x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ენით აუწერელი სილამაზის ეგზოტიკური ფრინველები

ფრინველები - ძალიან ლამაზი არსებები არიან, ზოგადად, და მათ შორის სილამაზის კონკურსის ჩატარება - უაზრობა იქნებოდა. მაგრამ თუ სუბიექტურები ვიქნებით, 9800 ფრინველიდან (ფრინველის სწორედ ამდენი სახეობა ბინადრობს ჩვენს პლანეტაზე), რამდენიმე ისეთი სახეობის გამოყოფა შეიძლება, რომელიც თავისი გარეგნობით მხოლოდ ყურადღებას კი არა, აღფრთოვანებასაც იწვევს.

image

მანდარინი (ლათ. Aix galericulata) — არც თუ ისე დიდი ფრინველია, იხვისებრთა ოჯახიდან. ბინადრობის ბუნებრივი არეალი აღმ. აზია არის. თუმცა კარგად გაიარა აკლიმატიზაცია დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში და კალიფორნიაში (აშშ).

ახლა კი რაც შეეხება მის სახელს. ამ ფრინველის ბუმბულის დიდი ნაწილი ნარინჯისფერი შეფერილობის არის. ამ ფერის სამოსს, ძველ ჩინეთში, მხოლოდ მანდარინები (ჩინურად თავადები) ატარებდნენ. სახელიც სწორედ აქედან მოდის.

image

image

გვირგვინიანი მტრედი (ლათ. Goura), იმდენად ლამაზია, რომ საერთოდ არ ჰგავს მტრედს. მტრედის უმშვენიერესი გვირგვინი ნახევრადგამჭვირვალე ბუმბულებისგან შედგება. ბინადრობს ახალ გვინეაზე და მის მეზობელ კუნძულებზე. მტრედები ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ წყვილდებიან და სიცოცხლის ბოლომდე ერთად არიან.

imageimage

გრძელკუდიანი რქანისკარტა (ლათ. Psarisomus dalhousiae) ბეღურასნაირთა რიგიდან. მსოფლიოში ამ ჯგუფის 5 000-მდე სახეობის წარმომადგენელი ბინადრობს, რაც ფრინველთა სახეობის საერთო რაოდენობის 60% შეადგენს. კონკრეტულად ამ სახეობის სხეულის სიგრძე 28 სმ-ს შადგენს, წონა კი მხოლოდ 50-60 გრ. არის ანუ მისი სხეულის სიგრძის უდიდესი ნაწილი, კუდზე მოდის. ამ სახეობის ბინადრობის არეალი აღმ. ჰიმალაიდან იწყება, სამხრეთ აღმ. აზიაში გრძელდება, სუმატრასა და ბორნეომდე. ძირითადად, მთის ჯუნგლების სუბტროპიკულ ტყეებში არიან გავრცელებულები.

image

image

ინდური ჩიტი–მარტორქა (ლათ. Anthracoceros coronatus). ამ ფრინველის ცნობა ადვილად შეიძლება თავზე განლაგებული «მუზარადით». ეს საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია. მისი სიგრძე 65 სმ-ს აღწევს. ბინადრობს სამხ. აზიის ტროპიკულ ტყეებში – ინდოეთსა და შრილანკაზე.

image

image

ლივინგსტონის ბანანისჭამია (ლათ. Tauraco livingstonii), ცნობილია ასევე ტურაკოს სახელით, ეს ფრინველები «Musophagidae» («ბანანისჭამია») ოჯახის წარმომადგენლები არიან, გუგულების ჯგუფიდან. ფრინველის სიგრძე 40-75 სმ. შეიძლება იყოს. ბინადრობს ტროპიკული აფრიკის როგორც ტყეებში, ისე სავანებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელის მიუხედავად, ეს ფრინველი ბანანით არ იკვებება.

image

image

გვიანა კლდის თუთიყუში (ლათ. Rupicola rupicola). ამ ფრინველის ბიბილო იდეალურად წრიული ფორმის არის, 30-35 სმ-ს სიგრძის სხეულის ძირითადი ნაწილი ნარინჯისფერი ბუმბულით არის დაფარული. ბინადრობს გვიანაში, ვენესუელის სამხრეთში და მდ. რიო-ნეგროს აუზში, ძირითადად ტროპიკულ და სუბტროპიკული ტყეების წყალსაცავებით მდიდარ მთიან რეგიონებში.

image

image

ხუჭუჭა არასარი (ლათ. Pteroglossus beauharnaesii) ტუკანისებრთა ოჯახს ეკუთვნის. საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია – სხეულის 40-45 სმ-ს სიგრძით. ასეთი სახელი თავისი «ვარცხნილობის» გამო მიიღო. მისი ბინადრობის არეალი მდ. ამაზონის აუზიშია: სამხ. პერუს, დას. ბრაზილიის და ჩრდ. ბოლივივიას შორის.

image

image

კვეზალი (ლათ. Pharomachrus mocinno) ტროგონისნაირთა ჯგუფის ყველაზე დიდი წარმომადგენელი. მისი სიგრძე კუდის ბოლომდე 35 სმ-ია. ბევრი ამ ფრინველს, ყველაზე ლამაზ სახეობად მიიჩნევს ფრინველებს შორის. კვეზალი – გვატემალას ეროვნული სიმბოლოა და მის საპატივცემულოდ, ადგილობრივი ვალუტაც მისი სახელობის არის. ამ ფრინველის ბინადრობის არეალი სამხ. მექსიკიდან პანამამდე ვრცელდება, ტყიანი მთის, ცივ რეგიონებში.

image

image

ქერცლიანი სამოთხის ფრინველი (ლათ. Pteridophora alberti) იმდენად ლამაზია, რომ როდესაც ეს ფრინველი ევროპაში ჩაიყვანეს, ბევრმა არ დაიჯერა, რომ მის თავზე მდებარე «მოხატული» პლუმაჟი, ფრინველს ბუნებრივად ჰქონდა. თავზე მდებარე წანაზარდები, დაახლოებით 50 სმ-ს ტოლია, ხოლო ფრინველი – 22 სმ. შეიძლება იყოს. ეს უჩვეულო ფრინველი მხოლოდ ახალ გვინეაზე ბინადრობს, ზღვის დონიდან 1500-2900 მ. სიმაღლეზე, ნისლიანი ტყეების ზონაში.

image

image

აღმოსავლეთის გვირგვინოსანი წერო (Balearica regulorum), ყველაზე დიდი ფრინველია აქ წარმოდგენილ ფრინველებს შორის. მისი სიმაღლე 106 სმ-ია, ხოლო წონა 3, 5 კგ. ბინადრობს აღმ. და სამხ. აფრიკაში. გავრცელების არეალი საკმარისად დიდია. ბინადრობენ ყველგან, სადაც ჭაობი და დაჭაობებული ნიადაგია.

image

image

მცირე გამონაკლისის გარდა, მგალობელ ფრინველებს დიდი სარგებლობა მოაქვთ ადამიანებისთვის. ისინი პატარა ზომის მწერებს ანადგურებენ და იცავენ ნათესებს და ნარგავებს დაზიანებისგან. ამ ფრინველებს შორისაც არიან გამორჩეული გარეგნობის სახეობები, რომლებიც არა მარტო სმენას ატკბობენ, არამედ თვალსაც ახარებენ. ისინი ფრინველების ბეღურასნაირთა რიგის განეკუთვნებიან და ძირითადად, პლანეტის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში ბინადრობენ. მათ შორის აღსანიშნავია:

ბოლოქანქარა (Epthianura)

image

image

ნიბლია (ლათ. Chloebia gouldiae)

image

image

ახალი გვინეას მერცხალი (Hirundo neoxena)

image

imageცისფერი ჩხიკვი (Cyanocitta cristata)

image


0
1924
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1924
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0