x
image
მანჩო 777
სკანდალი: პეტერბურგში სამსახურიდან დაითხოვეს მედიკოსები, რომლებსაც საკეისრო კვეთის დროს მშობიარის მუცელში ზეწარი დარჩათ
მეგონა, ასეთი რამ მხოლოდ ფილმებსა და წიგნებში ხდებოდა, მაგრამ კურიოზული შემთხვევა, რომელიც სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კლინიკაში მოხდა, რეალურია და სინამდვილეს შეეფერება.


image


როგორც გამომცემლობა "ექიმ პიტერს" ახლადნამშობიარებმა მარინა ნ.-მ უამბო, მან ბავშვი საკეისრო კვეთით გააჩინა. გარდა აუტანელი ტკივილებისა, უშუალოდ ოპერაციის შემდეგ ის საგონებელში ჩააგდო მუცელმა, რომელიც გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ორსულობის დროს. " მე აუტანლად მტკიოდა მუცელი, თუმცა ექიმები მამშვიდებდნენ, რომ ოპერაციის შემდეგ ეს სავსებით ბუნებრივი მოვლენაა". მიუხედავად ტკივილებისა და მაღალი ტემპერატურისა, მშობიარე ორი დღის შემდეგ რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს. როცა ტკივილები გაგრძელდა, მარინას ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაუტარდა, მაგრამ ქალის მუცელში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს, გარდა დიდი რაოდენობით დაგროვილი სითხისა და ჰემატომისა. მშობიარეს ანტიბიოტიკები დაუნიშნეს და მე-12 დღეს საავადმყოფოდან გაწერეს ჩვეულებრივი მშობიარობისშემდგომი რეკომენდაციებით.


სამშობიაროდან გამოწერის მესამე დღეს ტკივილისაგან გონდაკარგული მარინა "სასწრაფო დახმარებამ" კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში მიიყვანა. ქალს ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაუტარდა, რომლის დროსაც მის მუცელში უცხო სხეული დაფიქსირდა. სასწრაფოდ ჩატარებული ოპერაციის დროს ავადმყოფს მუცლიდან საოპერაციო ზეწარი და სამ ლიტრამდე ჩირქი ამოუღეს.



როგორც პეტერბურგის აკუშერიისა და გინეკოლოგიის ინსტიტუტის კლინიკის (ეს ის კლინიკაა, სადაც ეს კურიოზული შემთხვევა მოხდა) დირექტორმა განაცხადა, "შემთხვევას არ შეიძლება ეწოდოს წინასწარგანზრახული ბოროტმოქმედება ან არაპროფესიონალიზმი. სამედიცინო პრაქტიკაში ასეთები, სამწუხაროდ, ხდება. უცხო სხეულის აღმოჩენა კი იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ პაციენტის კლინიკური სურათი სრულებითაც არ შეესაბამებოდა იმ მდგომარეობას, რომელშიც იგი იყო"...( ასეთ აბსურდულ თავის მართლებას ცინიკურის გარდა, აბა სხვა რა შეიძლება ეწოდოს?).


image


დღევანდელი ექიმების შემხედვარე, ისღა დაგვრჩენია, ვილოცოთ, რომ ავად არასოდეს გავხდეთ, მაგრამ რა ქნან ორსულებმა? შვილებიც აღარ გააჩინონ მათი შიშით?!

3
755
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
755
  
2016, 22 იანვარი, 11:23
და ზეწარს რა უნდოდა მუცელში?
2016, 22 იანვარი, 0:14
მეშინია ექიმების და უსაფუძვლოდ არა:(((
2016, 22 იანვარი, 0:12
ჩემს ახლობელს ბრმანაწლავის ოპერაციის შემდეგ შპადელი თუ რაღაც დაუტოვეს და მაღლი ტემპერატურების ფონზე მიაკითხა ექიმს, თან ტკივილებიც ჰქონდა, კინაღამ სეფსისი განუვითარდა, გადარჩა საბედნიეროდ.
0 1 3