სხვა თვალებში ჩარჩენილი საშინელება... 2016, 30 იანვარი, 1:53 ამბობენ-თვალები ადამიანის სულის სარკეაო.მათში ხომ პიროვნების ხასიათი, ინტელექტი ჩანს.თუ ადამიანს გადატანილი აქვს დიდი უბედურება, განსაცდელი, შიში- ყველაფერს ამოიკითხავთ მის თვალებში.
შემოგთავაზებთ რამდენიმე სურათს, რომელზე გამოსახული თითოეული ადამიანი დიდი ტრაგედიის მატარებელია.ეს ნამდვილად ჩანს მათ თვალებში. ავღანელი გოგონას, ბიბი აიშას სურათი შემთხვევით მოხვდა taim-ის გარეკანზე.აიშა თორმეტი წლის გაათხოვეს.მეუღლე მას მუდმივად სცემდა და ამცირებდა.თვრამეტი წლის იყო გაქცევა რომ სცადა.მაგრამ დაიჭირეს და მეუღლეს მიუყვანეს.დასჯის მიზნით მან აიშას ცხვირი და ყურები დააჭრა... ![]() ეს ვიეტნამელი გოგონა სამუდამოდ დარჩა ინვალიდი იმ ქიმიური იარაღის გამო, რომელსაც ამერიკელები იყენებდნენ .ისინი პერიოდულად ჯუნგლებზე აფრქვევდნენ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს... ![]() თორმეტი წლის დიეგო ფრაზაო ტორკვატო ვიოლინოზე უკრავს თავისი მუსიკის მასწავლებლის დაკრძალვაზე. ![]() კორეის ომის შედეგად ღვიძლი ძმები საზღვრის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ.მრავალი წლის შემდეგ მათ მიეცათ უფლება ერთმანეთი ენახათ.ფოტოგრაფმა ფირზე აღბეჭდა მათი დამშვიდობების სცენა. ![]() ავღანეთში დაჭრილი სამშვიდობო მისიის დანიელი ჯარისკაცი.რიცხვი 5 შუბლზე ნიშნავს იმას, რომ ჭრილობა შეხვეული აქვს ხუთ საათზე. ![]() რვა წლის სირიელი ბავშვი ავტომატით პოზირებს.ფაქტიურად მას ბავშვობა არ ჰქონია.... ![]() ეს ბიჭი 1994 წელს რუანდაში გენოციდის მსხვერპლია.ის სიკვდილის ბანაკში სასწაულის წყალობით გადარჩა.მსგავს ბანაკებში მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. ![]() 1945 წელს მოკავშირეებმა აღბეჭდეს გათავისუფლებული ებრაელები.უკანა ხედში ჩანს მატარებელი, რომლითაც მიჰყავდათ სიკვდილის ბანაკში... ![]() ამ ინდოელი გოგონას სურათით უნდოდათ საზოგადოების ყურადღება მიექციათ სიღარიბეზე ინდოეთში. ![]() ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თამაში ჩატარდა 1989 წლის 15 აპრილს.სტადიონ ''ხოლსბოროზე'' ჭყლეტვაში დაიღუპა 96 და დაშავდა 766 გულშემატკივარი... ![]() ეს გოგონა - ერთ-ერთია ხიროსიმის ატომური აფეთქების ათასობით მსხვერპლიდან. ![]() მფრინავმა ანტონიო მეტრუჩომ სურათი გადაიღო სამოცდათორმეტ საათიანი საბრძოლო გაფრენის შემდეგ... ![]() პაკისტანელი ბავშვი სურათზე, ჭლექითაა ავად.ამ დაავადებას ყოველწლიურად 300 ათასი პაკისტანელის სიცოცხლე მიაქვს... ![]() პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცი სანგარში იმიტომ არ იცინის, რომ კარგ ხასიათზეა.ეს ფსიქოლოგიურ ტრამვაზე მიუთითებს ... ![]() შავკანიანი ბავშვი თვალის ალბინიზმითაა ავად... ![]() ამ სურათების თვალიერებისას ცივი ჟრუანტელი გივლის ადამიანს ტანში. 864 10-ს მოსწონს
|