ისტორია შოკისმომგვრელი ფოტოები, პირველი მსოფლიო ომიდან! 2016, 10 თებერვალი, 13:46 ამ სტატიაში წარმოგიდგენთ პირველი მსოფლიო ომის დაუვიწყარ და არნახულ
ფოტოებს. მოდი ერთად გადავავლოთ ამ "შავ-თეთრ" რეალობას თვალი...
![]() 1917 წლის 29 ოქტომბერი, ავსტრიელი ჯარისკაცები, რომლებიც ბელგიაში მდებარე ჰუგის ჭაობზე, დროებით აწყობილი ხიდის საშუალებით გადადიან. ![]() ომის დაწყებამდე 4 წლის წინ, ევროპის 9 სუვერენიტეტული სახელმწიფოს ლიდერები მეფე ედვარდ VII-ის გასვენებაში. ![]() 1914 წლის 28 ივნისი, სარაევო- ბოსნია. ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მემკვიდრე, ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი მეუღლესთან ერთად. ![]() სერბეთის ნაციონალისტური მკვლელი - გავრილო პრინციპი და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მემკვიდრე - ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი. მოგახსენებთ, რომ ზუსტად გავრილო პრინციპმა მოკლა ფრანც ფერდინანდი. ![]() სერბეთის ნაციონალისტური მკვლელი - გავრილო პრინციპი, რომელიც ფრანც ფერდინანდის სიკვდილიდან რამოდენიმე საათში პოლიციამ დააკავა. ![]() პრუსიის ჯარისკაცები ბერლინიდან გამოსვლისას, 1914 წელი. ![]() ველოსიპედით ომის მოლოდინში.... ბელგიელი ჯარისკაცები ![]() ფრანგი ჯარისკაცები, რომლებიც თვალს ადევნებენ მღვდელის მიერ, თვითმფრინავის კურთხევას. ![]() ბელგიელი ჯარისკაცი. ![]() გერმანელი ჯარისკაცები ახალი წლის დადგომას, ბრძოლის ველზე ზეიმობენ. ![]() შუაღამისას გადაღებული ფოტო, საფრანგეთის საბრძოლო წინა ხაზზე. ![]() ბრძოლის ველზე დაღუპული ავსტრიელი ჯარისკაცი, 1915 წელი. ![]() სერბი მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ავსტრია-უნგრეთის ჯარისკაცებმა დახვრიტეს. ![]() თვითმფრინავების განლაგება ჰაერში, გადაღებულია თვითმფრინავიდან ![]() საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, ინდოელი ჯარისკაცების სწავლება აირწინაღებით. ![]() ავსტრია-უნგრეთის ჯარისკაცებს, თურქეთის ქალაქ ჩანაკალეში ცხენი გადაჰყავთ. ![]() გელიბოლუს ფრონტი, ჩანაკალე(თურქეთი). ინგლისელი ჯარისკაცები ველოსიპედით დასეირნობენ. ![]() 635 კილოგრამიანი ბომბები, რომელიც ევროპის დასავლეთით იქნა გამოყენეული. ![]() მოტოციკლიანი ფოსტალიონი, რომელიც იმახსოვრებს სასაფლაოებს. უკანა ხედზე ჩანს საჰაერო ბურთი, რომელიც გაშვებულია სპეციალური ექსპერიმენტისთვის. ![]() ბრიტანული არტილერია ბომბავს, გერმანიის დასავლეთ ფრონტებს. ![]() ყველაზე წინ ინგლისელი ოფიცერია, რომელიც გერმანიის სანგრების წინააღმდეგ მიდის თავის ქვედანაყოფთან ერთად. ![]() ადგილმდებარეობა უცნობია, ფოტოში ხედავთ გერმანელ ჯარისკაცს, რომელიც ბრძოლის ველზე, ხელყუმბარას ესვრის მტრის პოზიციებს. ![]() დაჭრილი ფრანგი სამხედროები 1918 წლის ივნისი. ![]() 1917 წლის 20 აგვისტო. ბრიტანელი ჯარისკაცები, რომლებსაც მუხლებამდე ტალახში გადაჰყავთ დაჭრილი თანამებრძოლი. ![]() 1917 წლის 4 აპრილი. გერმანელი ჯარისკაცები ცეცხლსაქრობი მოწყობილობით, აქრობენ ცეცხლს. ![]() საფრანგეთი 1917 წელი, ფრანგი ჯარისკაცი ნანგრევებში ძაღლთან ერთად დგას და სიგარეტს ეწევა. ![]() ბრიტანული ტანკები გზას განაგრძობენ, გარშემო გერმანელი ჯარისკაცების ცხედრებია. ![]() 1918 წელი, დასავლეთ ფრონტზე გერმანული A7V ტანკები, საფრანგეთის ქალაქ რეიმსთან ახლოს მდებარე სოფელზე გადიან. ![]() 1917 წელი ღაზას სექტორი. ოსმალები ტყვიამფრქვევებით ჩასაფრებულნი, ელოდებიან ბრიტანულ სამხედრო არმიას. ![]() დასავლეთ ფრონტზე გადასული ჯარისკაცები. ![]() 1918 წლის ივნისი, ჯარისკაცი და ცხენები აირწინაღებით, რადიაციულ ტყესთან გავლისას. ![]() 1917 წლის სექტემბერი. გერმანელი ჯარისკაცები, ქიმიური გაზით იწყებენ შეტევას. ეს ცრემლსადენი გაზი შეიცავდა ფოსფატს და ქლორს, აქედან გამომდინარე ადამიანის მოკვლის ალბათობაც ძალიან დიდია. ![]() 4 წლის შემდეგ, ინგლისელი ჯარისკაცები საფრანგეთის ქალაქ ლილიში შედიან. ![]() 1918 წელი, ძაღლების საავადმყოფო გერმანიაში. ![]() 1918 წლის 7 ივნისი, ამერიკელი ჯარისკაცები ტყვიამფრქვევთან პოზიორობენ. ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1349 8-ს მოსწონს
|