საბუნებისმეტყველო სამოთხის ფრინველი – ყველაზე ლამაზი ფრინველი დედამიწაზე 2016, 4 თებერვალი, 12:16 სამოთხის ფრინველი – ზღაპრულად ლამაზი ფრინველია, რომელიც მხოლოდ ავსტრალიის კონტინენტზე და ახალი გვინეას კუნძულზე ბინადრობს. ევროპელებმა ის 1522 წელს გაიცნეს, მაგელანის ექსპედიციის წყალობით. სამშობლოში დაბრუნებულმა ეკიპაჟის წევრებმა, ევროპაში ამ ფრინველის ბუმბულები ჩაიტანეს, რომლებსაც მაღალი წრის ქალბატონები სამკაულებად იყენებდნენ. თავის მხრივ, მეზღვაურები, მომხმარებლების რიცხვის გასაზრდელად, სხვადასხვა ლეგენდებს იგონებდნენ ამ ფრინველების შესახებ. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბუმბულის ფასი საკმაოდ მაღალი იყო. XIX საუკუნემდე, ევროპაში არსებობდა აზრი იმის შესახებ, რომ ამ ფრინველებს ფეხები არ ჰქონდათ და მთელს ცხოვრებას ჰაერში ატარებდნენ და არაამქვეყნიური საკვებით – «ზეციური ნამით» იკვებებოდნენ. სამოთხის ლურჯი ფრინველი მხოლოდ 1824 წელს, ახალ გვინეაში ჩასულმა, რენე ლესსონმა ნახა, რომ ამ ფრინველებს ფეხებიც ჰქონდათ, მიწაზეც დადიოდნენ და ხილითა და მწერებით იკვებებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფრინველების «იდუმალების» საიდუმლო გახსნილი იყო, ფრინველების ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი მაინც არ ჩაწყნარდა, ხოლო მოთხოვნილება ბუმბულზე, კიდევ უფრო გაიზარდა. ამის გამო ფრინველებს უმოწყალოდ ხოცავდნენ და მათი პოპულაცია მკვეთრად შემცირდა. ჩვენს დროში, ამ ფრინველის დაჭერა აკრძალულია, მხოლოდ ახალი გვინეას პაპუასებს შეუძლიათ მათი ბუმბულების გამოყენება რელიგიურ რიტუალებში. სამოთხის ფრინველი დიდი ხნის მანძილზე, ზუსტად არ იცოდნენ, თუ ამ ფრინველის რამდენი სახეობა იყო ჩვენს პლანეტაზე და მხოლოდ ცნობილი ფოტოგრაფის ტიმ ლამანის ფოტოსურათებით, შესაძლებელი გახდა სახეობათა რაოდენობის დადგენა. სამოთხის სამეფო ფრინველი სამოთხის პატარა ფრინველი ასტრაპია ლენტკუდიანი სამოთხის დიდი ფრინველი ლურჯთავა სამოთხის ფრინველი სამოთხის წითელი ფრინველი სამოთხის ძაფიანი ფრინველი სამოთხის ქვრივი პაროტია ვანესა. Parotia wahnesi სამოთხის ფრინველი სამოთხის ტანაგრა სამოთხის შავი ფრინველი სამოთხის ქერცლიანი ფრინველი 1316 10-ს მოსწონს
|