შოუბიზნესი ჰოლივუდის ვარსკვავები რომლებიც ტყუპებს ზრდიან 2016, 13 იანვარი, 22:36 ხშირ შემთხვევაში ტყუპების გაჩენა ვარსკვლავურ წყვილებს კიდევ უფრო პოპულარულს ხდის, მაგრამ სამწუხაროდ არის ისეთი მომენტებიც, რომ ოჯახში წევრების მატების შემდეგ ვარსკვლავები ქორწინებას არღვევენ.
ბრედ პიტი სიხარულისგან ტიროდა, როცა მის ოჯახში ტყუპები გაჩნდნენ."მართალია ტყუპების შეძენის შემთხვევაში სიძნელეები იმატებს, მაგრამ სიხარულიც ორმაგდება"- აღნიშნა ანჯელინამ.
როდესაც ჯულია რობერტსმა და მისმა მეუღლემ დენიმ შეიტყვეს რომ მათ ტყუპები გაუჩნდებოდათ სიხარულისგან "შოკში" ჩავარდნენ.ტყუპების შემდეგ ჯულიას კიდევ ერთი შვილი ჰყავს.
როდესაც 38 წლის ჯენიფერ ლოპესმა გაიგო, რომ ტყუპებს ელოდებოდა სიხარულისგან დაფრინავდა."მე ჩავიდინე გმირობა, რომელსაც ჩადის სუპერქალი, ახლა კი დროა შენ იზრუნო ჩვენზე"- განუცხადა ჯენიფერმა მის მეუღლეს მარკ ენტონის.წყვილი ერთმანეთს დაშორდა როცა ტყუპები ექვსი წლის იყვნენ. მერაია კერის ავადმყოფობის გამო(ორუსლობის დიაბეტი) რთულად შესძლო ჯანმრთელი ტყუპების გაჩენა.ბავშვების მამა ნიკ კენონია. სამწუხაროდ მათი ქორწინება არ აღმოჩნდა მყარი და წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ტყუპების გაჩენამდე მსახიობი დეპრესიაში იყო. მისი მეუღლე, მსახიობი მეთიუ ბროდერიკი, დაიღალა ცოლის ასეთი მდგომარეობით და რომანი გააჩაღა სხვასთან რასაც სარა ძალიან განიცდიდა.ტყუპების გაჩენამ მთლიანად შეცვალა მათი ცხოვრება. სარა ჯესიკა პარკერმა ტყუპების დახმარებით შეინარჩუნა ოჯახი. როდესაც 58 წლის ჩაკ ნორისი შეხვდა ახალგაზრდა მოდელს ჯინ ოკელის მას უკვე პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი დიდი შვილი.მსახიობი აღიარებს, რომ ძალიან ახალგაზრდა დაქორწინდა და ვერ აღმოჩნდა უფოსი შვილებისთვის კარგი მამა.მეორე ქორწინებიდან ახალგაზრდა მოდელთან მას ჰყავს ტყუპები, რომელთა აღზრდაშიც ის დიდ მონაწილეობას იღებს და როგორც ყოფილი ჩემპიონი ბავშვებსაც ავარჯიშებს.მათაც უკვე კარატეში ძალიან კარგი წარმატებები აქვთ. 344 1-ს მოსწონს
|