x
image
ნოდარ ჯოჯუა
სალომე ასათიანი: ვეცადოთ შევიყვაროთ ჩვენ-ჩვენი "ნაკლები" და "ხარვეზები"

image"ძირს ჩარჩოები და სილამაზის სტანდარტები, ვეცადოთ შევიყვაროთ ჩვენ-ჩვენი "ნაკლები" და "ხარვეზები, "-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელე და რადიოწამყვანი სალომე ასათიანი წერს.


სალომე ასათიანი აღნიშნავს, რომ ტელეგადაცემის ლინკებზე თუ ფოტოებზე რამდენჯერმე შეხვდა შენიშვნა მისი თვალების ასიმეტრიასთან დაკავშირებით.


" რომ "ელამი" ვარ, რომ აჯობებს კადრში მუქი სათვალით დავჯდე. გადავწყვიტე გამცნოთ, რომ მე ერთ თვალში მხედველობა დაკარგული მაქვს. დაახლოებით ათი წლის წინ ბადურა ჩამომეშალა, სამი მძიმე ოპერაციის და უამრავი არანაკლებ მძიმე პროცედურების მიუხედავად, სამწუხაროდ, ვერ შემინარჩუნეს. უსინათლო თვალი თანდათან კარგავს ფუნქციას და დროდადრო მართლაც იხრება გვერდზე. ვიცი, რომ ჩვენთან გარეგნობა, წონა, ჩაცმულობა, მაკიაჟი, სამკაულები და მსგავსი ქარაფშუტობები ლამის ფეტიშის რანგშია აყვანილი, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ დავნებდე ამ სტანდარტებს და სადმე დავიმალო. მუქ სათვალეს არ გავიკეთებ. სიბერეში შეიძლება თვალი ავიკრა, მეკობრის სტილში, შავი ხავერდით. ისიც იმიტომ, რომ საკუთარ "ობრაზს" ვხედავ ასე და არა თვალის დამალვის მიზნით, "-წერს სალომე ასათიანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

0
128
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0