებით. ამ გაზეთის თითქმის ყოველ ნომერში შევხვდებით აქცენტებს ეთნიკურობასა და სექსუალურ ორიენტაციაზე. გაზეთი ხშირად ბეჭდავს ინტერვიუებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სომეხად არის მოხსენიებული, თანაც საკმაოდ შეურაცხმყოფელ კონტექსტში. “ასავალ-დასავალი" არის გაზეთი, რომელშიც ჰომოსექსუალები მოხსენიებული არიან როგორც “პედარასტები", ხოლო მეძავები “ბოზები". უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება ქართული მედიის საერთო პრობლემაა, თუმცა ეს საკითხი ყველაზე მეტად ამ უკანასკნელის შემთხვევაში აქტუალიზდება. ამ მხრივ პრობლემებია ტელევიზიაშიც, ეს ძირითადად ეთნიკურობის ხაზგასმით მითითებისა და მათი გვარ-სახელების დამახინჯების შემთხვევებია.

ბუნებრივია, მედია ესაა უმნიშვნელოვანესი ორგანიზმი, რომელიც არსებით გავლენას ახდენს საზოგადოების ცნობიერებაზე და სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბებაზე. იმ მაინც უმძლავრესი ინსტიტუტია თანამედროვე ღირებულებების არტიკულირების თვალსაზრისით. ამდენად, ჟურნალისტები არ უნდა ივიწყებდნენ საკუთარ პასუხისმგებლობას სინდისის წინაშე.

image


12
349
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
349
  
2012, 17 ივნისი, 18:25
არა მე ნამდვილად არ მგონია, მე აქ სხვა თემაზე ვწერ მედია უნდა იყოს კ ო რ ე ქ ტ უ ლ ი, ეს კი ჩვენს მედიას ქრონიკაშიც, კურიერშიც და ასავალშიც გადაჭრით აკლია
2012, 17 ივნისი, 18:24
ნინო რაც სიმართლეა ის უდნა დაიწეროს :) აბა ისე კი არა კურიერს რო ვუყურებთ და ქვეყანა მსოფლიოში პირველი რო გგვგონია :)
2012, 17 ივნისი, 12:28
უკაცრავად, რომელი კომენტარი დაგიბლოკეს, ასე არა მგონია მოქცეულიყვნენ. სამოქალაქო ჟურნალისტიკა ასე ვერ განვიტარდება. თუ რა თქმა უნდა თქვენი კომენტარი არ იყო ქსენოფობიური
2012, 6 ივნისი, 19:43
მინდა კიდე რაგაც დავწერო მაგრამ ისევ დამბლოკავენ ასე რო VIP გენაცავალე :* :) ჯიგარი ხარ... ნინო შენ კი ცოტა გამფხიზლდი :) არ გეწყინოს მეგობრული რჩევაა :)
2012, 6 ივნისი, 19:40
დამიბლოკეს კომენტარი :) ეხ არადა რა ფილოსოპია ჩავაქსოვეე :)
2012, 5 ივნისი, 15:22
როგორ არ მერჩიან, შენც გერჩიან და ყველას ერჩიან. როგორ შეიძლება ეგ ავადმყოფები გარეთ გამოდიოდნენ და გაჰკიოდნენ გაფერადდიო. განა ეგ სწორია? განა ეგ საშიში არაა გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდებისთვის? განა ეგ დანაშაული არაა? და ჩვენ ყველაფერ ამას მშვიდად და "დემოკრატიულად" შევხვდეთ?!
2012, 5 ივნისი, 15:07
თუკი ისინი შენ მიმართ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის ფორმებს მიმართავენ, სრული უფლება გაქვს, მაგრამ როცა არ გერჩიან. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი სწორედ საზოგადოების რეაქციის და აგრესიის შედეგია
2012, 5 ივნისი, 15:05
ეს არის ერთადერთი თემა, რაშიც სიძულვილს მართლაც გამოვხატავ, არასოდეს შევეგუები იმ აზრს, რომ ჩვენს ქვეყანაში გეი აღლუმები და "გაფერადდი" მოწოდებები ჩვეულებრივი მოვლენა გახდეს და არ გავაპროტესტო.
2012, 5 ივნისი, 15:02
არა , არა, ეს ძალადობის ენაა, შეიძლება ადამიანები ისეც მოიხსენიო, არ დაამცირო. ამ მსჯელობით ფილოსოფიურ-ლიტერატურულ დისკუსიაში შეიძლება გადასვლა, მაგრამ მე ვეხები მხოლოდ სიძულვილის ანუ ძალადობის ენას ქართულ მედიაში და იმ შეცდომებს , რასაც მსგავსი საკითხების გაშუქებისას უშვებენ ჟურნალისტები. სულ ესაა
2012, 5 ივნისი, 14:17
ნიი, არ ვეცნობი და არ ვკითხულობ საერთოდ ასავალ დასავალს, მაგრამ ჰომოსექსუალი რომ პე დ არ ასტია და მეძავი ბ ოზი, ამაში ორი აზრი არ არის.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10