x
UHD-1 - ახალი ულტრამაღალი გარჩევადობის არხი ჩრდ. ამერიკის რეგიონში
imageსატელიტურმა კომპანია SES-მა და Vivicast Media-მ ჩრდ. ამერიკის საკაბელო და სატელეკომუნიკაციო სერვისების ოპერატორების და მათ მომხმარებლებს შესთავაზა ახალი დინამიური ულტრა მაღალი გარჩევადობის არხი - UHD-1, რომლის

გადმოცემაც SES-3 თანამგზავრის მეშვეობით მოხდება. კომპანია „Vivicast Media“ აგრძელებს ახალი ულტრა მაღალი გარჩევადობის

კონტენტის მუდმივ განვითარებას და გაფართოებას, სთავაზობს რა მაყურებლებს სხვადასხვა ახალი მხატვრული ფილმების, სატელევიზიო სერიალების, ექსკლუზიური კონცერტებისა და დოკუმენტური ფილმების მრავალრიცხვოვან ჩამონათვალს არა

მხოლოდ ამერიკის რეგიონში, არამედ ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ეს არის უკვე რიგით მეოთხე უნიკალური ულტრა მაღალი გარჩევადობის არხი, რომელსაც SES-ის Ultra HD პლატფორმა გვთავაზობს ჩრდ. ამერიკის რეგიონში. გარდა UHD-1 არხისა, SES-ის Ultra HD პლატფორმა ასევე გვთავაზობს შემდეგ არხებს: NASA TV UHD-ს, Fashion One 4K-ს და High 4K TV-ს.


ამავდროულად, UHD-1 არის რიგით მერვე უნილაკური Ultra HD არხი, რომელიც მიეწოდება საკაბელო და სატელეკომუნიკაციო სერვისების ოპერატორებს და გადაიცემა

SES-ის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია SES-ი მსოფლიოს მასშტაბით
7, 268 სატელევიზიო არხის ტრანსლაციას ახდენს, აქედან 2, 230 არხი HD ხარისხით არის წარმოდგენილი.
კომპანია "Vivicast Media" წლების განმავლობაში მოწინავე პოზიციებს იკავებდა Ultra HD-ის ბაზრის განვითარების მიმართულებით. დღესდღეობით, Ultra HD გახდა რეალური და ხელმისაწვდომი, რაც დიდ წარმატებას წარმოადგენს ჩვენთვის.

ჩვენ მოხარულები ვართ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობით SES-თან“ - განაცხადა სტიუარტ სმითერმანმა, კომპანია „Vivicast Media“-ის პრეზიდენტმა. „ჩვენი მიზანია, რომ საუკეთესო Ultra HD პროგრამირება გამოვიყენოთ UHD-1 არხის ტრანსლაციისათვის. კომპანია SES-თან ჩვენი თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ კონტენტის მწარმოებლებს მეტი წვდომა ჩრდ. ამერიკის ბაზარზე.“



0
19
შეფასება არ არის
ავტორი:SES Astra
SES Astra
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0