სხვა ფერთა შეხამება ინტერიერის დიზაინში – 40 კრეატიული სქემა 2016, 9 იანვარი, 19:11 ოთახების ინტერიეის საკუთარი გემოვნებით მოწყობა და ფერთა შეხამება თქვენს გემოვნებასა და ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს. სამწუხაროდ უმეტესობა ჩვენთაგანი დიდ დროს არ უთმობს იმაზე ფიქრს, თუ რომელი ფერი აირჩიოს ოთახის კედლისთვის, იმ მიზნით, რომ ჰარმონიულად შეერწყას ინტერიერს, ეს ხომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას – ჩვენს ხასიათსა და ფიქრებზე. ფერები აქტიურად მოქმედებს ადამიანებზე ასაკის, სქესის, ეთნიკური წარმომავლობის ან ადგილობრივი კლიმატის გათვალისწინებით. განსაზღვრულ ფერებს ან ფერთა ჯგუფებს შეუძლია გარკვეული ემოციის გამოწვევა ჩვენში, ამიტომ როდესაც საქმე ოთახის დეკორის შერჩევაზე მიდგება, მნიშვნელოვანია რომ ეს ჭკვიანურად გავაკეთოთ. ცნობილია, რომ ფერთა სამ ძირითად სახეობას გამოყოფენ: აქტიური, პასიური და ნეიტრალური. მარტივად და თავისუფლად შეძლებთ შეუხამოთ ოთახის ფერი თქვენს პირად სურვილებს, გემოვნებასა და ოთახის დანიშნულებას. ღია ფერები უფრო მდიდრულ და ჰაეროვან ელფერს სძენს, ოთახს უფრო დიდსა და ნათელს აჩენს. მუქი კი – თბილ და დახვეწილ გარემოს ქმნის; ოთახს უფრო მეტ ინტიმურ დატვირთვას ანიჭებს. რაც შეეხება შერეულ ფერებს, აქ სიფრთხილე გვმართებს, რადგანაც მსგავსი ტონალობის უნდა შეარჩიოთ ჰარმონიული შედეგის მისაღებად. იმ შემთხვევაში თუ ხუთზე მეტ ფერს გამოიყენებთ, ამან შესაძლოა ვიზუალური არეულობა გამოიწვიოს მოცემულ სივრცეში. უმჯობესია თუ სამ ან ოთხ ფერს გამოიყენებთ; ამის შემდეგ გადაწყვიტეთ რომელი იქნება ძირითადი ფერი და რომელი გასაფორმებელი. თუ ეს ყველაფერი ცოტა რთულად გეჩვენებათ, სტატიაში შემოგთავაზებთ ფერთა სქემის 25 ნიმუშს, რომელიც დახმარებას გაგიწევთ გემოვნებით მოაწყოთ საცხოვრებელი ბინა, რაც კომფორტული და მყუდრო ცხოვრების კარგ საფუძველს იძლევა. 2. 3. 4. 5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15.
16.
17.
18.
19.
20.
21.
22.
23.
24.
25.
26.
27. 28.
29.
30.
31.
32.
33.
34.
35.
36.
37.
38.
39.
40.
2682 11-ს მოსწონს
|