x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სექსმა ჩემი ცხოვრება დაანგრია"

image"ლამაზო არ გინდა ჩემთან ერთად შინაარსიანი საღამო გაატარო?"-დაახლოებით ასეთი შინაარსის წერილებს უგზავნის 22 წლის ბრიტანელი ბენი ჯეიმსი(Benny James) ასეულობით გოგონას Twitter-ით.სხვათა შორის მათმა უმეტესობამ იცოდა, რომ გზავნილი მასიური იყო, თუმცა მაინც თანხმა იყვნენ უხამს წინადადებას დათანხმებოდნენ.


როგორც მოგვიანებით Channel 4-თან საუბარში განაცხადა ახალგაზრდამ, ის არც მოელოდა, რომ ამდენი ლამაზი გოგონა დათანხმდებოდა სექსს ერთი ღამით.


ის მშენებლად მუშაობს, არც მდიდარია, არც რომანტიულია, ის უბრალოდ Twitter -ზე გოგონებს თავის შესახებ მოუთხრობს და მათთან ერთად გადაღებულ უხამს ფოტოებსაც დებს თავის გვერდზე.


ერთი წლის განმავლობაში ბრიტანელის გვერდი ძალზე პოპულარული გახდა.50 000 ხელისმომწერი და ძირითადად სულ გოგონები.ახალგაზრდა კაზანოვამ იგივე Channel 4 -თან საუბარში აღიარა, რომ ბოლო 1, 5 წელიწადის განმავლობაში 400 გოგონასთან ჰქონდა სექსი.



ერთ დღესაც შეიგრძნო, რომ ახალ კავშირებს მისთვის აღარ მოაქვს სიხარული, პირიქით, მიხვდა, რომ ცხოვრება მისთვის სულ უფრო უაზრო ხდება.

imageქალების უმეტესობას მასთან სექსი უნდათ.თვითონ კი ინტიმური სიახლოვის შემდეგ მათ მიმართ ინტერესს კარგავს.


"მე მინდა შევქმნა ოჯახი და დავწყნარდე, მაგრამ იმდენად მივეჩვიე სხვადასხვა ქალებთან წოლას, რომ ხანგრძლივი ურთიერთობისადმი ინტერესი დავკარგე.წლის დასაწყისში 10 გოგონასთან მქონდა ურთიერთობა, ახლა ცოტა დავშოშმინდი, ვცდილობ კვირაში 2 გოგონაზე მეტთან არ მქონდეს კავშირი. ერთი და იგივესთან ხელმეორედ სექსს ჩემთვის აზრი არა აქვს, თუნდაც რიანა იყოს.ვგრძნობ რომ იბიექტივაციის მსხვერპლი ვარ, მათ მხოლოდ სექისთვის ვჭირდები და ეს ჩემთვის ამაზრზენია.რომანტიული ურთიერთობა მოკვდა.მინდა გოგონა სათევზაოდ დავპატიჟო, ზოოპარკში ან უბრალოდ ერთად იხვები გამოვკვებოთ, მაგრამ არა, არ გამოდის....სექსმა ჩემი ცხოვრება დაანგრია"-განაცხადა ჯეიმსმა.


თუმცა ფოლოვერების ნაწილს მიაჩნია, რომ ახალგამომცხვარი კაზანოვა ყოყოჩობს.ამჟამად მისი ხელისმომწერების რიცხვი 91 ათასამდე გაიზარდა, რომელთა უმეტესობა ლამაზი გოგოებია და სწორედ ისინი სთავაზობენ "მხიარულად საღამოს გატარებას", თუმცა ბრიტანელი დონ-ჟუანი წერილებს აღარ პასუხობს.ეტყობა იხვების გამოსაკვებად წავიდა....

image


2
247
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
247
  
2016, 7 თებერვალი, 14:43
"სიაფანდია" უეჭველი, ტიპიური იმპოტენტის "მაიმუნობაა".
2016, 5 თებერვალი, 21:37
საწყალი, ფსიქიკური აშლილობა აიკიდა.
0 1 2