მუსიკა გარდაიცვალა დევიდ ბოუი 2016, 11 იანვარი, 13:58 69 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი როკ-მუსიკოსი დევიდ ბოუი.მომღერალი ბოლო 18 თვე კიბოს ებრძოდა.მისი უკანასკნელი ალბომი მის დაბადების დღეს 2016 წლის 8 იანვარს გამოვიდა სახელწოდებით "Blackstar".უფრო ადრე მომღერალმა გადაიღო უკანასკნელი კლიპი "Lazarus", რომელიც ამ უკანასკნელ ალბომშია შესული.
დევიდ ბოუი(ნამდვილი სახელი დევიდ რობერტ ჯოუნსი) დაიბადა ლონდონში, ბრიქსოლის რაიონში, 1947 წლის 8 იანვარს. პირველ დიდ წარმატებს მუსიკოსმა 1969 წელ მიაღწია, როდესაც მისმა კოსმიური ხანის მინი მელოდრამამ, სიმღერამ "Space Oddity" ბრიტანეთში ჰიტ-სინგლებში მე-5 ადგილი დაიკავა. 1970-იანი წლების ბოლოს პერიოდული კომერციული წარმატებების შემდეგ, 1980 წელს ბოუიმ ბრიტანეთის ჰიტ აღლუმები დაიპყრო სიმღერით "Ashes to Ashes". მომდევნო წელს ბოუის და ჯგუფ Queen-ის ტანდემი სიმღერით "Under Pressure" ბრიტანეთის ჰიტ აღლუმების სათავეში მოექცა. კიდევ უფრო დიდი წარმატება ხვდა წილად 1983 წელს, როდესაც ალბომიდან Let's Dance ერთდროულად სამი სინგლი იქცა ჰიტად. თავისი კარიერის მანძილზე, დევიდ ბოუის გაყიდული აქვს 130 მილიონზე მეტი ალბომი და ბრიტანეთის პოპ მუსიკის ისტორიაში 10 ყველაზე გაყიდვად მუსიკოსების სიაშია შესული.ხოლო 2002 წელს "100 ყველაზე უდიდეს ბრიტანელების"სიაში 29-ე ადგილი დაიკავა. 2004 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნმა ყველა დროის 100 საუკეთესო ხელოვანს შორის მას 39-ე ადგილი მიაკუთვნა.აღებული აქვს ორ-ოჯერ "გრემის"და BRIT Awards პრემია.1996 წლის 17 იანვარს იგი "როკ-ნ-როლის დიდების" დარბაზში შეიყვანეს. დევიდ ბოუი იყო მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი, მულტიინსტრუმენტალისტი, პროდიუსერი, არანჟირების ავტორი, აუდიო ინჟინერი და მსახიობი. 249 8-ს მოსწონს 1-ს არა
|