სხვა ისტორიული დღე მეცნიერებაში - აინშტაინის ნაწინასწარმეტყველები გრავიტაციული ტალღები არსებობს 2016, 12 თებერვალი, 21:31 მეცნიერთა ჯგუფმა აშშ-დან სენსაციური განცხადება გააკეთა: აინშტაინის
ნაწინარსწარმეტყველები გრავიტაციული ტალღების არსებობა დამტკიცდა.
გერმანელმა ფიზიკოსმა ალბერტ აინშტაინმა გრავიტაციული ტალღების
არსებობის შესახებ, ჯერ კიდევ 100 წლის წინ იწინასწარმეტყველა.
ფიზიკოსებმა ლაბორატორიებიდან, სპეციალური მოწყობილობების საშუალებით გაიგონეს მილარდობით სინათლის წელიწადის მოშორეობით მდებარე ორი შავი ხვრელის შეჯახება. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის განცხადებით, გრავიტაციული ტალღების აღმოჩენით, თანამედროვე ასტრონომიაში ახალი ერა დაიწყო. რამდენიმე ქვეყნის მეცნიერთა ჯგუფმა ობსერვატორული დეტექტორების საშუალებით ლაბორატორიულ პირობებში, გრავიტაციული ტალღების დაფიქსირება პირველად შეძლო, შეერთებული შტატების ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გამართულ პრესკონფერენციაზე ასტროფიზიკოსებმა გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის შესახებ პირველად აცნობეს საზოგადოებას. მათი განცხადებით, ამ აღმოჩენით ასტრონომიისთვის ახალი ეტაპი იწყება. აღმოჩენა რომელიც რამოდენიმე საათის წინ ოფციალურად დადასტურდა, შესაძლოა მეცნიერთა ჯგუფი ნობელის პრემიით დააჯილდოვოს. აღმოჩენა გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიის (LIGO) ირგვლივ შეკრებილმა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა გააკეთა. „ჩვენ გრავიტაციული ტალღები აღმოვაჩინეთ“, — განუცხადა ჟურნალისტებს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე LIGO-ს პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა დეივიდ რაიტცმა. მასიურ ობიექტებმა შეიძლება დრო წარმართონ ასი წლის წინ, აინშტაინის მიერ შემომუშავებულ თეორიის თანახმად, ობიექტები რომლებიც სივრცეშია განლაგებული, რაც უფრო დიდია, მით უფრო მეტი მიზიდულობის ძალა აქვს. ეს მიზიდულობის(გრავიტაციის) ძალა, სივრცის და დროის ფენებისგან შედგება, აქედან გამომდინარე შეიქმნა ფარდობითობის თეორიაც. შავი ხვრელი და სხვა ობიექტები რომლებიც სივრცეშია განლაგებული, აქვთ ძალიან დიდი გრავიტაციული ძალა და შესაძლოა მათ დროც წარმართონ - ეს იყო ალბერტ აინშტაინის წინასწარმეტყველება. რა თქვა აინშტაინმა 100 წლის წინ? როდეს ალბერტ აინშტაინი მუშაობდა ალბათობის თეორიაზე, მან წამოაყენა ახალი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მთელი სამყარო დაფარულია გრავიტაციული ტალღებით. აინშტაინის აზრით, თუ სივრცის რომელიმე ტერიტორიაზე შეიცვლებოდა ან დაირღვებოდა გრავიტაციის ძალა, მაგ შემთხვევაში სინათლის სიჩქარით მთელ სივრცეს მოედებოდა გრავიტაციული ტალღები. ეს ტალღები, რომლებიც სინათლის სიჩქარით იშლებიან სივრცეში, გავლილ მანძილს აკომპრესებენ. აინშტაინი ასევე არ გამორიცხავდა თავის შემუშავებულ თეორიის უტყუარობას. პ.ს ჩემი აზრით, ეს არის XXI -საუკუნის საუკეთესო აღმოჩენა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა ალბერტ აინშტაინის გენიალურობა. მას რომ XXI საუკუნეში ეცხოვრა, თქვენ წარმოიდგინეთ კიდევ რა აღმოჩენებს გააკეთებდა. "ფიზიკის მამა" არასოდეს არავის არ დაავიწყდება... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 303 12-ს მოსწონს
|