x
image
პერსეპოლისი
სამწუხაროდ, ჩემი დიდი სიყვარული დამთავრდა - ნანკა კალატოზიშვილი მეუღლესთან დაშორების მიზეზებზე საუბრობს.

imageდიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი წყვილის - ნანკა კალატოზიშვილისა და ირაკლი კეიდიას დაშორების ამბავი გახდა
ცნობილი. მსახიობმა აღნიშნული ფაქტი მხოლოდ დაადასტურა, თუმცა მიზეზებზე არასდროს უსაუბრია.
როგორც ჩანს, ნანკამ დუმილი დაარღვია და ჟურნალ “სარკის“ ბოლო ნომერში საკუთარ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა, საიდანაც მცირე ამონარიდს გთავაზობთ:
“ჩემი ოჯახია დედა, მე და დანიელი. სამწუხაროდ, ჩემი დიდი სიყვარული დამთავრდა. მე გარკვეული პერიოდი ვიცხოვრე საოცარი, უღრუბლო ბედნიერებით. გვერდით მყავდა თბილი, მოსიყვარულე, ალერსიანი ადამიანი, ვიყავი სავსე სიყვარულით.

მე არ შემიძლია გრძნობების ეკონომია, ბოლომდე ვიხარჯები, ბოლომდე გავცემ ყველაფერ ძვირფასს, რაც გამაჩნია ა ვარ თავდადებული, ერთგული საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ დგება დრო და რაღაც მთავრდება.

ჩვენ სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები აღმოვჩნდით. ჩვენ ცხოვრების გზაზე სხვადასხვა ტრაექტორიით მივდიოდით, ჩვენი ღირებულებებიც სხვადასხვა იყო, ამიტომ დაშორება ვამჯობინეთ.

ჩვენი თანაცხოვრების საუკეთესო მოგონებებთან ერთად უდიდესი ბედნიერება მარგუნა უფალმა, გაჩნდა ჩემი შვილი, რომლის მამსთან და მისი ოჯახის წევრებთან ნორმალურ ურთიერთობას ვინარჩუნებ. ჩვენი შვილის მომავლისთვის ერთად ბევრი გვექნება გასაკეთებელი…“

0
256
5-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0