x
შამანები
image შამანი და შამანიზმი
შამანიზმი წარმოადგენს ექსტაზის ერთ-ერთ არქაულ ტექნიკას. შამანი მაგიც არის და ექიმბაშიც. იგი მკურნალობს როგორც ექიმბაში და, ამავდროულად, ფაკირისეულ სასწაულებსაც უჩვენებს. შამანი ზებუნებრივ ძალებთან ურთიერთობის უნარის დემონსტრირებასაც ახდენს - "ათვინიერებს" სტიქიებს, წარმართავს მსხვერპლშეწირვას, მიცვალებულთა სულები "გადაჰყავს" სხვა სამყაროში და ა. შ.
image
შამანიზმის ტერმინში ერთიანდება სხვადასხვა რელიგიური რწმენა, რომელშიც ცენტრალურ ადგილს შამანის ფიგურა იკავებს. იგი ქარიზმატული პიროვნებაა, რომელსაც აქვს ტრანსში გადასვლის, ავადმყოფთა განკურნების, ბუნების ძალების მართვის, ცხოველებთან, ფრინველებთან თუ მიცვალებულთა სამყაროსთან კონტაქტის უნარი. შამანიზმში მკურნალობა წარმოდგენილია როგორც შამანის ან მისი დამხმარე სულების ბრძოლა ავადმყოფობის სულთან. შამანი ადამიანის სულს ართმევს ავადმყოფობას და უბრუნებს პატრონს, რაც ადამიანის გამოჯანმრთელებას იწვევს.
შამანიზმი, ვიწრო გაგებით, არის მოვლენა, რომელიც ამჟამად გავრცელებულია ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში. ტერმინიც ტუნგუსური "შამან"-იდან მოდის, რაც ქართულად სასწაულმოქმედს ნიშნავს და რომელიც ყველა სხვა ენაში რუსულიდან გავრცელდა. როგორც მირჩა ელიადე წერს, "შამანი არის ტრანსის სპეციალისტი, რომლის დროსაც მისი სული, როგორც ითვლება, ტოვებს სხეულს იმისთვის, რომ ავიდეს ზეცად ან ჩაეშვას ჯოჯოხეთში."image შამანად გახდომა


ციმბირსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში შამანდ გახდომის გზებია:

1. პროფესიის გადაცემა მემკვიდრეობით და

2. შერჩევა ბუნებრივი მიდრეკილებეის, სპონტანური მოწოდებების მიხედვით.



არის სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ექსტაზის ბუნებრივი გამოცდილება ყველგან აუცილებელია. ყაზახებთან და ყირგიზებთან შამანს სოფელი ირჩევს გარდამავალ ასაკში მყოფი ობოლი და ნევროტული ახალგაზრდებიდან. შამანისტურ საზოგადოებაში ეპილეფსიური ან ისტერიული შეტევა ღმერთებთან შეხვედრის ნიშნად არის მიჩნეული. ბევრგან ადამიანი შამანად ხდება მეხის დაცემის შემდეგ. შამანობასთან ზიარების ყველაზე გავრცელებული რიტუალებია განმარტოება უდაბურ ადგილას და აკრძალვები, რომლებიც შამანობის კანდიდატს მიცვალებულთან აიგივებს. შამანად ავადმყოფი პიროვნების არჩევა არ ნიშნავს იმას, რომ შამანი ავადმყოფია. როგორც წესი, შამანური პრაქტიკა ხელს უწყობს თვით შამანის გამოჯანმრთელებას. შამანები ყვებიან, რომ შამანობის დაწყების შემდეგ ისინი უკეთ გრძნობენ თავს, ხოლო როცა რაიმე მიზეზით მათ პრაქტიკის საშუალება არ აქვთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა უუარესდებათ.
image შამანის სწავლება


შამანის სწავლება მიმდინარეობს ჩვეულებრივ მდგომარეობასა და ტრანსში. ტრანსში ღვთაება, მიცვალებულთა სულები ან ცხოველები უზიარებენ შამანს ცხოვრების წესის თუ მკურნალობის საიდუმლოებებს. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ნეოფიტს(შამანობის კანდიდატს) შამანობას ასწავლის ძველი შამანი. ნეოფიტს საკრალური ძალა "გადაეცემა" ტრანსში. მას მფარველობას ხშირად უცხადებს ტოტემური ცხოველი.
image


ჩვეულებრივი სწავლების საინტერესო მაგალითს წარმოადგენს კარიბის ტომების ტრადიცია. იქმნება ნეოფიტების 6-კაციანი ჯგუფი, რომელიც საცხოვრებლად გადადის იზოლირებულად მდგარ ქოხში. ნეოფიტები მუშაობენ შამანის თამბაქოს ნაკვეთზე, ასევე ასრულებენ სხვა სამუშაოებსაც.სწავლება ხდება მხოლოდ ღამით და 24 დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება. სწავლების ყოველი 3 დღის შემდეგ 3 დღე დასვენებაა. ღამით ნეოფიტები წრეში ცეკვავენ ცხოველთა მოძრაობის იმიტაციით და მღერიან. დღისით მოსწავლეები ჰამაკებში ისვენებენ, იხსენებენ მასწავლებლის ნაამბობს და თვალებს ისრესენ წითელი წიწაკის წვენით, რათა იხილონ სულები. სწავლების პერიოდში მოსწავლეები არაფერს ჭამენ, მუდმივად ეწევიან სიგარას, ღეჭავენ თამბაქოს ფოთლებს და სვამენ თამბაქოს წვენს. ცეკვით დაღლილობა, მარხვით დასუსტება და თამბაქოთი ინტოქსიკაცია ხდება იმის პირობა, რომ ნეოფიტს ეწყება ხილვები. მოსწავლის მთავარი მიზანია დაეწყოს ცად ამაღლების ხილვები. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ითვლება, რომ ნეოფიტი დაეუფლა შამანობის ხელოვნებას.
ზოგჯერ შამანს ახლავს თარჯიმანი, რომელიც ხმამაღლა წარმოთქვამს შამანის მიერ “ცხოველთა ენაზე” ნათქვამს. სხვადასხვა ტომების რიტუალებში შამანი გველის ან სხვა მაგიური ცხოველის შეჭმის შედეგად ეუფლება ჩიტების ენას.


7
1151
3-ს მოსწონს
ავტორი:Dr-House
Dr-House
1151
  
2020, 22 აპრილი, 1:13
მაინტერესებს რამე თუ იცით აიაჰუასკას სესახებ და ინახება თუ არა ოთახის ტემპერატურაზე
2012, 30 მაისი, 1:02
დაველოდები აუცილებლად :)
2012, 30 მაისი, 1:02
:D მაქვს მე მაგაზე მოძიებული მასალები და თუ მოვიცალე რამდენიმე დღეში ავტვირთავ. ახლა ნაღდად მეზარება :D მაგათ კალენდარზე და მაგ 2012-ზე ბევრი ინფორმაცია შევაგროვე უკვე ;)
2012, 30 მაისი, 1:00
მანდ დაეზარათ უბრალოდ 2012 ის მერე გაკეთება. ეგ თემაა რაა :D
2012, 30 მაისი, 0:53
მთლად კაი თუ მაგ სპეციალობის ხარ. წარმატებები და იქნებ შენ მაინც იპოვო მაგათი კალენდარი :D
2012, 30 მაისი, 0:49
ჰო არქეოლოგი ვარ პროფესიით და თან ერთ-ერთ საგანში ესსე დავწერე ამ თემაზე, კომპში მქონდა და გამოვაქვეყნე ბარემ :) გაიხარე
2012, 30 მაისი, 0:44
ძაან საინტერესოა. გამიხარდა რომ სიძველეებით და ძველი კულტურით ასე ხარ დაინტერესებული. მე მაიას ტომზე დავდე კვლევები, მაგრამ დამიბლოკეს, რადგან მისი მსგავსი სტატია იდო სხვა საიტზე და...
0 1 7