მაკიაჟი და ვარცხნილობა როგორ შევიღებოთ თმა ახალ მოდაზე 2012, 29 მაისი, 18:32 თმის ვარცხნილობებს და ზოგადად თმის სტილსაც ისევე როგორც ტანსაცმელს, ფეხსაცმელს თუ სხვა აქსესუარებს თავისი მოდა აქვს. როგორ გამოიყურება თქვენი თმა არანაკლებ მნიშვნელოვანია, თმა ხომ ქალის მომხიბლაობის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. თუ გინდათ რომ თქვენი თმა ლამაზად, თანამედროვედა და მოდურად გამოიყურებოდეს მისი მოვლაც არ უნდა დაიზაროთ. თუმცა სალონებში სიარულსა და ბევრი ფულის ხარჯვას რომ მოვერიდოთ და სახლის პირობებში შევძლოთ ზოგი რამის გაკეთება უკეთესი იქნება. დიდი ხანი არ არის რაც მოდაში შემოვიდა თმის ბოლოსები, ან ნახევარი თმის შეღებვა, ისე როგორც სურათზეა. ამგვარი შეღებისათვის კი აუცილებელი არ არის სტილისტს მივმართოთ. თქვენ თვითონ შეგიძლიათ მარტივად შეასრულოთ ეს პროცედურა. პირველ რიგში სასურველი ფერი შეარჩიეთ და საღებავი შეიძინეთ. შემდეგ, თმა კარგად დაივარცხნეთ და შეიკარით კიკინა კეფაზე ან თუ გრძელი თმა გაქვთ თმის ბოლოში შეკვრაც შეიძლება, ის სიგრძე დაიტოვეთ კიკინის ქვევით რომლის შეღებვაც გინდათ, შემდეგ უკვე ყველაფერი მარტივად წავა. თქვენ სასურველ შედეგს მიიღებთ ყოველგვარი სალონისა და სტილისტის დახმარების გარეშე. 2061 5-ს მოსწონს
|