ეკონომიკა დასახელდა მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანის ათეული. 2016, 13 იანვარი, 0:02 ჟურნალ ტაიმის კვლევის ავტორები გვარწმუნებენ რომ ღრმა და საფუძვლიანი კვლევა ჩაატარეს.დაიწყეს უბრალო კითხვიდან-ვის ჰქონდა უფრო მეტი ფული, როკფელერს თუ ჩინგისხანს?სიმდიდრეს ადარებდნენ მოცემული დროისა და ეკონომიკური სისტემის გათვალისწინებით.რეიტინგის შედგენაში მონაწილეობდნენ მეცნიერები . მეათე ადგილზეა ჩინგისხანი. მეცხრეზეა ბილ გეიტსი.მისი ქონების შეფასება ყველაზე ადვილი იყო.ის ჩვენი დროის ყველაზე მდიდარი ადამიანია.ფორბსმა მისი ქონება 78, 9 მილიარდ დოლარად შეაფასა. მერვე ადგილზე ბრეტონის რაინდი რიჟა ალენია.ის გარდაიცვალა 1093 წელს და მისი ქონება შეადგენდა 11 ათას ფუნტ სტერლინგს.თანამედროვე კურსით ეს იყო 194 მილიარდი ამერიკული დოლარი. მეშვიდე ადგილი დაიკავა სტანდარტ ოილის დამფუძნებელმა ჯორჯ როკფელერმა. მეექვსეზეა ამრიკელი მილიარდერი ენდრიუ კარნეგი. მეოთხე ადგილზე- მოულოდნელი სიურპრიზია -ის აღმოჩნდა იოსებ სტალინი.რეიტინგის ავტორები ამ ფაქტს ასე ხსნიან:ის აკონტროლებდა უმდიდრეს ქვეყანას და ''შეეძლო ჰქონოდა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა''.თუმცა, ეს საკამათო აზრია. ამავე მიზეზით მეოთხე ადგილზეა აქბარი- დიდი მონღოლეთის იმპერიის ფადიშაჰი. მესამე ადგილზეა ჩინეთის იმპერატორი შენ-ცზუნი.გარდაიცვალა 1085 წელს. მეორე ადგილზეა ავგუსტ ოქტავიანი, რომელიც რომის იმპერიას მართავდა და გარდაიცვალა 14 წელს ჩვენს ერამდე.ეკონომისტების აზრით მისი ქონება ეკვივალენტურია 4, 6 ტრილიონი ამერიკული დოლარისა. მსოფლიოს ყველა დროის უმდიდრეს ადამიანად კი აღიარეს მანსა მუსა -სახელმწიფო მალის მეთაური.ცხოვრობდა 1280 -1337 წლებში.როგორც ტაიმი წერს, მისი სიმდიდრის აღწერა შეუძლებელია. ისტორიკოსები თვლიან, რომ მუსას სამეფო იყო ოქროს უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში.მეცნიერებმა ვერ შეძლეს მისი ქონების ღირებულების დათვლა.ისინი თვლიან, რომ ერთხელ ამ ადამიანის ხარჯებმა ფინანსური კრიზისიც კი გამოიწვია ეგვიპტეში.ჩვენ დრომდე შემორჩა მუსას გამოსახულება, სადაც ის ოქროს გვირგვინით ზის ოქროს ტახტზე და უკავია ხელში ოქროს კვერთხი და ოქროს თასი. 3116 12-ს მოსწონს |
ორი კოსტუმი, ორი შარვალი და ერთი ფეხსაცმელი,
ალბათ ერთადერთი ადამიანი მთელი იმ ისტორიის განმავლობაში რაც საქართველო
რუსეთს შეუერთდა, რომელიც ქონების მოხვეჭას კი არ ცდილობდა, არამედ იმპერიის
თავისი ქვეყნის აშენებას, და მინდა ბევრს ვუთხრა რომ მართალია სტალინი ქართველი
იყო თუმცა მისი სამშობლო საბჭოთა კავშირი იყო და არა საქართველო ან რუსეთი,
პ.ს. ვინც ხართ ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ყველაფერი :-))