x
image
მატასი
თმის ფერი, ვარცხნილობები და მოდური ტენდენციები 2013 წლის ზაფხულისათვის
image
























თანამედროვე მოდის სამყაროში ქალის სურათის შესაქმნელად, ლამაზი და მოდური თმის ვარცხნილობა აუცილებელი კომპონენტია.ზოგს გრძელი თმა მოსწონს, ზოგს მოკლე, სექსუალური ვარცხნილობები, მაგრამ ყველა ცდილობს ასე თუ ისე მოდას შეუხამოს საკუთარი სურვილები. მოდურ რჩევებს კი ცნობილი დიზაინერები გვთავაზობენ თუ გვკარნახობენ.

პირველ რიგში, რაც შეეხება თმის ფერს, 2013 წლის ზაფხულში, ყველაზე მოდური შოკოლადისფერის სხვადასხვა ტონალობებია.

image


ასევე ამ ზაფხულს მოდურია, ეგრეთწოდებული ''მალვინას ვრცხნილობა'', ანუ თქვენ შეგიძლიათ თამამად ჩაატაროთ ექსპერიმენტები და თქვენი თმის გარკვეული ნაწილი გაიფერადოთ ცისფრად, იასამნისფრად, ვარდისფრად ან სხვა ფრად. მაგალითისთვის კი შეგიძლიათ შანელისა და ანა სუის 2013 წლის კოლექციები გადაათვალიეროთ.

image

image

ოსკარ დელა რენტა კი თმის ასე რადიკალურად შეღებივსაგან განსხვავებით, მხოლოდ მისი წვრილი ზოლების ბუნებრივი თმის ფერისგან კონტრასტულ ფერად შეღებვას გვირჩევს. მაგალითად ყვითელ ან წითელ ზოლებს.

image

რაც შეეხება უკვე ვარცხნილობებს, პირველ რიგში, ყველაზე ბუნებრივი და მიმზიდველია გაშლილი ტალღოვანი თმა

image

რეტრო სტილი მოდიდან არასდროს გავა, წელსაც, ლუის ვიტონის, მოშინოს და მარკ ჯაკობსის წყალობით თმის რეტრო ვარცხნილობები ძალიან მოდურია. ისღა დაგრჩენიათ თქვენს თმას 60-იანების სული შთაბეროთ და თქვენ მოდურად და რომანტიკულად გამოიყურებით.

image

ასევე მოდურია ეგრეთწოდებული ''პონის კუდი'', უკან შეკრული თმა.

imageimage

მოკლე ჩოლკებიც საკმაოდ მოდურია ამ სეზონზე.

image

კიდევ ერთი მოდური ტრენდია სველი თმის ეფექტი

imageimage






0
350
2-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0