ისტორია ერთი სიტყვის არასწორი თარგმანი იაპონიის ატომური დაბომბვის მიზეზი გახდა - ეს საინტერესოა 2016, 12 იანვარი, 13:06 1945 წლის ივლისში მეორე მსოფლიო ომი ფაქტიურად დასასრულს უახლოვდებოდა. ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების ბოლო ქედმოუხრელ ქვეყნად იაპონია რჩებოდა. პოტსდამში ჩატარებულ კონფერენციაზე იაპონელებს დაუყოვნებელი კაპიტულაცია მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკავშირეები "გადამწყვეტ ქმედებებზე" გადასვლით იმუქრებოდნენ. ტოკიოში მყოფი საერთაშორისო ჟურნალისტები ძალისხმევას არ უშურებდნენ იმისათვის, რომ პირველებს შეეტყოთ და გადაეცათ ტოკიოს გადაწყვეტილება. თუმცა ამომავალი მზის ქვეყნის ხელისუფლება პასუხის გაცემას არ ჩქარობდა. ამგვარ დაძაბულ დღეებში ტოკიოში მყოფმა ამერიკელმა რეპორტიორებმა შეძლეს "დაეჭირათ" პრემიერი კანტარო სუძუკი და ეკითხათ მისთვის, რას ფიქრობდა იაპონია ულტიმატუმის შესახებ. ბატონმა სუძუკიმ არაფრისმთქმელი გამომეტყველება მიიღო და ჩაიბუტბუტა:"მუკუსაცუ". ამ სიტყვის ერთ-ერთი მნიშვნელობა არის "იგნორირება". ახალი ამბავი დაუყოვნებლივ გავრცელდა აშშ-ს და გაზეთების პირველ გვერდებზე დაიბეჭდა: "იაპონია იგნორირებას უკეთებს პოცდამის ულტიმატუმს!". არადა ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობაც აქვს: "ნეიტრალურ და ბრძნულ მდუმარებაში დარჩენა". ესე იგი, პრემიერი, სინამდვილეში გულისმობდა იმას, რომ იაპონიის ხელისუფლება ჯერ კიდევ ფიქრობდა. თუმცა ამერიკელი ჟურნალისტების ლინგვისტური ცოდნა ამდენად ღრმა არ აღმოჩნდა. ვინ, იცის, იქნებ ბატონი სუძუკი თავად რომ დარჩენილიყო "ნეიტრალურ და ბრძნულ მდუმარებაში", მსოფლიო ისტორია სულ სხვა გზით წასულიყო... ასე კი ამერიკამ მყისიერი რეაგირება მოახდინა: გაჩნდა შესანიშნავი საბაბი "პატარა ბიჭუნასა" და "მსუქანი კაცის" გამოსაცდელად. და თარგმანში გაპარული სულ მცირე შეცდომის გამო მსოფლიომ შეიტყო რას ნიშნავს ატომური იარაღის მოქმედებაში მოყვანა. 4015 10-ს მოსწონს
|