სხვა ტრაგედია პირდაპირ ეთერში,რომელმაც მთელი ამერიკა შოკში ჩააგდო 2016, 28 იანვარი, 10:25 ზუსტად 30 წლის წინ, 1986 წლის 28 იანვარს კოსმოდრომიდან სტარტი აიღო კოსმოსურმა ხომალდმა "ჩელენჯერმა".შატლი მისიიის დასაწყისშივე, 73 წამზე აფეთქდა და ეს მოხდა მილიონობით ამერიკელი მოქალაქის თვალწინ.სტარტის ტრანსლაცია მთელ ამერიკაში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. დაიღუპა ეკიპაჟის შვიდივე წევრი.
შატლი "ჩელენჯერის" მისია 1986 წელს უნდა გამხდარიყო ამერიკისთვის კოსმოსური სფეროს ათვისების ახალი ეტაპი. მისიის მესვეურნი 200%-ით დარწმუნებულები იყვნენ წარმატებაში.ამიტომ გადაწყდა კოსმოსური ხომალდის გაშვება პირდაპირ ეთერში გაეშვათ. ეკიპაჟი 7 წევრისგან შედგებოდა, იგი იყო არა მარტო ინტერნაციონალური, არამედ ჯგუფში 2 სუსტი სქესის წარმომადგენელიც გახლდათ.მათგან 37 წლის შერონ კრისტა კორიგან მაკოლიფი პროფესიით მასწავლებელი იყო, ეს იყო მისი პირველი გაფრენა კოსმოსში და პროექტის პირველი მონაწილე "მასწავლებელი კოსმოსში".პროექტი მრავალ წელზე იყო გათვლილი და ითვალიწინებდა ამერიკელი "მოქალაქე ასტრონავტების"ჩართვას. პირველად მიფრინავდა კოსმოსში აგრეთვე 41 წლის გრეგორი ჯარვისი, ინჟინერი და NASA-ს ასტრონავტი. სტარტის აღების წინ კოსმოსური ცენტრის მარშალის ინჟინრებმა არაერთხელ გააფრთხილეს დამამზადებელი ფირმა იმის შესახებ, რომ შატლის მატარებლის კორპუსის შემაერთებელ ნაწილებში ხარვეზებია, თუმცა პროექტის მენეჯერმა ჯორჯ ჰარდიმ ამ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქცია. მას შემდეგაც კი, როდესაც ამ პრობლემის გადაწყვეტას კრიტიკის უმაღლესი კატეგორია მიენიჭა.მარშალის ცენტრიდან ერთმა ადამიანმაც კი არ გამოთქვა სურვილი შეეწყვიტათ რაკეტა-მატარებლის ექსპლოატაცია პრობლემის სრულად აღმოფხვრამდე. პირიქით, ეკონომიის და დროის დაზოგვის მიზნით კოპუსის დეტალები ინჟინრებმა რაკეტა "ტიტანი-III"-იდან აიღეს. პირვალად მისიას STS-51L-ს სტარტი 22 იანვარს უნდა აეღო, მაგრამ ცუდი ამინდის გამო გადაიდო. მორიგი სტარტი 28 იანვარს დაინიშნა, მაგრამ დილიდან ჰაერის ტემპერატურა -1-მდე დაეცა, ინჟინრები ფიქრობდნენ, რომ დაბალმა ტემპერატურამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს რაკეტის სტარტზე, ამიტომ კიდევ ერთხელ მოითხოვეს მისიის გადადება.თუმცა NASA-ს ხელმძღვანელობა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. შემდგომ ყინულმა დნობა დაიწყო და ხელმძღვანელობამ რაკეტის სტარტის დრო დანიშნა :11:38 წუთი. რაკეტის მისიას თვალს ადევნებდა ათასობით ადამიანი როგორც სტარტის ადგილიდან, ასევე ტელეკრანის მეშვეობით. უკვე სტარტიდან 0, 678 წამზე რაკეტა-მატარებლიდან ნაცრისფერი კვამლი გამოვიდა, რაც პირველი განგაშის ნიშანი იყო(ამას მხოლოდ სპეციალისტები ამჩნევდნენ), როგორც მოგვიანებით გაირკვა, მაგ დროს დაირღვა სექციების შემაერთებლების ჰერმეტიზაცია, 37 წამზე რაკეტამ გვერდზე გადახრა დაიწყო, 58, 788 წამზე კამერამ დააფიქსირა ცეცხლოვანი ენა მარჯვენა რაკეტა-დამაჩქარებლზე, 73 წამზე "ჩელენჯერი" აფეთქდა. 7 მარტს ოკეანის ფსკერზე იპოვეს შატლის კაბინა, სადაც ასტრონავტების გვამები აღმოაჩინეს. 681 10-ს მოსწონს
|