საზოგადოება უმძიმესი ტრაგედია- დაღუპულია სამი ბავშვი. 2016, 30 იანვარი, 0:17 ტრაგედია მოხდა 28 იანვარს ქალაქ პეტროპავლოვსკში.სამი რვა წლის მოსწავლე ბიჭი, პირველი საშუალო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები, გაკვეთილების შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.რამდენიმე მეტრში იყო თერმოტრასის ჭა ამოთხრილი და უყურადღებოდ მიტოვებული.2, 5 მეტრის სიღრმის ორმო ცხელი წყლით იყო სავსე.სამართალდამცავების მიერ დადგინდა, რომ ჯერ ერთი ბავშვი ჩავარდა.დანარჩენები ცდილობდნენ ჩანთით ამოეყვანათ, მაგრამ თვითონაც ჩავარდნენ.მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინაა დამნაშავე, ვინ დატოვა უყურადღებოდ საშიში ობიექტი.პეტროპავლოვსკში 29 იანვარი გლოვის დღედაა გამოცხადებული.გადადებულია გასართობი ღონისძიებები.სატელევიზიო გადაცემებიდან ამოღებულია მთელი რიგი გადაცემები.ქალაქი გლოვობს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. ქალაქის მოსახლეობა შემოღობილ ორმოსთან თოვლზე ალაგებს უამრავ ყვავილებს და სათამაშოებს .ათასობით ადამიანი მიდის ტრაგედიის ადგილზე.ხელოსნები და მუშები განაგრძობენ სარემონტო სამუშაოებს დაზიანებული თერმოტრასის აღსადგენად.
400 10-ს მოსწონს
|