x
კომპანიებმა SES, SMARDTV და SAMSUNG-მა წარმოადგინეს მსოფლიოს უახლესი ULTRA HD CAS დაცული სამაუწყებლო სერვისის გამოყენების ციფრული ვიდეომაუწყებლობის (DVB) სტანდარტები

თბილისი - 19 სექტემბერი, 2014 წელი - სატელიტურმა კომპანია SES-მა (კოტირდება პარიზის და ლუქსემბურგის Euronext–ის საფონდო ბირჟაზე: SESG), SmarDTV და სამსუნგ ელექტრონიკსის წარმომადგენლებმა ამსტერდამში წარმოადგინეს უახლესი Ultra HD ხარისხის პროდუქტი სამსუნგის ტელევიზორი, რომელიც სიგნალს პირდაპირ სატელიტური კომპანია SES-ის თანამგზავრებისგან იღებს
და ეს ყველაფერი ხორციელდება SmarDTV CI Plus CAM მოდულის დახმარებით. ახალი სატელიტური ტელევიზორი


აღნიშნული ინოვაცია მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია Ultra HD
მაუწყებლობის ჯაჭვის შესაქმნელად, რადგანაც, ეს არის პირველი სრული 3840x2160 პიქსელის CAS დაცული Ultra HD მაღალი გარჩევადობის და მაღალი ეფექტურობის ვიდეო კოდირების (HEVC) სიხშირის სიგნალი, რომელსაც წაიკითხავს სამსუნგის ფირმის ახალი Ultra HD მოდელების ტელევიზორები.
აღნიშნული შესაძლებლობა პროვაიდერებს ხელს აძლევს და საშუალებას აძლევს, რათა მომხმარებელს სიგნალი SES-ის სატელიტიდან პირდაპირ UHD ტელევიზორს მიაწოდონ მთელი
მსოფლიოს მასშტაბით. როგორც აღვნიშნეთ, Ultra HD სიხშირის მაუწყებლობა განხორციელდება ევროპის ყველაზე დიდი სატელიტური კომპანია SES-ის თანამგზავრების მეშვეობით აღმოსავლეთის 19, 2 გრადუსის მდებარეობიდან.

"მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფასიანი ტელევიზიის უამრავი
მომხმარებელი და პროვაიდერი დაინტერესდა ამ ახალი ინოვაციით და მისი გამოყენება ბევრმა მათგანმა უკვე დაიწყო კიდეც თავიანთ საქმიანობაში" - განაცხადა SmarDTV-ს მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტმა კონორ რაიანმა. " CI Plus CAM მოდულების შესაძლებლობა კიდევ უფრო აფართოვებს Ultra HD ტელევიზორების ეფექტური გამოყენების საშუალებას მსოფლიო UltraHD სერვისში".

ღონისძიების მსვლელობისას სატელიტური კომპანია SES-ის მიმღებ სისტემათა ვიცე-პრეზიდენტმა თომას ვრედმა განაცხადა: "Ultra HD
მაუწყებლობის ეკოსისტემები მკვეთრად განვითარდა გასული 18 თვის მანძილზე, რაშიც გლობალური სატელიტური კომპანია SES-ის მიერ შეტანილი წვლილი აღნიშვნის ღირსია.
კომპანიას სრულად აქვს გამართულითანამგზავრული სისტემები და მიწისზედა ინფრასტრუქტურა, რათა მომხმარებლებმა შეუფერხებლად მიიღონ Ultra HD სატელევიზიო სერვისები".

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:SES Astra
SES Astra
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0