საბუნებისმეტყველო ანატომიური სასწაულები: 25 ყველაზე უცნაური ადამიანი მსოფლიოში 2016, 17 თებერვალი, 0:11 დედამიწაზე შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და სულაც არაა გასაკვირი, რომ რომელიმე მათგანი სხვებისაგან რაიმეთი იყოს გამორჩეული. დღევანდელ პოსტში მინდა გაგაცნოთ ანომალიური ადამიანები, რომელთაგან ზოგიერთის უცნაურობა ღიმილს მოგგვრით, ზოგიერთისა კი - შიშსა და სიბრალულს.
1. პიკსი ფოქსი 25 წლის პიკსი ფოქსმა ცოტაოდენი ხნის წინ ერთბაშად 6 ნეკნი ამოიჭრა, რომ თავისი ბავშვობის ოცნება აესრულებინა და ზღაპრულ პრინცესას დამსგავსებოდა. 2. მბახ ბეჯანი 68 წლის მბახ ბეჯანი ინდოეთში მეტად პოპულარული ფიგურაა. მისი პოპულარობა განპირობებულია თვისებით, მოხაროს თავისი სხეული ყველაზე წარმოუდგენელი ფორმებით. 3. კრისტი ლავი 34 წლის მასაჟისტი კრისტი ლავი ფლობს მკერდს, რომლის ზომაა 48NN. წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ ის სწორედ მკერდით უკეთებს მასაჟს კლიენტებს და დღეში საშუალოდ 1800 დოლარს გამოიმუშავებს. 4. ჩანდრა ვიშნუ ინდონეზიელი ოთხი შვილის მამა იტანჯება უიშვიათესი დაავადებით, რომელიც იწვევს უამრავ კეთილთვისებიან სიმსივნურ წარმონაქმნს მთელ სხეულზე. დაავადება გენეტიკურია და 2500 ადამიანიდან ერთს აქვს. 5. უზარმაზარი სიმსივნე სახეზე სატელევიოზიო არხ TLC-ის გადაცემის " ჩემი უზარმაზარი სიმსივნე" გმირი ედი იტანჯება ნეიროფიბრომატოზით-დაავადებით, რომელიც იწვევს სახეზე არაკონტროლირებადი მუდმივად მზარდი სიმსივნის წარმოქმნას. ამ სიმსივნემ ნახევრად დაფარა ედის სახე, წაართვა მას მხედველობა და და მიაყენა საშინელი ემოციური დარტყმა. 6. სათესლეების ძალა 2012 წლის 28 აპრილს ჩინელმა იან გუანხემ მთელი მსოფლიო გააკვირვა, გაათრია რა ხუთ მეტრზე 1, 5 ტონიანი მანქანა ...სათესლე ჯირკვლებით. 7. ჩანდრა ბახადურ დანგი გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ჩანდრას სიმაღლე 54, 6 სანტიმეტრია. ამის წყალობით ის ითვლება ისტორიაში ცნობილ ყველაზე ტანდაბალ ზრდასრულ მამაკაცად. 8. პოლ მეისონი ორი წლის წინ 50 წლის პოლ მეისონი იწონიდა 380 კილოგრამს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ექიმებმა მას უცილობელი სიკვდილი უწინასწარმეტყველეს, თუ არ გახდებოდა, პოლმა კუჭის შუნტირების ოპერაცია გაიკეთა და მისი წყალობით წონაში 120 კილოგრამით დაიკლო. ამის შემდეგ მას დარჩა ჩამოკიდებული ზედმეტი კანი, რომლის მოცილებას ექიმები არ ჩქარობენ-აუცილებელია მეისონმა შეინარჩუნოს სტაბილური წონა. 9. კრის უოლტონი კრის უოლტონი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე გრძელი ფრჩხილების პატრონი-მისი ფრჩხილების საერთო სიგრძე ექვსი მეტრია. 10. დონა სიმპსონი ოჰაიოელი დონა სიმპსონი კი გინესის რეკორდის მფლობელი გახდა, როგორც ყველაზე მსუქანი ქალი, რომელმაც ბავშვი გააჩინა. მან ეს ტიტული მიიღო 2007 წელს, როცა გოგონა შეეძინა. იმ დროს დონა 241 კილოგრამს იწონიდა და 30 ექიმი გახდა საჭირო, მისი მშობიარობა რომ ნორმალურად წარმართულიყო. 11. პოლინ პოტერი კალიფორნიელი 47 წლის პოლინ პოტერი გინესის რეკორდსმენი გახდა 2012 წელს, როგორც იმ დროისათვის ყველაზე მსუქანი ქალი მსოფლიოში. ის 291 კილოგრამს იწონიდა. 12. სიუზენ ემანი 30 წლის სიუზენმა მიზნად დაისახა გადაესწრო პოლინ პოტერისათვის და გამხდარიყო ყველაზე მსუქანი ქალი მსოფლიოში. ამჟამად ის 300 კილოზე მეტს იწონის და გამიზნული აქვს 500 კილომდე მიაღწიოს. 13. ჯალისა ტომპსონი ატლანტიკ - სიტიში მცხოვრებ ჯალისა ტომპსონს აქვს იშვიათი უნარი თვალები თითქმის ბოლომდე ამოაგდოს ბუდიდან და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დააბრუნის ისინი პირვანდელ მდგომარეობაში. 14. ადამიანი 24 თითით კუბელი იოანდრი ჰარიდოს მეტსახელია "ადამიანი 24 თითით", რადგან მას ხელებზე და ფეხებზე 6-6 თითი აქვს. კუბელი ძალიან ამაყობს თავისი თითებით, რადგან ის მისთვის შემოსავლის წყაროა. ჰარიდოს ტურისტები საკმაოდ კარგად უხდიან მასთან სურათის გადაღების სანაცვლოდ. 15. ორსაშვილოსნოიანი ინდოელი ქალი 28 წლის რინკუ დევიმ ორი შვილი გააჩინა, თანაც მათ ორი სხვადასხვა საშვილოსნოთი ატარებდა. ამასთან ბავშვები ტყუპები არ არიან, რადან სხვადასხვა დროს ჩაისახნენ. სულ მსოფლიოში ცნობილია ორსაშვილოსნოიანი ქალის 100-მდე შემთხვევა. 16. ხარაზი ხელების გარეშე 42 წლის ეთიოპიელ სინტაი ტიშალეს ხელები ბავშვობიდან არ აქვს, თუმცა ის შესანიშნავად მუშაობს და აჭედებს ლურსმნებს ფეხების მეშვეობით. 17. მრავალთითება 2010 წელს დაბადებულ ინდოელ აკშატ საკსენას ხელებსა და ფეხებზე 34 თითი აქვს. აკსანი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ბევრი თითის პატრონი მსოფლიოში, თუმცა ცოტაოდენი ხნის წინ მას ოპერაცია ჩაუტარდა და რამოდენიმე ზედმეტი თითი მოაჭრეს. 18. უზარმაზარი სიმსივნე ფეხზე 31 წლის ვიეტნამელ ნგუეი დან ხაის აქვს უიშვიათესი დაავადება, რის გამოც ფეხზე 80 კილოგრამამდე წონის სიმსივნე გაუჩნდა. 19. ყველაზე თმიანი გოგონა მსოფლიოში სუპატრა სასუპფანი გამოტყდა, რომ ტიტულმა "ყველაზე თმიანი გოგონა" მსოფლიოში ის საკმაოდ ცნობილი და მიზანდასახული გახადა. გოგონა დაკავებულია ცეკვით, სიმღერით და აქტიურად სწავლობს სასცენო ხელოვნებას. 20. საპატარძლო ყველაზე მეტი პირსინგით ეს ფოტო ედინბურგელი ელეინ დავიდსონის ქორწილზეა გადაღებული. 6925 ნახვრეტით ის ყველაზე მეტპირსინგიანი ქალია დედამიწაზე. 21. ადამიანი-მაქცია ლარი გომესი ლარი გომესი იტანჯება ჰიერტრიქოზის სინდრომით, სხვანაირად ამ დაავადებას " მაქციას სინდრომს'' უწოდებენ. 22. სიამის ტყუპები ეს სიამის ტყუპები 2011 წელს დაიბადნენ ჩინეთში. ეს იყო ამ ქვეყანაში პირველი შემთხვევა, როცა სიამის ტყუპი ერთი სხეულითა და ორი თავით გაჩნდა. 23. ყველაზე პატარა ქალი დედამიწაზე 22 წლის ინდოელი ჯოტი ამჯი შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე ტანდაბალი ზრდასრული ქალი დედამიწაზე. მისი სიმაღლე სულ რაღაც 63 სანტიმეტრია. 24. ყველაზე მაღალი ადამიანი მსოფლიოში თურქი სულტან კესენი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანია. მისი სიმაღლე 251 სანტიმეტრია. ამ ფოტოზე სულტან კესენი ყოფილ გინესის რეკორდსმენ, მსოფლიოში ყველაზე დაბალ ადამიან ხე პინპინთან (2011 წლის მონაცემებით) პოზირებს. პინპინის სიმაღლე 74 სანტიმეტრს აღწევდა. 25. ადამიანი, რომელსაც არასოდეს უბანავია ინდოელმა კაილაშ სინგჰმა პირობა დადო, რომ მანამდე არ იბანავებდა, სანამ ვაჟი არ გაუჩნდებოდა. სინგჰს უკვე 7 ქალიშვილი ჰყავს და სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში მას დაბანის საშიშროება არ ემუქრება. ვაჟის მომლოდინე მამას უკვე 40 წელია არ უბანავია. 26. ექვსფეხიანი ბავშვი ბავშვი, რომელსაც ექვსი ფეხი აქვს, პაკისტანში დაიბადა 2012 წლის 13 აპრილს. 2304 7-ს მოსწონს
|