საზოგადოება ინგა გრიგოლია: პირველად გავიგე, ძაღლს და პატრონს ერთდროულად შეშინებოდათ ქუჩაში მოსიარულე ქალის 2016, 10 იანვარი, 1:33 "პირველად გავიგე, ძაღლს და პატრონს ერთდროულად შეშინებოდათ ქუჩაში მოსიარულე ქალის, "-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია წერს. "დღეს ძაან სახალისო ამბავი გადამხდა. რუსთაველზე ხანში შესული მამაკაცი ასეირნებდა ძაღლს, უცებ მივედი და შევძახე, რა საყვარელიათქო და კაცი და ძაღლი ერთად შეხტნენ. კაცი მეუბნება, რატომ გამიხეთქეთ გული ამ თქვენი შეძახილით, გული გამიხდა ცუდადო. ძაღლი შეშინებული თვალებით მიყურებდა. მე ვუთხარი, აქამდე ვიცოდი, რომ ძაღლების ეშინოდა ზოგს და პირველად გავიგე, ძაღლს და პატრონს ერთდროულად შეშინებოდათ ქუჩაში მოსიარულე ქალის. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სულ ასე თავდაყირაა ხოლმე. ძაღლებიც კი ხტებიან ჩემს ხმაზე, "-წერს ინგა გრიგოლია "ფეისბუკის" პირად გვერდზე. 617 1-ს მოსწონს
|