
მომჭკნარი ბოსტნეულის (მწვანილის) გამოცოცხლება შეიძლება, თუ მას ჯერ ცხელ წყალში გაავლებთ, ხოლო შემდეგ ცივში.
კამა და ოხრახუში გამოცოცხლდება, თუ ცოტა ძმარით განზავებულ წყალში მოათავსებთ.

სახეხს, რომელზეც ყველის გახეხვას აპირებთ, ზეთი წაუსვით. ამის შედეგად, მას ყველი აღარ მიეკრობა და უფრო ადვილადაც გარეცხავთ.

თუ, მჭიდროდ დახურულ, საპურეში ცოტა მარილს მოათავსებთ, პურს ობი აღარ მოეკიდება.

მაიონეზის ჩანაცვლება არაჟნით მარტივად შეიძლება, ამისთვის მასში, 1 ჩაის კოვზი მდოგვი და კარგად მოხარშული, გახეხილი კვერცხის გული უნდა დაამატოთ.

როდესაც კარტოფილს ხარშავთ კანიანად, კანი ხშირად სკდება. ეს რომ არ მოხდეს, წყალში რამდენიმე წვეთი ძმარი ჩაამატეთ.

ძეხვის გადანაჭერზე სტაფილოს ან ლიმონის ნაჭერს თუ მოათავსებთ, ის დიდი ხნის მანძილზე არ გაფუჭდება.

მაგარი ხორცის ნაჭერის ძმარში ჩალბობის შემთხვევაში, ის რბილდება.
ტოლმა რომ ქვაბის ძირზე არ მიიწვას, ვიდრე მოსახარშად ჩაალაგებთ, ქვაბის სახურავზე უფრო პატარა სახურავი ჩადეთ ქვაბში, ზემოდან კომბოსტოს ფოთლები დააფინეთ, ხოლო ამ ფოთლებზე ტოლმა დაალაგეთ.
კოტლეტი, თევზი, ხორცი ან ბლინი ტაფას რომ არ მიეკრას, გახურებული ტაფა უმი კვერცხის ცილით გაწმინდეთ.
გემრიელი რძიანი ფაფის მოსამზადებლად, წყალში უნდა მოხარშოთ მარცვლეული (ბრინჯი, ხორბალი) ან ბურღულეული, შემდეგ დაამატოთ ადუღებული რძე და ხარშვა გააგრძელოთ.

ერბოკვერცხი ფუმფულა რომ გამოვიდეს, 1 ჭიქა კვერცხს დაამატეთ 2 სუფრის კოვზი წყალი და კარგად ათქვიფეთ.
კვერცხის ცილა უფრო სწრაფად რომ აითქვიფოს, თქვეფის დაწყებამდე მაცივარში უნდა გააციოთ და როდესაც გამოიღებთ, ცოტა მარილი ან რამდენიმე წვეთი ლიმონი დაამატოთ.
კვერცხის გულს კი პირიქით – სითბო და შაქარი უყვარს.
იმისთვის, რომ ხორცს შეწვის შემდეგ ოქროსფერი ქერქი ჰქონდეს, შეწვამდე თაფლი უნდა წაუსვათ.
შემწვარი ღვიძლი რბილი იქნება, თუ შეწვის წინ, შაქარს მოაყრით.
კვერცხი ხარშვის დროს რომ არ დასკდეს, მოხარშვის წინ, ცივ წყალში უნდა გარეცხოთ.

ღია ქვაბში ხარშვის დროს, იკარგება ვიტამინების 20%, ხოლო დახურული ქვაბში ხარშვისას – მხოლოდ 5%.
ლიმონიდან მეტი წვენი რომ გამოწუროთ, გაჭრის წინ, მოათავსეთ 5 წუთით ცხელ წყალში.

ნუ გადაყრით ტკბილი წიწაკის თესლს, მისი მომზადების დროს. მოაგროვეთ და გააშრეთ. ზამთარში ეს თესლი შეგიძლიათ სადილის მომზადებისას გამოიყენოთ. თესლი უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე წიწაკა და კერძს სასიამოვნო არომატს აძლევს.
რძე, ხარშვის დროს, ქვაბის ფსკერზე რომ არ მიიწვას, ქვაბი რძის ჩასხმამდე, ცივი წყლით უნდა მოავლოთ და რძე საშუალო ცეცხლზე დადგათ.
ბოსტნეული უნდა გარეცხოთ და დაჭრათ, უშუალოდ, კერძის მომზადების პროცესში.

სტაფილოს კარგი გემო რომ ჰქონდეს, ის მხოლოდ 5-10 წუთის მანძილზე უნდა ხარშოთ.

ბოსტნეული მაღალ ცეცხლზე უნდა მოხარშოთ და მარილი ბოლოს დაამატოთ.
მოხარშული ბრინჯი ფანტია რომ იყოს, მოხარშვის წინ, 30 წთ. ცივ წყალში უნდა დაალბოთ.
მარილი ჭურჭელში რომ არ დანესტიანდეს, მასში რამდენიმე მარცვალი ბრინჯი უნდა ჩააგდოთ.
ბრინჯი ხარშვის დროს რომ არ ჩაიშალოს, მოხარშვამდე, ცოტა უნდა მოხალოთ. მაგრამ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში, ზომაში დიდად არ გაიზრდება.
რძე გაცხელების დროს რომ არ გადმოვიდეს, ერთი ნატეხი შაქარი უნდა ჩააგდოთ და ყოველ 3 წუთში ერთხელ მოურიოთ.
მოხარშული ბრინჯი ან მაკარონი ერთმანეთს რომ არ მიეწებოს, წყალში ცოტა ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი უნდა დაამატოთ.
თუ გინდათ რომ მოხარშული ბოსტნეული გემრიელი იყოს, ის წყალში ადუღების შემდეგ უნდა მოათავსოთ, ხოლო თუ გინდათ რომ ბულიონი იყოს გემრიელი, მაშინ ხარშვა ცივ წყალში უნდა დაიწყოთ.

თუ ყინულის გამოყენებას კოკტეილისთვის აპირებთ, ყინულის თითოეულ ფორმაში, ალუბლის კომპოტის ან მურაბის თითო კენკრა მოათავსეთ, დაასხით წყალი და ფორმა საყინულეში მოათავსეთ. ყინულის ასეთი კუბიკები ძალიან ეფექტურად გამოიყურება.

გამოუყენებელ ხახვს, გადანაჭერზე ცხიმს თუ წაუსმევთ – ხახვი არ გაფუჭდება და ვიტამინებსაც არ დაკარგავს.
არაჟანს ცოტა რძეს თუ შეურევთ, კერძზე დასხმის შემთხვევაში, არ შედედდება.
გახსნილი ტომატი ქილაში რომ არ ამჟავდეს და ზედაპირზე ობი არ მოეკიდოს, სუფრის მარილი მოაყარეთ და ზეთი მოასხით.

მოხარშული კვერცხი ადვილად რომ გაიფცქვნას, ხარშვის დროს, წყალში ცოტა მარილი ჩაამატეთ.

გაზქურას ჟანგი რომ მოაცილოთ, ცხელი ზეთი დაასხით და გაწმინდეთ.

სამზარეულოში, თუ კერძის მომზადების შემდეგ სუნი დარჩა, ტაფაზე ცოტა ძმარი დაასხით და ცეცხლზე იქამდე გააჩერეთ, ვიდრე ძმარი არ აორთქლდება.
გაზქურაზე ცხიმიანი ლაქების მოსაცილებლად, ლაქაზე საკვები სოდა მოაყარეთ და ნიშადურის სპირტიანი (რამდენიმე წვეთი ჩაასხით 1 ჭიქა წყალში) წყლით გაწმინდეთ.

სახეხი თუ დაჩლუნგდა, ზუმფარის ქაღალდით (“შკურკა") გაწმინდეთ.
ღუმელში ჭუჭყიანი ადგილი ადვილად იწმინდება, თუ მას ნიშადურის სპირტით დაამუშავებთ და ერთი ღამით ასე გააჩერებთ. დილით ჭუჭყი უბრალო ღრუბლის გადასმოთ მოსცილდება.
თუ ხორცის საკეპი მანქანის დანები დაჩლუნგდა, ორცხობილა გაატარეთ მანქანაში. შედეგად, დანები გაილესება და საფანელს მიიღებთ კოტლეტისთვის.
თუ თერმოსში “უცხო” სუნი გაჩნდა – ჩაყარეთ მასში 2 კოვზი ბრინჯი, დაასხით წყალი და რამდენჯერმე შეანჯღრიეთ, ეს წყალი გადაღვარეთ და ცხელი წყლით გამოავლეთ.