საბუნებისმეტყველო მტაცებლების სამყაროდან, ველური კადრები! 2016, 26 იანვარი, 15:47 ველური ბუნებას კანონები არ აქვს! ამ საკითხზე თუ დაიწყებთ მსჯელობას, მაშინ ეს სტატია გამოგადგებათ დასაბუთებისთვის. აფთრისებრთა ოჯახის ძუძუმწოვრები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. ხალებიანი აფთრის სიგრძე 120 სმ და 160 სმ-მდე იცვლება, კიდურები 25 დან 35 სმ-მდე, ხოლო წონა 50 დან 85 კგ-მდე იცვლება. სიცოცხლის ხანგრძლივობა ბუნებაში 25 წელი, ხოლო ტყვეობაში 40 წელია. ხალებიანი აფთარი, ყველაზე დიდია აფთრებს შორის, უმეტესად, გავრცელებულია აფრიკაში, სამხრეთ საჰარიდან მოყოლებული მთელს სამხრეთში, გარდა უკიდურესი სამხრეთისა და კონგოს აუზის ტერიტორიისა. მას შეხვდებით, როგორც უდაბნოში, ასევე ბუჩქნარ და ტყიან ადგილებშიც. მას გააჩნია გრძელი უხეში ბეწვი, რომელიც შეფერილია მუქ ყვითლად, ან ხაკისფრად და დაჰყვება არასიმეტრიული მუქი ლაქები. კიდურები, სახის წინა ნაწილი და კუდის ბოლო მუქი ყავისფერი ან შავია. ზურგზე ჯაგრისებრი ფაფარი ეზრდება. აფთრები ნადირობენ ჯოგებად, როგორც აფრიკული გარეული ძაღლები. ეს ორი მტაცებელი, როგორც ჩანს ერთმანეთსაც არ ინდობენ. ახლა ვნახოთ რა არის აფრიკული გარეული ძაღლი? აფრიკული გარეული ძაღლი - მტაცებელ ძუძუმწოვარ ცხოველს ძაღლისებრთა ოჯახიდან. რომელიც გავრცელებულია მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე. მას აფრიკაში მოიხსენიებენ, ასევე აფრიკის მონადირე ძაღლად. იგი საკმაოდ სწრაფი ცხოველია და ძალუძს 70 კმ/სთ სისწრაფის განვითარებას, რაც მას დიდად ხელს უწყობს პატარა ზომის ცხოველებზე ნადირობაში. დიდი სისწრაფის შენარჩუნება მას დიდ დისტანციაზეც შეუძლია. აფრიკის მონადირეებმა, ამჯერად აფთარი აიყვანეს მიზანში. აფთრის მაარტოობით ისარგებლეს და თავს დაესხნენ. მტაცებელი რომელიც შეავიწროვეს, საკმაოდ ჯიუტი და ძლიერია. აფთარს გაქცევაც კი არ უფიქრია. ეს კადრები დამონატაჟებულმა კამერამ დააფიქსირა სამხრეთ აფრიკის "Sabi Sand Rezervi"-ის ტერიტორიაზე. საცოდავი აფთარი მონადირე ძაღლების წინააღმდეგ თავდაუზოგავად იბრძვის. ბრძოლით დაღლილი აფთარი, ძაღლებისგან თავის დასაღწევად მდინარეში შევიდა. ცურვა-ცურვით გაღმა მხარეზე გავიდა და სიცოცხლეც შეინარჩუნა. ნახეთ ორთაბრძოლის სხვა კადრებიც... აფრიკის კონტინენტზე მდებარე ქვეყანაში, ტანზანიაში ველური ბუნების ფოტოგრაფებმა საოცარი ფოტოები გადაიღეს.... ერთი და იგივე წყალში მობინადრე ნიანგი და ყარყატი... როგორც ჩანს ორივეს ძალიან მოშივდა, ორივე საკვებს ეძებს და ამასობაში ნიანგმა როგორც იქნა დაიჭირა თევზი. დაუჯერებელია, მაგრამ რეალობაა ის ფაქტი, როდესაც ნიანგმა თევზი დაიჭირა და მის გადაყლაპვას იწყებდა, ამ მომენტში ყარყატმა ნიანგის პირიდან თევზის მოპარვა სცადა... ნახევარი თევზისთვის ყარყატმა სიკვდილს თვალებში ჩახედა.... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 723 9-ს მოსწონს
|