ისტორია იმოქმედა თუ არა თემურლენგის წყევლამ საბჭოთა კავშირზე?! რა შედეგები მოჰყვა ამ წყევლას?! 2016, 2 თებერვალი, 12:41 თემურლენგი, ტამერლანი — შუააზიელი მხედართმთავარი, ემირი (1370-1405), გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის თარაღაის შვილი. ახალგაზრდა თემურლენგმა სახელი გაითქვა ფეოდალურ შინაომებში, ვილაიეთის მმართველი გახდა და ცოლად შეირთო ბალხისა და სამარყანდის მფლობელის ჰუსეინის და. 1362 წელს ფეხში დაიჭრა და ამის გამო "თემურლენგი" ("კოჭლი თემური") შეარქვეს. 1370 წელს თემურლენგმა ემირის წოდება მიიღო და ჩინგიზ-ყაენის შთამომავალთა სახელით ერთპიროვნულად განაგებდა მავერანაჰრს. 1388 წელს აიღო ხვარაზმი და დაანგრია მისი დედაქალაქი ურგენჩი. თემურლენგის სახელმწიფო წარმოადგენდა ფეოდალურ სამფლობელოთა კონგლომერატს. მისი ჯარი, ჩინგიზ-ყაენის ტრადიციების მიხედვით, ათეულების სისტემაზე იყო აგებული. თემურლენგი დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერულ და კულტურულ განვითარებას, დაპყრობილი ქვეყნებიდან მოჰყავდა ოსტატები და აგებდა სასახლეებს, მეჩეთებს, მავზოლეუმებს. მისი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო სამარყანდი.
თემურლენგის მიზნები დაპყრობითი ომისკენ იყო, 1398 წელს იგი შეიჭრა ინდოეთში და დაიპყრო დელი. 1400 წელს დაიწყო ომი ოსმალეთთან. 1402 წელს ანკარასთან ბრძოლაში დაამარცხა სულთანი ბაიაზიდ I. 1404 წელს ილაშქრა ჩინეთში, მაგრამ ეს ლაშქრობა შეწყდა თემურლენგის გარდაცვალების გამო. 1386-1403 წწ. თემურლენგი რვაჯერ შემოესია საქართველოს და უდიდესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის შემდგომ განვითარებას. 1394 წელს თემურლენგი არაგვში შევიდა, სიმაგრეები მოაოხრა და გადაწვა ყველაფერი, თუმცა მან ვერ მოახერხა ტყვეების წაყვანა, ამიტომ ხელცარიელი გაბრუნდა უკან. მაგრამ 1399 წლის შემოდგომაზე ისევ დაბრუნდა და ზაფხულამდე საქართველოში დარჩა. ეს იყო მცირედი ინფორმაცია თემურლენგის შესახებ, რომელსაც wikipedia მოგვითხორბს. თემურლენგი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი მხედარი და მმართველი იყო. მარჯვენა ფეხზე ჭრილობის მიღების შემდეგ, ის დაკოჭლდა, აქედან გამომდინარე მას თემურლენგს უწოდებდნენ. თემურლენგის მასშტაბური ლაშქრობა დაიწყო 1370 წელს, როდესაც მონღოლებმა დაიპყრეს შემდეგი ქვეყნები: ხვარაზმი, კუმანია, ერაყი, ირანი, სირია, ინდოეთი და თურქეთი. ყველაზე სისხლიანი ლაშქრობა მას დასავლეთ აზიაში მოუწია. პირველმა ლაშქრობამ 3, მეორემ 5, ხოლო მესამე ლაშქრობამ 7 წელს გასტანა. დაიპყრო ძალიან ბევრი ქალაქი, რომლეთაგან უმეტესობა დაწვა, მისი ყურადღება განსაკუთრებით სამარყანდმა მიიპყრო. დალაშქრულ ნებისმიერ ქვეყანაში, მეცნიერების მოკვლის უფლება არცერთ მეომარს არ აძლევდა. თემურლენგის ლაშქრობა უმეტესწილად თურქულ-ისლამურ სახელმწიფოებისკენ იყო მიმართული, რაზეც მას ძალიან აკრიტკებდნენ, მაგრამ ისლამის მხრივ, თემურლენგმა დიდი წვლილი შეიტანა. ცენტრალურ აზიის რამოდენიმე ქვეყანაში ისლამი გაავრცელა. თემურლენგის მიერ დაარსებული თურქულ-მონღოლური სახელმწიფო, ისლამის ცენტრად იქცა. 1405 წლის 8 თებერვალს, თემურლენგი ვერ მოესწრო ჩინეთის ლაშქრობას. იგი გზაში ქალაქ ორტართან მიახლოვებისას 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. თემურლენგის შვილიშვილმა ხალილმა, ის სამარყანდის ერთ-ერთ მედრესეში გადაასვენა. 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის ყველაზე ინტენსიურ პერიოდში სტალინმა ანთროპოლოგების ჯგუფი გაგზავნა უზბეკეთში. საბჭოთა ანთროპოლოგთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა მიხეილ გერასიმოვი, რომელსაც სტალინის ბრძანებით თემურლინგი საფლავიდან უნდა ამოეყვანა და გამოკვლევა უნდა ჩაეტარა. თუმცა ადგილობრივები მას გმირად მოიხსენიებდნენ და სწამდათ, რომ საფლავი იყო დაწყევლილი. აქედან გამომდინარე უზბეკ მუსლიმებმა რამოდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს, მათ ანთროპოლოგები გააფრთხილეს, რომ თუ ისინი საფლავს გახსნიდნენ 3 დღეში თავს დიდი უბედურება დაატყდებოდათ. ანთროპოლოგების მეთარუმა, მიხეილ გერასიმოვმა ადგილობრივების გაფრთხილება არ გაითვალისწინა და 1941 წლის 19 ივნისს საფლავი გახსნა. მან შეასრულა სტალინის ბრძანება, ჩაატარა კვლევები და განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია თემურლენგის კუბოზე წარწერას: "როდესაც მე მკვდრეთით ავღდგები, მთელი მსოფლიო შიშით კანკალს დაიწყებს"... ასეთი დამთხვევა შესაძლებელია?! თემურლენგის საფლავის გახსნიდან 3 დღის შემდეგ, 1941 წლის 22 ივნისს ფაშისტურმა გერმანიამ საბჭოთა კავშირს ომი გამოუცხადა. "ბარბაროსას" ოპერაციით ცნობილ ფაშისტურ შეტევამ, მსოფლიო ააღელვა, საბჭოთა კავშირი ოკუპირებულ მდგომარებაში იყო. დღესდღეობით ძალიან ბევრი ადამიანი ისევ იმ აზრზეა, რომ ეს არ იყო დამთხვევა, ეს თემურლენგის წყევლა იყო, რომელიც საბჭოთა კავშირს თავს დაატყდა. საბჭოთა კავშირს და გერმანიას შორის გადამწყვეტი ომი სტალინგრადში გაიმართა. "სტალინგრადის ომი" - ასე უწოდებენ მსოფლიოსთვის ყველაზე გადამწყვეტ ომს, რომელიც საბჭოთა კავშირის გამარჯვებით დასრულდა. ისტორიის თანახმად, შეშფოთებულმა სტალინმა ანთროპოლოგებს უბრძანა იმის შესახებ, რომ თემურლენგი თავის საფლავზე წმინდა წეს-რიტუალებით დაებრუნებინათ. აქედან გამომდინარე, წყევლაც გაუქმდა და საბჭოთა კავშირმაც ფაშისტებთან ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა, თუმცა ომში 7.5 მილიონზე მეტი მეომარი დაიღუპა საბჭოთა კავშირის მხრიდან! მადლობა ყურადღებისთვის, იმედია მოგეწონებათ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 2212 10-ს მოსწონს |
პ.ს. მხოლოდ სულელები ფიქრობენ რომ ყველაფერი შემთხვევით ხდება