სხვა ციტატები ბედზე და შემთხვევითობაზე 2016, 15 თებერვალი, 10:43 მხოლოდ ის ჯილდოვდება ბედისაგან ბედნიერებით, ვინც მხიარულია და ვისი გულიც სამართლიანია. ფირდოუსი ყველა ცოცხალი არსება თავად ქმნის თავის ბედს. ანრი ამელი გულადი ბედს ეხმარება. ვერგლი პუბლი მარონი უფრო მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანს ბედისადმი, ვიდრე თავად მისი ბედი. ვილჰელმ ჰუმბოლდტი რაც არ უნდა სასტიკად მოექცეს ადამიანს ბედი, როგორც არ უნდა მიტოვებული და მარტო იყოს, ყოველთვის მოიძებნება გული, თუნდაც მისთვის უცნობი, მაგრამ ღია, რომელიც მისი გულის ძახილს გამოეხმაურება. ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო შეუპოვრობა ბედს ამსუბუქებს. გუსტავ ფლობერი სიმამაცე აქარწყლებს ბედის დარტყმებს. დემოკრიტე რჩევის მიცემის დროს – მთავარი სიბრძნეა, ხოლო მოვლენების დროს – ბედი. კლოდ ადრიან ჰელვეციუსი მსურველები ბედს მიჰყავს, არამსურველებს – მიათრევს. ლათინური ანდაზა მხნედ უნდა გადაიტანოთ ყველაფერი, რადგან იმას რასაც თქვენ შემთხვევითობად მიიჩნევთ, სინამდვილეში, კანონზომიერად ხდება! ლუციუს ანიუს სენეკა (უმცროსი) ბედი ჩვენ არაფერს გვაძლევს მუდმივი მოხმარებისთვის. ლუციუს ანიუს სენეკა (უმცროსი) უბედურების ჟამს, ბედი ყოველთვის ტოვებს კარს გასასვლელად. მიგელ დე სერვანტესი ყველა ჩანაფიქრი შეიძლება განახორციელოს ადამიანმა საკუთარი ძალებით. ის რასაც ჩვენ ბედს ვეძახით – ადამიანების უხილავი თვისებაა. ძველი ინდური სიბრძნე ვინც ზუსტად იცის, რისი გაკეთება უნდა — მას ბედი ყოველთვის მხარში უდგას. ნ.ნ. მიკლუხო-მაკლაი ნიკოლო მაკიაველი ადამიანებს ჩვევად აქვთ, რომ საკუთარ უბედურებაში, ბედი დაადანაშაულონ, ღმერთი, და ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ არა საკუთარი თავი. პლატონი ნებისმიერი ადამიანი თავისი ბედის შემოქმედია. სალუსტრი
ცხოვრებაში არაფერი გეძლევათ უფასოდ, ყველაფერს, რასაც ბედი გაძლევთ, ფარულად, მისი ფასიც განსაზღვრულია. შტეფან ცვაიგი ტიტუს მაკციუს პლავტუსი ბედი შემთხვევითობა არ არის, ის არჩევანის შედეგია. მას კი არ ელოდებიან, იპყრობენ. უილიამ ბრაიანი ჩვევას დასთესთ — ხასიათს მოიმკით, ხასიათს დასთესთ — და თქვენ ბედს მოიმკით. უილიამ თეკერეი
ადამიანები — საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები არიან. უილიამ შექსპირი ფილიტ კასკი
ჩვენი ახირებები ბევრად უფრო უცნაურია, ვიდრე ბედის ახირება. ფრანსუა დე ლაროშფუკო
ადამიანის ბედნიერება და უბედურება, ბედზე უფრო მეტად, მის ზნეზე არის დამოკიდებული. ფრანსუა დე ლაროშფუკო ყოველი მოვლენა აწმყოში, წარსულიდან იბადება და არის მომავლის მამა... მიზეზების მარადი ჯაჭვის არც გაწყვეტა და არც ჩახლართვა არ შეიძლება... — გარდაუვალი ბედი არის ბუნების კანონზომიერება. ფრანსუა მარი არუე ვოლტერი თითოეულის ცხოვრება, მის ბედს ექვემდებარება, არავის შეუძლია შეცდომის თავიდან აცილება… ციუ უანი ეპიკურე და უცნობი ავტორებისგან:
რაღაცამ მიგიყვანა იმ ადგილზე, სადაც ხარ? მიენდე ამ ძალას. ძველ ჩინეთში სწამდათ, რომ თუ ორი ადამიანი შეხვდება ერთმანეთს ერთხელ – ეს შემთხვევითობაა, მაგრამ თუ ისინი ისევ შეხვდებიან – ეს უკვე ბედია. მადლიერების გრძნობით მიიღე ყველაფერი, რასაც ბედი გიგზავნის. შენ ის გეძლევა, რაც გჭირდება... ნებისმიერ მოვლენას აქვს თავისი აზრი. — ყოველი ადამიანი, ვიღაცის პრობლემის მოსაგვარებლად მოდის, — თქვა ერთხელ ბებიამ. 2555 12-ს მოსწონს
|