საბუნებისმეტყველო ფოცხვერი - მოხერხებული, შეუპოვარი და მოქნილი მტაცებელი. 2016, 18 თებერვალი, 21:52 ფოცხვერი დიდი ზომის ტყის კატაა.
აპრილ-მაისისთვის ნადირი ბუნაგისთვის მყუდრო ადგილს პოულობს. ბუნაგს აწყობს წაქცეული ხის ფესვების ქვეშ, ლოდებს შორის, ნაპრალებსა და გამოქვაბულებში, მაგრამ ყოველთვის მშრალ ადგილას.
ფოცხვერი შობს ორ-სამ, იშვიათად, ოთხ კნუტს.
კატის მსგავსად, ფოცხვერი დიდ მზრუნველობას იჩენს პატარების მიმართ. არ აკლებს რძეს, დედურ ალერს და სითბოს.
კნუტები სწრაფად იზრდებიან, მალე ეხილებათ თვალები და მოსდით სმენა. დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ კნუტების ცნობა შეუძლებელია: ისინი მნიშვნელოვნად მატულობენ ზომასა და წონაში. აქედანვე ყურადღებას აქცევენ თავიანთ სისუფთავეს - ილოკავენ ჭრელ სამოსს, თვალებსა და ყურებს, მათში თანდათან იღვიძებს მტაცებლის ინსტიქტი - სათანადო რიაგირების გარეშე არ ტოვებენ არც ერთ ცოცხალ არსებას. დასდევენ ყველა ჩიტს, წრუწუნასა და მწერს. ერთი თვის კნუტებს ძუ ფოცხვერი უკვე ენდობა, კარგა ხნით ტოვებს და თავს აძლევს შორეულ ნადირობას. სამაგიეროდ, შინ მოჰყავს ცოცხალი ბაჭია, ფრინველი, თაგვი და სხვ. კნუტები ჯერ კიდევ არ ჭამენ ბევრს, მაგრამ მხეცის ჟინით ესხმიან თავს მსხვერპლს, ერთმანეთს ართმევენ კბილებით და თათებით დიდხანს ეთამაშებიან ნახევრად ცოცხალ საკბილოს. ორი თვის კნუტები დედას სანადიროდ მიჰყავს. აქედან მოყოლებული, ოჯახი ტოვებს ბუდეს და იწყებს მომთაბარე ცხოვრებას. მომთაბარეები ერთ ადგილას სულ რამდენიმე დღე რჩებიან და თავს აფარებენ შემთხვევით თავშესაფარს. ფოცხვერი მოხერხებული, შეუპოვარი და მოქნილი მტაცებელია. ახლო წარსულში ფოცხვერის არეალი მოიცავდა თითქმის მთელ საქართველოს. ამჟამად შემორჩენილია რამდენიმე ადგილას: ლაგოდეხი, თუშეთი, ხევსურეთი, რაჭა, სვანეთი, ბორჯომი. მისი რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია და შეესაბამება კრიტიკულ საფრთხეში მყოფ კატეგორიას. იწონის 18-20 კგ. სხეულის სიგრძე 85-105 სმ-ს აღწევს. სქესობრივ სიმწიფეს მდედრები აღწევენ 21, მამრები 33 თვის ასაკში. სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-20 წელი. ფოცხვერი არასდროს არ ესხმის თავს მსხვერპლს ხიდან. 451 3-ს მოსწონს
|