საბუნებისმეტყველო ხანძარი და მისი გამომწვევი მიზეზები, 2019, 16 იანვარი, 0:43 ხანძარი. ტყის ხანძრებს ხშირად აჩენს "მშრალი ელვა". ცეცხლის გაჩაღება არცთუ იშვიათად ადამიანების ბრალიც არის: ზოგს ეს შემთხვევით მოსდის, ზოგიც შეგნებულად აშავებს. ხანძარი სწრაფად ვრცელდება ტყიან ფერდობებზე, თან თუ ამ ყველაფერს ძლიერი ქარიც თან ახლავს. თუ ზომები სწრაფად არ იქნა მიღებული, პატარა კოცონი უეცრად მასშტაბურ ხანძრად გადაიქცევა. ცეცხლი სწრაფად ედება ბალახებს და ხეებს. ქარის დაბერვა ცეცხლის გავრცელების მიმართულებასა და სისწრაფეს ცვლის.ძლიერ ქარს ნაპერწკლები ხანძრის კერიდან შორს გადააქვს. ჰაერში ასულმა გაღვივებულმა ნაწილაკებმა შეილება ხანძარი გაუჩინოს მანქანას ან სახლს, ზოგჯერ სპეციალური ცეცხლგამძლე მასალისგან აშენებულ შენობასაც კი. ტემპერატურის შესამცირებლად და ხეების წვის შესაფერხებლად ხანძრის კერას თვითმფრინავებიდან და შვეულმფრენებიდან წყლითა და ქიმიური ნივთიერებებით "ბომბავენ". ხანძარი ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი და გამანადგურებელი სტიქიური უბედურებაა დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია მიწასთან გასწოროს ყველა და ყველაფერი, რაც წინ გადაეღობება. 105 1-ს მოსწონს
|