სხვა ყველაზე ლამაზი კატის ჯიშები მსოფლიოში 2016, 18 იანვარი, 13:18 შინაური ცხოველების მოყვარულები, ძველთაგანვე ორ “ბანაკად" არიან გაყოფილები — კატების და ძაღლების პატრონებად. იმის დადგენა, თუ რომელ ბანაკში უფრო მეტნი არიან, შეუძლებელია. მაგრამ ის კი შესაძლებელია, რომ კატებს შორის, ყველაზე ლამაზი ჯიშები დავასახელოთ. უნდა აღინიშნოს, რომ აქ რეიტინგებზე არ არის საუბარი და ლამაზი და ნაკლებად ლამაზი კატები არ არსებობენ, რადგან ყველა კატა თავისებურად ლამაზი არის. მაგრამ არის კატის ჯიშები, რომელთა წარმომადგენლები, გარეგნობით, უფრო გამორჩეულები არიან და ფისომოყვარულებში, უფრო დიდი პოპულარულობით სარგებლობენ, ვიდრე დანარჩენები. კატები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ ძირითადად, მათი დაყოფა ორ ჯგუფად შეიძლება: გრძელბეწვიანებად და მოკლებეწვიანებად, თუმცა არიან შიშვლებიც.
გრძელბეწვიანი კატის ჯიშებიდან, ყველაზე ცნობილი და პოპულარული, მთელს მსოფლიოში, თურქული ანგორა არის. ამ ჯიშის კატებს შორის, აღსანიშნავია ე. წ. ჰეტეროქრომები, რომლებსაც ერთი თვალი ცისფერი აქვთ, ხოლო მეორე – მწვანე ან ქარვის ფერი. ანგორის კატის სხეული საშუალო სიგრძის ბეწვით არის დაფარული, ხოლო კუდზე ბეწვი უფრო გრძელი აქვს. ჩვეულებრივ, ამ ჯიშის კატა ქათქათა თეთრი ფერის არის, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც თეთრს ცისფერი ან თაფლისფერი დაჰკრავს. სამწუხაროდ ამ ჯიშის კატები, ხშირ შემთხვევაში, ცისფერი თვალის მხარეს მდებარე ყურში არ ესმით. შორს რომ არ წავიდეთ, აქვე წარმოგიდგენთ თურქეთში გამოყვანილ, კიდევ ერთ გრძელბეწვიან კატის — თურქული ვანის ჯიშს. ეს ნახევრად გრძელბეწვიანი კატა არის. ის, სხვა მსგავსი ჯიშის კატებისგან, იმით განსხვავდება, რომ მისი ბეწვი წყალგაუმტარია. ზამთარში ბეწვი სქელდება, ხოლო ზაფხულში ისეთი რბილი და ფაფუკი არის, როგორც ქიშმირი. თურქული ვანი არის სახლის კატების "აბორიგენული ჯიში". გენეტიკური კვლევის თანახმად, ეს ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ჯიშია ურქეთის ტერიტორიაზე, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია. თურქული ვანისგან განსხვავდება, გრძელბეწვიანი კატების კიდევ ერთი წარმომადგენელი — ნორვეგიული ტყის კატა. ეს საკმაოდ დიდი ზომის კატა არის, ფუმფულა ლამაზი ბეწვით. მას გრძელი ბეწვი, თათების ქვედა ნაწილშიც კი აქვს და ამიტომ, მკაცრი ზამთრის პირობებში, თათები არ ეყინება. ნორვეგიული ტყის კატისთვის დამახასიათებელია, საკმაოდ დიდი სხეული, მაღალი ფეხები და ფუმფულა კუდი. ამ ჯიშის წარმომადგენლები საკმაოდ მშვიდები არიან და კარგად გრძნობენ თავს, თუ სახლში, ძაღლის სახით, მეორე შინაური ცხოველიც არის. ეს ნორვეგიის ოფიციალური ჯიში არის, რომელიც კატების საერთაშორისო ფედერაციამ 1977 წ. ოფიციალურად აღიარა. ნორვეგიულ ტყის კატა, გარეგნულად ძალიან ჰგავს ამერიკულ მეინ კუნს, რომელიც ასევე მშვიდი ხასიათით გამოირჩევა. ამ ჯიშის კატისთვის დამახასიათებელია მონადირის უნარ-ჩვევები და დიდი ზომის სხეული. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მისი ბეწვი უფრო სქელი ხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. ეს ამერიკის ჩრდილოეთის, მენის შტატისი ოფიციალური ჯიში არის. ითვლება, რომ მეინ კუნი ყველაზე დიდი შინაური ცხოველია, კატისებრთა ოჯახიდა. მაგრამ არის კიდევ ერთი საინტერესო ჯიში, რომლის წარმომადგენლები, ყველაზე მაღლები არიან, კატებს შორის. ეს არის სავანა, რომელსაც ბევრი, არაოფიციალურად, აშერს ეძახის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სავანა, ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი კატის ჯიშია მსოფლიოში (22-28 ათასი $). ჩვენთან ნაკლებად ცნობილმა, სომალის კატამ ევროპა და ამერიკა დიდი ხნის წინ დაიპყრეს, თავისი უჩვეულო სილამაზით. ეს მეტისმეტად მშვიდი კატა, სხეულის დიდი ზომით გამოირჩევა: აქვთ გრძელი სხეული და დიდი, ფუმფულა, შავზოლიანი კუდი. ტანი სქელი ბეწვით აქვს დაფარული, ყელზე "საყელო" აქვს, ხოლო უკანა თათებზე – "შარვალი" “აცვია". 1960 წელს, კალიფორნიის შტატში, ძალიან საინტერესო კატის ჯიში გამოიყვანეს. რეგდოლი (Ragdoll) ასე ჰქვია ამ ჯიშა, რაც ქართულად “ნაჭრის თოჯინას" ნიშნავს. “სპარისგან" განსხვავებით, რომელიც ამ კატის საფუძველს წარმოადგენს, მათი ბეწვი უფრო მეტად კურდღლის ბეწვსა წააგავს და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, ხოლო ხასიათით, ბევრად უფრო მშვიდი და კეთილი არის, ვიდრე სპარსული კატა. რეგდოლდი – ყველაზე მომთმენი კატა არის მთელს მსოფლიოში. მისი მოფერება უსასრულოდ შეიძლება, ის პროტესტს არასოდეს გამოთქვამს. კატებს შორის, ყველაზე პოპულარულები, სპარსული ჯიშის კატები არიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფუმფულა არსებას, სახლის გარეთ, უპატრონოდ, ცხოვრება არ შეუძლია. სპარსული კატის დამახასიათებელი ნიშანია პატარა და განიერი ცხვირი, გრძელი ბეწვი, რომელიც გამუდმებით მოვლას საჭიროებს. გარდა ამისა, თვალებსაც გაწმენდა უნდა, რომ რამე ინფექცია არ შეიჭრას. ჰიმალაის კატა, გარეგნობით, ძალიან ჰგავს სპარსულს. მაგრამ, მათი გარჩევა თვალის ფერით არის შესაძლებელი. სპარსული ჯიშისგან განსხვავებით, ჰიმალაის კატას ცისფერი თვალები აქვს. გარდა ამისა, ამ ჯიშის კატას, ტანთან შედარებით, უფრო მუქი ფერის სახე და თათები აქვს, ისევე როგორც სიამის კატას. ზემოთ ხსენებული სიამის კატაც მოხვდა ამ ჩამონათვალში, როგორც კატების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ჯიშის წარმომადგენელი. ყველამ არ იცის, რომ სიამის კნუტები, სრულიად თეთრები იბადებიან. ყურები, თათები და კუდი, ზრდის პროცესში, თანდათანობით უმუქდებათ. ამ ჯიშის კატები ამერიკაში და ევროპაში, გასული საუკუნის დასაწყისში მოხვდნენ და მაშინვე მოხიბლეს ადგილობრივი ფისომოყვარულები. ისინი ძალიან “მეგობრულები", ჭკვიანები და კონტაკტურები არიან. სხვა კატებისგან განსხვავებით, რომლებიც ღამე უფრო აქტიურები არიან, სიამები, “ღამის ცხოვრებით" არ ცხოვრობენ, რადგან ღამის ხედვა კარგად არა აქვთ განვითარებული. სამაგიეროდ, ისინი ძალიან აქტურები არიან დღის მანძილზე. მათ მეტისმეტად ბევრი “ლაპარაკი" უყვართ თავიაანთ პატრონებთან. შემდეგი კატის ჯიში, რომელიც ამ ჩამონაშვალში მოხვდა, ტოიგერი (Toy+Tiger) არის. “ტოიგერი" – სათამაშო ვეფხვს ნიშნავს და ეს მართლაც ასეა. ამ ჯიშის კატები, ვეფხვებისგან მხოლოდ ზომით განსხვავდებიან. კატის ეს ჯიში იმიტომ გამოიყვანეს, რომ საზოგადოების ყურადშება, ველურ ბუნებაში, ვეფხვების გადაშენების პრობლემაზე მიექციათ. ეს ჯიში 90-იქნი წლების დასაწყისში დაარეგისტრირეს, მაგრამ კატების საერთაშორისო ფედერაციამ, ჯიშად მხოლოდ 2007 წ. აღიარა და კონკურსებში მონაწილეობის უფლება მისცა. ხალებიანი კატების კიდევ ერთი წარმომადგენელი, მოკლებეწვიანი, ეგვიპტური მაუ არის, რომელიც ელეგანტური კატის იმიჯს, ათასწლეულების მანძილზე ინარჩუნებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ჯიშია, კატის ჯიშებს შორის. მისი გამოსახულება 3 000 წლის წინანდელ რელიქკიებზე არის დატანილი. სწორედ ამ კატებს ეთაყვანებოდნენ ძველი ეგვიპტელები. სახელი “მაუ" ძველეგვიპტურად – კატას ნიშნავს. ამ ჯიშის კატას აქვს მწვანე თვალები და თვალს ქვემოთ ორი ხაზი ე. წ. “მაკიაჟი". ყველაზე ხშირად, ამ კატებს, ვერცხლისფერის შეფერილობა აქვთ, იშვიათად – ბრინჯაოს ფერი. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ჩვენთან, მოკლებეწვიან კატებს უჯიშოებად თვლიან. მაგრამ, სინამდვილეში, ეს ევროპის მოკლებეწვიანი ჯიშის წარმომადგენლები არიან. ფერის მხრივ, შეზღუდვა არ არსებობს კატის ამ ჯიშისთვის. განსაკუთრებული სილამაზით, ოქროსფერი და ვერცხლისფერი შეფერილობის კატები გამოირჩევიან. ამერიკული მოკლებეწვიანი კატა, XVII საუკუნეში ევროპელი ემიგრანტების მიერ კონტინენტზე ჩაყვანილი, ევროპული მოკლებეწვიანი და ადგილობრივი კატის შეჯვარების შედეგად არის მიღებული. ისინი ევროპული ჯიშის, მსგავსი კატებისგან, შედარებით პატარა ზომის სხეულებით გამოირჩევიან. მოკლებეწვიანი კატის ჯიშებიდან, კატების მოყვარულებში, განსაკყთრებული პოპულარობით რუსული ცისფერი კატა სარგებლობს. ეს არის მაღალი, გრძელი, გრაციოზული კატა, ღია მწვანე თვალებით და ძალიან სქელი ბეწვით. ამ ჯიშის კატები ძალიან ჭკვიანები არიან და პატრონებისადმი განსაკუთრებული ერთგულებით და თბილი ურთიერთობით გამოირჩევიან. სინგაპურული კატა ლამაზი კატების ამ სიაში, თავისი ლამაზი თვალების გამო მოხვდა. კატების ამ ჯიშის წარმომადგენლებს დიდი და ლამაზი თვალების გარდა, დიდი ყურები და პატარა ზომის სხეულები აქვთ. სინგაპურები ძალიან მშვიდი კატები არიან, მაგრამ ევროპაში ძალიან იშვიათად, თუ ვინმეს ჰყავს. კატებს შორის, უცნაურად გამოიყურებიან შოტლანდიური ყურებჩამოყრილი კატები. ასეთი ყურების გამო, ისინი ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან. ამ კატებს განსაკუთრებული შეფერილობა არა გააჩნიათ და ნებისმიერი შეფერილობის შეიძლება იყოს. ისინი კარგი ჯანმრთელობით და ხასიათით ხასიათდებიან. განსაკუთრებული მახასიათებელი ნიშანი ამ ჯიშის კატებისთვის ის არის, რომ ძალიან წრიპინა ხმა აქვთ და დიდი ხნის მანძილზე შეუძლიათ უკანა თათებზე დგომა. ზემოთ ხსენებული კატისგან განსხვავებით, საწინააღმდეგო მიმართულებით აქვს გადახრილი ყურები ამერიკულ კერლს (American Curl). არც ამ კატას აქვს “ამოჩემებული ფერი" და ნებისმიერი შეფერილობის შეიძლება იყოს. ეს კატები ადვილად გადიან ადაპტაციას ახალ გარემოში და ძალიან მეგობრული ხასიათით გამოირჩევიან. ამ კატის ორი ჯიში არსებობს: მოკლებეწვიანი და ნახევრად გრძელბეწვიანი. და რა თქმა უნდა, გვერდს ვერ აუვლით იაპონურ ბობტეილს. ამ ჯიშის კატები, დიდი ხნის მანძილზე, იაპონელების თაყვანისცემის ობიექტები იყვნენ. ძველთაგანვე, შუა საუკუნიდან მოყოლებული, ითვლებოდა რომ, კატის კუდში ბოროტი ძალები და ნეგატიური ენერგია გროვდებოდა და ამიტომ იაპონელები ოჯახური კერის დასაცავად, უკუდო კატებს ანიჭებდნენ უპირატესობას. ბობტეილი მეტისმეტად მშვიდი, მეგობრული და თვინიერი კატა არის. როდესაც ეს კატა ზის, ის ხშირ შემთხვევაში, ცალ თათს ზემოთ წევს, რაც იაპონიაში, ასევე კარგ, იღბლის მომტან ნიშნად ითვლება. კიდევ ერთი უკუდო კატა, რომელიც ლამაზი ჯიშების კატეგორიაში მოხვდა, მენქსის კატა არის, ან უბრალოდ მენქსი. ასეთი სახელი კატამ, თავისი მშობლიური, კუნძულ მენის სახელიდან მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ამ კატების განმასხვავებელი ნიშანი, კუდის არ არსებობა არის. ამ ჯიშის წარმომადგენლების ერთ ნაწილს კუდი აქვს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათი გამრავლების შემთხვევაში, ერთი მშობელი აუცილებლად კუდიანი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია ალბათობა იმისა, რომ შთამომავლობა დაიღუპება. დიდ ბრიტანეთში, კატების ყველაზე ხანდაზმულ ჯიშად, ბრიტანული მოკლებეწვიანი ჯიში ითვლება. “ბრიტანელები" დიდი პოპულარობით სარგებლობენ კატების მოყვარულებ შორის იმის გამო, რომ გარეგნობით პლუშის დათვებს გვანან. ბრიტანულ მოკლებეწვიან კატას ძალიან სქელი ბეწვი, დიდი, მრგვალი, სპილენძის ფერი თვალები, მრგვალი თავი და ფუმფულა ლოყები აქვს. ფერემიდა, ყველაზე პოპულარულია: ნაცრისფერი, მონაცრისფრო ცისფერი, იისფერი, ყავისფერი და ამ ფერების ნაირსახეობები: ხალებიანი, ზოლებიანი და მარმარილოსებურები. ეს კატები საკმაოდ დიდი (6-7, 5 კგ) და ძალიან გულკეთილი არსებები არიან.
10248 11-ს მოსწონს
|