მაკიაჟი და ვარცხნილობა როგორ მივცეთ თმას ღია ელფერი საღებავის გარეშე 2012, 29 მაისი, 18:46 თუ გაქვთ ღია ყავისფერი ან მოქერაო თმა და გინდათ თქვენმა თმამ უფრო ღია ელფერი მიიღოს და უფრო გამოანათოს, მაგრამ საღებავისთვის გენანებათ თმები, გირჩევთ ერთ საშუალებას. წაბლისფერი თმისათვისაც კარგია, მაგრამ იმდენად შესამჩნევი არ იქნება, თუმცა მზეზე ექნება ოქროსფერი ელფერი. უნდა გავაკეთოთ გვირილის ნაყენი. ამისათვის გვჭირდება 2 სუფრის კოვზი გვირილა(რომელიც იყიდება აფთიაქში ყუთით) 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის, ქაცვის ან ქოქოსის ზეთი და კვერცხის გული. 1 ლიტრ წყალს ვადუღებთ და ადუღებისას ვაყრით გვირილას, ვურევთ 5 წუთი და შემდეგ ვაციებთ. ნაყენი მზადაა. ახლა ვაკეთებთ ნიღაბს. ზეთს, ლიმნის წვენს, თაფლს და კვერცხის გულს ვურევთ ერთმანეთს, ვისვამთ თმაზე და ვიჩერებთ ნახევარი საათი. შემდეგ კარგად ჩამოვიბანთ შამპონით და ბოლოს გადავივლებთ გვირილის ნაყენს. რათქმაუნდა ნაყენი გადაწურული უნდა იყოს და სუფთა. 4652 8-ს მოსწონს |
2. რა თქმა უნდა < ცალ-ცალკე იწერება და მძიმით გამოიყოფა ორივე მხრიდან თუ ქინადადების შუაშია ხოლო-თუ წინადადების დასაწყისშია მის შემდეგ მძიმე უნდა.
3. ჩამონათვალშია არა გაქ მითითებული ლიმონი.
გაითვალისწინე