x
image
Guns N Roses
Mediator image
"ჰარი პოტერის" სევდიანი წერილი გარდაცვლილ ალან რიკმანს

ალან სიდნი პატრიკ რიკმანი დაიბადა 1946 წლის ასაკში და გარდაიცვალა 2016 წლის 14 იანვარს, 69 წლის ასაკში. ალანი ოჯახში მეორე შვილი იყო (მსახიობს ჰყავს და და ორი ძმა). ალანის თქმით ის მეოცნებე ბავშვი იყო და სულ ღრუბლებში დაფრინავდა. 8 წლის ასაკში მსახიობის მამა კიბოთი გარდაიცვალა, რაც მისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იყო. ალანის მამა მხატვარი იყო და რა გასაკვირია რომ მსახიობს ხატვის ნიჭიც გამოჰყვა: ბავშვობიდანვე განსაკუთრებულად კარგად გამოსდიოდა აკვარელით ხატვა. თეატრისადმი სიყვარული სასკოლო სპექტაკლებმა გაუღვიძა: მაგრამ ყველაზე მეტი გავლენა მის ოცნებაზე, გამხდარიყო მსახიობი, ლატიმერის სკოლამ მოახდინა, სადაც ალანი 11 წლიდან 18 წლამდე სწავლობდა. სკოლის დასრულების შემდეგ ალანმა სწავლა ხელოვნების სამეფო კოლეჯში (Royal College of Art) გააგრძელა გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე, სადაც სამი წელი სწავლობდა. აქვე გაიცნო მსახიობმა რიმა ჰორტონი, რომელიც დღემდე მის გვერდით ცხოვრობს. ისინი ერთად გაწევრიანდნენ "Brook Green Players" ჯგუფში. 1968 წელს, კოლეჯის დასრულების შემდეგ ალანი ბევრ გრაფიკულ პროექტზე მუშაობდა და საბოლოოდ მეგობრებთან ერთად სოჰოში ჩამოაყალიბა კომპანია Graphiti. მთელი ამ ხნის განმავლობაში ალანი ინარჩუნებდა კავშირს "Court Drama Group"-თან, სადაც არაერთი როლი შეასრულა.


დენიელ რედკლიფმა გაიცნო ალანი "ჰარი პოტერის" გადაღებებზე. დენიელმა რიკმანის ტრაგედია უყურადღებოდ არ დატოვა და, ასე ვთქვათ წერილი მისწერა თავის მეგობარს:

"ალან რიკმენი, ეჭვის გარეშე, ერთ-ერთი დიდებული მსახიობია, რომელთანაც მე მომიწია მუშაობა. ასევე ის ყველაზე ერთგული ადამიანია, რომელთაც მე შევხვდი კინოსტუდიაში. ალანი ყოველთვის მეხმარებოდა, როდესაც ჩვენ ერთად გვიწევდა მუშაობა. მე, ასევე, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ალანმა ნახა ყველა ჩემი სპექტაკლი, თუმცა არ იყო ვალდებული ეს გაეკეთებინა. მე ვიცი, რომ მისი მეგობრები, რომლებიც უფრო ახლოს იყვნენ მასთან ვიდრე მე, ამბობენ: "როცა არ უნდა დაგერეკათ მისთვის, სადაც არ უნდა ყოფილიყო და რასაც არ უნდა აკეთებდეს ის აუცილებლად გეტყოდათ, რომ დაგიკავშირდებოდათ დღის განმავლობაში" ადამიანები თავიანთ შთაბეჭდილებებს მსახიობებზე იქმნიან მისი როლის მიხედვით. და, ალბათ, ბევრს გააკვირვებს, რომ მიუხედავად იმისა ალანის პერსონაჟები იყვნენ საკმაოდ "საშიშნი", თვითონ ის იყო ძალიან კეთილი, თვითკრიტიკული და მხიარული. და მისი საუკეთესო თვისებები შეიძლება დაინახოთ „Контрабас“-ში. "ჰარი პოტერის" გადაღებების დროს ის იყო ერთადერთი უფროსი მსახიობი, რომელიც მექცეოდა ისე როგორც თანატოლს, და არა როგორც ბავშვს. იმის შესაძლებლობა, რომ მემუშავა მასთან ასეთ ახალგაზრდულ ასაკში იყო დიდი წარმატება და მე ყოველთვის მემახსოვრება მისი გაკვეთილები."


დენიელმა ასევე გამოაქვეყნა ერთ-ერთი თავისი საყვარელი ფოტო წარწერით:

"მე მომწონს ეს სურათი. თუ არ ვცდები ამ დროს ალანს უნდა დაერტყა ჩემთვის, რომ წიგნისთვის მიგვექცია ყურადღება. ჩვენ არ გამოგვდიოდა ამ სცენის სიცილის გარეშე თამაში. "

image

0
122
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...