2015 წლის 9 ივლისს, ბერლინში გამართულ IFA ინოვაციების მედია ბრიფინგზე, სატელიტური კომპანია SES-ის შვილობილმა კომპანიამ - გერმანული HD პლატფორმა HD+-მა და გერმანული ტელევიზორებისა და თანამგზავრული ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანია TechniSat-მა წარმოგვიდგინეს ახალი პროდუქტი - პირველი მაღალი ხარისხის UHD მხარდაჭერის მქონე ტელევიზორი, რომელშიც ჩაშენებულია
HD+ დეშიფრაციის სისტემა (HD+-სთვის აღარ არის საჭირო CI+ მოდული). HD+-მა ამავე შეხვედრაზე დააანონსა საკუთარი UHD არხის დემო ვერსიის ამოქმედების შესახებ, რომელიც სექტემბერში გაეშვება.
ახალი TechniMedia UHD+ მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ ექნებათ მარტივი წვდომა 50-ზე მეტ HD არხზე HD+ პლატფორმის მეშვეობით, მოქმედი HD+ მეხსიერების ბარათის ხარჯზე.
მათ ასევე ექნებათ წვდომა ახალ UHD არხის დემო ვერსიასთან. ამჟამად, HD+-ის მომხმარებლებს აქვთ საშუალება უყურონ HD+ არხებს ტელევიზორის HD+ სეტ-ტოპ-ბოქსთან ან CI+ მოდულთან მიერთების შედეგად.
როგორც აღინიშნა, ამა წლის სექტემბრიდან HD + UHD-ის დემო ვერსია ამოქმედდება,
რის შედეგადაც არხი მოახდენს სხვადასხვა საინტერესო კონტენტის ტრანსლირებას, როგორიცაა: სპორტი, კულტურა, საზოგადოება და ბუნება. ამ ინდუსტრიის სფეროს
წარმომადგენლები მოუთმენლად ელიან ახალი პროდუქტის გამოჩენას ბაზარზე, რათა პირადად გამოსცადონ UHD კონტენტი და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან, რითაც
ისინი საკუთარ წვლილს შეიტანენ პროდუქტის განვითარებაში.