შოუბიზნესი ვარსკვლავები, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად "მახინჯდებიან" 2016, 12 თებერვალი, 21:55 ულამაზესი მსახიობი მეგ რაიანი გატაცებულია პლასტიკური ოპერაციებით. ის წლებია მუდმივად იკეთებს ტუჩების პლასტიკურ ოპერაციებს, აგრეთვე ბოტოქსის ინექციებს, ყველაფერმა ამან კი მის სახეს არაბუნებრივი იერი მისცა. მელანი გრიფიტი. მსახიობი მუდმივად "ებრძვის" ასაკს. ის არ უშინდება არანაირ ექსპერიმენტებს, თითქმის ყველანაირი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული და არა ერთხელ.ყველაფერი ეს კი ცუდად აისახა მის სახეზე და მისი გარეგნობა ჟურნალისტების კრიტიკის მუდმივი თემაა, ყველაფერი ეს კი მსახიობს არ აღიზიანებს. პამელა ანდერსონი. პამელა ანდერსონს "სილიკონის ქალღმერთსაც" კი უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ის მუდმივად ირწმუნება იმაში, რომ სახეზე არანაირ პლასტიკურ ოპერაციას არ იკეთებს და ისევე ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს როგორც მერილ სტრიპი, მისი გარეგნობა სხვა რამეზე მეტყველებს.მისი "ბიუსტი" კი ყველამ კარგად იცის სილიკონისაა. შინეიდ ო კონორი. 1990-იანი წლები პოპულარული მომღერალი, შინეიდ ო კონორო სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით პლასტიკურ ოპერაციებს არ იკეთებს და საერთოდ არ აქცევს მის გარეგნობას ყურადღებას. მან თავი გადაიპარსა და ტატუ გიკეთა, რომელზედაც მისი საყვარელი მამაკაცის ინიციალებია გამოსახული.სიყვარულში არ გაუმართლა, რამაც ძალიან იმოქმედა მომღერალზე და ტატუს მოშორება ლაზერით სცადა. ამჟამად შინეიდი პირივნების ბიპოლარული აშლილობითაა დავადებული და ცოტა ხნის წინ თვითმკვლელობაც კი სცადა, რის შესახებ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დაწერა. კორტნი ლავი. კორტნი ლავის სახეზე კარგად აისახა მისი ტრაგიკული ცხოვრება.კურტ კობეინის სიკვდილის შემდეგ მსახიობი ნარკოტიკებს მიეძალა და ასე ცდილობდა დიდი ტრამვის გადატანას. შემდეგ ნარკოტიკებს მოჰყვა სმა, ის ძალიან ბევრ ეწეოდა.შემდგომში მსახიობი პლასტიკური ოპერაციებით ცდილობდა სახეზე ნაოჭების დაფარვას, მან არაერთი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა ყველაფერმა ეს კი ასაკის მატებასთან ერთად, ძალიან ცუდად აისახა მის გარეგნობაზე. გოლდი ჰოუნი. 5წლის წინ ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ მსახიობი მთელ რიგ პროცედურებს იტარებდა სახეზე, რაც არცთუ ისე ცუდად აისახებოდა მის გარეგნობაზე. 2 წლის წინ კი მან გაიკეთა ტუჩების პლასტიკური ოპერაცია, რაც შეიძლება ითქვას "კრახით" დასრულდა. გოლდი ჰოუნი ამის შემდეგ სმას მიეძალა.ყველაფერი ეს კი იმით დასრულდა რომ ერთერთი ლამაზი მსახიობი თითქმის "დამახინჯდა". ხიზელ ლოკრილი. მსახიობის კარიერა არცთუისე წარმატებით დაიწყო.2000 წელს კი მან როგორც პროდიუსერმა სცადა ბედი სერიალში, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამის შემდეგ მან თვითმკვლელობა სცადა, ამას მოჰყვა ხანგრძლივი ფსიქოთერაპია, შემდეგ კი მან რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და თითქოს გაიუმჯობესა როგორც ფსიქიური მდგომარეობა, ისე გარეგნული მხარე.ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ხიზელმა შეხვედრები დაიწყო პლასტიკურ ქირურგთან. რეიჩელ ზოუი. ჰოლივუდის ვარსკვლავების ცნობილი სტილისტი მუდმივად, დიდი ხნის განმავლობაში ბოტოქსის ინექციებს იკეთებდა, რაც ცუდად აისახა მის სახეზე. 668 2-ს მოსწონს
|