წყალი ჩვენთვის ყველაზე ჩვეულებრივი და უბრალო სითხეა, რომელთანაც ყოველდღიურად გვაქვს შეხება. ამასთან, წყალი უამრავ საიდუმლოს და სასარგებლო თვისებას მალავს. ამ სტატიაში განხილულა ყველაზე საინტერესო ფაქტები უბრალო წყლის შესახებ:
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წყალი ლოს-ანჯელესში იყიდება. Swarovski-ს ქვებით გაფორმებულ ბოთლში მოთავსებული 1 ლიტრი წყალი 90 $ ღირს.
წყალი, როგორც სურდოს წამალი. იმის ნაცვლად, რომ ცხვირში ძვირადღირებული წვეთები ჩაიწვეთოთ, ინჰალაცია ჩაიტარეთ წყლის ორთქლით, რომელიც სასუნთქ გზებს ასუფთავებს – ცხვირის ნესტოებიდან – ბრონქების ჩათვლით.
პომიდორი 90 % წყლისგან შედგება.
ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი კვდება ავადმყოფობით, რომელიც მათ წყლიდან ედებათ.
იმ სახით, რა სახითაც ბუნებაშია, პლანეტაზე არსებული წყლის, მხოლოდ 1, 2 % გამოყენება შეიძლება.
წყლის სიბლანტე სრულ შესაბამისობაშია ცოცხალი ორგანიზმების კაპილარების ზომასთან. სიბლანტის ხარისხი უფრო დაბალი რომ იყოს, სისხლი უფრო სწრაფად იმოძრავებდა და უჯრედებს ჟანგბადით და საკვებით ვერ მოამარაგებდა, ხოლო თუ უფრო მაღალი იქნება – კაპილარებში გაიჭედება.
ერთი ავტომობილის საწარმოებლად, საშუალოდ, 147 631 ლ. წყალი იხარჯება.
კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ატმოსფეროში უფრო მეტი წყალია, ვიდრე ყველა მდინარის წყალი, ერთად აღებული.
ძროხამ 15 ლ. წყალი უნდა დალიოს, რომ 4 ლ. რძე გამოიმუშაოს.
ზრდასრული ადამიანის სხეული, დაახლოებით, 70% წყლისგან შედგება, ხოლო ახალშობილის ორგანიზმის 80% წყალია. ადამიანმა ყოველდღიურად 2, 5 ლ. წყალი უნდა მიიღოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წყალი, ადამიანის ორგანიზმში შხაპის მიღების დროსაც ხვდება. გაუწყლოების შემთხვევაში, პრობლემები იქმნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით: 6-8% დაკარგვის შემთხვევაში, ადამიანს ჰალუცინაციები ეწყება, ხოლო 10-12% დაკარგვისას – კვდება.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბგერას წყალში უფრო დიდი სიჩქარე აქვს, ვიდრე ჰაერში.
ადამიანების მიერ, საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის დახარჯული წყლის 35 % საპირფარეშოში დახარჯულ წყალზე მოდის.
1 კგ. ყავის წარმოებაზე, დაახლოებით, 22 000 ლ. წყალი იხარჯება.
1 ცალი გაზეთის ქაღალდის საწარმოებლად, 300 ლ. წყალი არის საჭირო.წარმოებაზე დახარჯული წყლის 70% სოფლის მეურნეობაზე მოდის, ხოლო 22% -მრეწველობაზე.
განვითარებად ქვეყნებში, დაავადებების 80% წყლით გადაცემულ ინფექციებზე მოდის.
18 ლ. წყალი 20 კგ-ს იწონის.
საშუალოდ, აფრიკაში, დიარიით დაღუპულთა რიცხვი 5-10-ჯერ აღემატება, ომში დაღუპულების რიცხვს.
ფეხმძიმის ორგანიზმში წყლის უკმარისობამ, შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს.
საზამთროში 93% წყალია.
გველს წყალში კბენა არ შეუძლია.
ღრუბელს უფრო მეტი ცივი წყლის შეკავება შეუძლია, ვიდრე ცხელის.
ბეჰემოთები წყლის ქვეშ იბადებიან.
იუგოსლავიაში არის უნიკალური ტბა ცირკნიცკო, რომელიც ზამთარში და ზაფცულში საერთოდ ქრება, ხოლო გაზაფხეუზე და შემოდგომაზე ბრუნდება, თევზებთან ერთად. ხოლო ალჟირში არის ტბა, რომელიც «მელნით» არის სავსე. ამ წყლით წერაც კი შეიძლება.
ანტარქტიდაში არის ტბა, რომლის მარილიანობა ზღვის მარილიანობას 11-ჯერ აღემატება და ის -50 გრადუს ტემპერატურაზეც კი არ იყინება.
თუ ყველა სასმელს, რასაც დღის მანძილზე ვიღებთ, წყლით ჩავანაცვლებთ, ჭარბი წონის პრობლემა აღარ გვექნება.
პლანეტაზე არსებული წყლის მხოლოდ 1% გამოყენება შეიძლება სასმელად.
წყალი ამცირებს გულის შეტევის შესაძლებლობას. კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში 6 ჭიქა წყალს სვამენ, ნაკლებად ემუქრებათ გულის შეტევის საშიშროება, იმათთან შედარებით, ვინც მხოლოდ 2 ჭიქას სვამს დღეში.წყლის გარეშე ადამიანი ვერ ძლებს დიდი ხნის მანძილზე. წყალი მეორე ადგილზეა, საჭიროების მიხედვით, ჟანგბადის შემდეგ. საკვების გარეშე, ადამიანს 6 კვირა შეუძლია რომ გაძლოს, ხოლო წყლის გარეშე, მხოლოდ 6 დღე. ცხოვრების მანძილზე, 1 ადამიანი, საშუალოდ, 35 ტონა წყალს სვამს.
დედამიწაზე წყლის საერთო რაოდენობა 326 მლნ. კუბ. კმ არის. აქედან მტკნარ წყალზე, მხოლოს 3 მლნ. კუბ. კმ. მოდის. ეს არის წყლის მარაგი, დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის.
თუ სახლში ონკანი გაფუჭებულია და წყალი გამუდმებით მხოლოდ ნემსის სისქეზე მოდის, 1 დღე-ღამის მანძილზე, 840 ლ. წყალი იღვრება.
წყალი – უჯრედების ბუნებრივი გამწმენდია: ის ასუფთავებს უჯრედებს მასში დაგროვილი მავნე ნივთიერებისგან და ამარაგებს ვიტამინებით და სხვა საჭირო ელემენტებით.
ადამიანებმა, მარაგის სახით, სხვადასხვა ჭურჭელში, წყლის ისეთი რაოდენობა მოათავსეს, რომ ეს წყალი ოკეანეში რომ ჩაასხან, მსოფლიო ოკეანის დონე, დაახლოებით, 3 სმ-ით გაიზრდება.
წყალი — ერთადერთი ნივთიერებაა დედამიწაზე, რომლის სიმკვრივე თხევად მდგომარეობაში უფრო მაღალია, ვიდრე მყარში. ამ თვისების გამო, ყინული წყალში არ იძირება და ტბები და წყალსაცავები ფსკერამდე არ იყინება.
1963 წელს, ტანზანიელმა მოსწავლემ, ერასტო მპემბამ აღმოაჩინა, რომ ცხელი წყალი საყინულეში უფრო სწრაფად იყინება, ვიდრე ცივი. მის საპატივცემულოდ, წყლის ამ ფენომენს, მპემბას ეფექტი უწოდეს. მეცნიერებმა დღემდე ვერ მოახერხეს წყლის ასეთი თვისების მიზეზი ახსნა.