x
image
K.P.
"ამდენი ფული ბიუჯეტიდან საპატრიარქოში რატომ გადარიცხეთ?"-ნანუკა ჟორჟოლიანი პრემიერს აკრიტიკებს
image
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს აკრიტიკებს, მიზეზი კი საპატრიარქოსათვის გადარიცხული თანხაა. ნანუკა მიიჩნევს, რომ ნახევარ მილიონად სხვა ბევრი რამის გაკეთებაც შეიძლებოდა. "ბატონო პრემიერო, ამდენი ფული ბიუჯეტიდან საპატრიარქოში რატომ გადარიცხეთ? უპატრონო ბავშვებისთვის სწავლა დაგეფინანსებინათ. ან განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვები, სხვა ქვეყანაში გადაგეფრინათ სამკურნალოდ. რანდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა ნახევარ მილიონად! ამ თანხად რამდენ ბავშვს გადაარჩენდით"-წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.

ნანუკას პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეგობრებისა დაგულშემატკივრების დიდი ნაწილი ჟურნალისტის პოზიციას იზიარებს:

არ მინდა ვისაუბრო და ვერიდები საპატრიარქოში არსებულ განუკითხაობაზე, მაგრამ რა გავაკეთო როდესაც ფაქტები ჯიუტია! ნახევარ მილიონად იმდენი კარგი, რეალური საქმე გაკეთდებოდა! რეალური!

მაგ ბავშვებს ვინ ჩივის სამაგიეროდ, რაც მთავარია, საპატრიარქო თავისი მღვდელ-მონაზვნებითურთ დაკმაყოფილდებიან საშვილთაშვილოდ.


ძალიან სასიხარულოა და ერთ გვარი პროგრესიც როდესაც ადამიანების შენიშვნა თამამია და არგუმენტირებული, და "საპატრიარქო"-ს ხსენება თუ თანამონაწილეობა სხვა და სხვა საქმეში "მდუმარების" გარანტი აღარ არის.

ახალი ჯიპები არ უნდათ? ნანუკა შენ კიდე რა დაგემართა.

შეგახსენებთ რომ, საქართველომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდგომ უკვე მესამე პრემიერი შეიცვალა. ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანცვლა, ამ უკანასკნელის ადგილი კი გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავა.

1
642
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
642
  
2016, 16 იანვარი, 10:18
არაფერი ჩენ არ გვეშველება, მიდიან მოდიან და მიდიან და მოდიან
0 1 1