x
image
hamunaptra1990
კონგოს აუზი და მისი ბინადრები
imageმდინარე კონგოს აუზის ტროპიკული ტყეები ცენტრალური აფრიკის ათასობით კილომეტრზეა გადაჭიმული. სიდიდით მეორე ტროპიკული ტყეა, სადაც ფრინველის 1000 და ძუძუმწოვრის 400 სახეობა ბინადრობს. მაგრამ ამ გასაოცარ ტყეს საფრთხე ემუქრება. მისი დიდი ტერიტორიები უკვე განადგურებულია. მეცნიერები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად კონგოს აუზის ველური ბუნების ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილის დასაცავად მუშაობენ.

კონგოს აუზში ცხოველთა სამყაროს რამდენიმე იშვიათი და საოცარი სახეობა ბინადრობს. მათი გადარჩენა ტროპიკული ტყის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული.

ეხლა გავეცნოთ ამ ტყეში ბინადარ რამდენიმე ცხოველს, რომ ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ მათზე.

imageეს გახლავთ ოკაპი. ოკაპს, მიუხედავად უკანა ფეხებზე ზოლებისა, ზებრასთან საერთო არაფერი აქვს. აი ჟირაფს კი ენათესავება. მისი მთავარი საკვები ფოთოლი და ნაყოფია. შუაგულ ტროპიკულ ტყეში ბინადარი ეს გასაოცარი არსება, მეცნიერებმა მხოლოდ 1901 წელს აღმოაჩინეს.


imageეს კი ბონგოა. ბონგო, კონგოს აუზში ბინადარ ანტილოპებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახეობაა. იკვებება ბალახით, აქტიურია ღამით. მამრსაც და მდედრსაც გრძელი რქები აქვთ. ის ერთ-ერთი გემრიელი საკბილოა მტაცებელი ცხოველებისთვის.

imageგორილები ამ ტყის ბატონ პატრონებად ითვლებიან. ისინი ყველაზე დიდი წარმომადგენლები არიან პრიმატების. ცხოვრობენ ოჯახებად, რომელსაც ზრდასრული მამრი მეთაურობს. მამრები მდედრებისგან ზურგზე ღია ფერის ბალნით გამოირჩევიან.

imageმანდრილი ერთ-ერთ ყველაზე დიდი ზომის მაიმუნად ითვლება. ისინიც ოჯახებად ცხოვრობენ და მათაც დომინირებს მამრი მაიმუნი. მათი სახე მკვეთრი ფერებით გამოირჩევა. საკვებს - ნაყოფს, ფესვებს და პატარა ცხოველებს მიწაზე დაეძებენ, ხეებზე კი იძინებენ.

ერთმანეთის გასუფთავება ჯგუფის წევრებს აახლოებს.

როდესაც მანდრილი გაბრაზებულია, მისი სახის ფერები უფრო კაშკაშა ხდება.

imageეს აკრობატი მაიმუნი კოლობუსია. იგი თითქმის მთელ ცხოვრებას მაღლა, ხეებზე ატარებს. მას განსაკუთრებული კუჭი აქვს. ჭამს ისეთ ფოთლებს, რომლებითაც სხვა მაიმუნები იწამლებიან და კვდებიან.

imageეს მდინარის, ანუ ფუნჯყურა, ღორები ოჯახებათ ცხოვრობენ, რომლებშიც დაახლოებით 40 ღორია გაერთიანებული. ისინი ტყეში დაეხეტებიან და მცენარეებს, მწერებს და პატარა ზომის ცხოველებს ჭამენ. მდინარის ღორი საკვების მოსაძიებლად გრძელი, ძლიერი დინგით მიწასაც თხრის.

imageგაბონური გველგესლა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა ამ ტყის ბინადრებს შორის. ეს გველი ტყის საფარში იმალება და მისი შემჩნევა ძალიან ძნელია. ის თავს ესხმის პატარა არსებებს: თაგვებს, ფრინველებს და ბაყაყებს. მისი შხამი მომაკვდინებელია.

1
392
4-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
392
  
2016, 12 თებერვალი, 1:26
ძალიან საინტერესო იყო
0 1 1